საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 ·...

17
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად თბილისი 2014 წელი

Upload: others

Post on 22-Jun-2020

5 views

Category:

Documents

0 download

TRANSCRIPT

Page 1: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საკონკურსო განცხადება

ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

თბილისი 2014 წელი

Page 2: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

2

ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის

შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის წესი და პირობები

1.შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს ხერთვისი-

ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის

მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად და იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა იმ

დაინტერესებულ პირს, რომელიც მზად არის დააკმაყოფილოს ამავე საკონკურსო პირობების დანართი

N2-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაში მოცემული პირობები.

2. საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის პირობები

კონკურსანტი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს:

2.1 სავალდებულო წარმოსადგენი მასალები და ინფორმაცია(საკვალიფიკაციო მონაცემები):

2.1.1. კონკურსანტის რეკვიზიტები (იხ. დანართი N1);

2.1.2. ტექნიკური დავალების (იხ. დანართი № 2) საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური წინადადება;

2.1.3 კონკურსანტის პროფესიული გამოცდილება (მსგავსი სახის პროექტებში მონაწილეობა,

თანაავტორობა და ა.შ.) შესაბამისი პროექტების ჩამონათვალითა და მასში საკუთარი სტატუსის

მითითებით;

2.1.4 ინფორმაცია ყველა მონაწილის კვალიფიკაციისა და პროექტირების გამოცდილების შესახებ.

კონკურსის ორგანიზატორის - სამინისტროს განსაკუთრებული მოთხოვნაა, რომ კონკურსის

მონაწილეს თავის წარმოდგენილ შემადგენლობაში ჰყავდეს ქალაქდაგეგმარების, ბუნებრივი და

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში მოღვაწე, მაღალი პროფესიული დონისა და დიდი

გამოცდილების მქონე უცხოური პარტნიორი ორგანიზაცია ან უცხოელი სპეციალისტების ჯგუფი,

რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ და ქართულ

(დამოწმებული თარგმანი) ენებზე.

2.1.5 გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (მთლიანი და სამუშაოთა სახეობების მიხედვით)

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების, მ.შ. დღგ.-ს ჩათვლით;

2.1.6 წარმოსადგენი საკონკურსო წინადადება, სავალდებულო მასალები და ინფორმაცია შედგენილი

უნდა იყოს ქართულ ენაზე, ერთ დახურულ კონვერტში, 3 (სამი) ნაბეჭდი ხელმოწერილი

ორიგინალისა და 3 (სამი) ელექტრონული ასლის (PDF) სახით, საქართველოს ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების სამინისტროში, არაუგვიანეს 2014 წლის 12 დეკემბრის 16:00 საათისა

თბილისის დროით, შემდეგ მისამართზე:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველო, თბილისი 0108, ჭანტურიას ქ. 12.

ნაბეჭდ ორიგინალსა და ელექტრონულ ასლს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში,

Page 3: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

3

უპირატესობა მიენიჭება ნაბეჭდ ორიგინალს.

3. ზოგადი ნაწილი

3.1 საკონკურსო კომისიის მუშაობის პროცესში, კონკურსანტებს მიეცემათ 15-20 წუთიანი

პრეზენტაციების ჩატარების საშუალება.

3.2 საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება კონკურსანტს შეუძლია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, 21 ნოემბერს 16 საათზე დანიშნულ

საკონსულტაციო შეხვედრაზე და აგრეთვე წერილობითი მიმართვით ელ. ფოსტის მისამართზე:

[email protected]

საკონტაქტო პირი: ნანა ჩხეიძე 599 10 68 48

შენიშვნა: დაგვიანებით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება და დაუბრუნდება

წარმომდგენ პირებს.

4. კონკურსის ჩატარების დრო და ადგილი

4.1 კონკურსი ჩატარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში

საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის საბოლოო ვადიდან (2014 წლის 12 დეკემბრის 16:00 სთ) 2

კვირის განმავლობაში.

5. საკონკურსო წინადადების შეფასებისა და გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენის პირობები

4.1 შემსყიდველი ორგანიზაცია საკონკურსო წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული

კონკურსანტის გამოვლენას ახდენს საკონკურსო კომისიის მეშვეობით ერთ ეტაპად.

4.2. კონკურსანტის მიერ საკონკურსო განაცხადის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და

საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ტექნიკური წინადადების შესაბამისობა და განხორციელების გეგმა-გრაფიკი - მაქსიმუმ 30

ბალი.

კონკურსზე წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებები შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად

ეფექტიანი და შედეგიანი იქნება შემოთავაზებული მეთოდოლოგია, მეთოდიკა და კონცეფტუალური

მოსაზრებები დასახული მიზნების მისაღწევად. ტექნიკურ წინადადებებში, პრეტენდენტებმა უნდა

წარმოადგინონ ტექნიკური მიდგომები და განხორციელების გეგმა, შემდეგი 4 ძირითადი დოკუმენტის

შემუშავების მიზნით:

- ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის

წინასაპროექტო კვლევა და სტრატეგიული განვითარების ხედვა (კონცეფცია);

Page 4: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

4

- თვითმმართველობის მიერ გასაცემი გეგმარებითი დავალება;

- ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა;

- ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის კონკრეტული უფლებრივი ზონირება და

რეგულაციები.

ორგანიზაციის პოტენციალი და სპეციალისტების კვალიფიკაცია – მაქსიმუმ 20 ბალი

კომპლექსურად შეფასდება ორგანიზაციის პოტენციალი – მისი სტრუქტურული მოწყობის,

მენეჯმენტის, პერსონალით დაკომპლექტების, ტექნიკური აღჭურვის დონისა და ფინანსური

შესაძლებლობების მიხედვით. შეფასდება წარმოდგენილი დაგეგმარების ჯგუფის წევრების

კვალიფიკაცია, მათი რეზიუმეების (CV), დიპლომების, სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი

საბუთებისა და სერტიფიკატების საფუძველზე.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, კონკურსის ორგანიზატორის - სამინისტროს მოთხოვნის

შესაბამისად, მონაწილის შემადგენლობაში, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის, ბუნებისა

და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში მოღვაწე, მაღალი პროფესიული დონისა და

დიდი გამოცდილების მქონე უცხოური პარტნიორი ორგანიზაციისა ან უცხოელი სპეციალისტების

ჯგუფის ყოლას. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს

ინგლისურ და ქართულ (დამოწმებული თარგმანი) ენებზე.

ორგანიზაციის გამოცდილება და განხორციელებული ანალოგიური პროექტები - მაქსიმუმ 20

ბალი

შეფასებული იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია ქალაქგეგმარების სფეროში ორგანიზაციისა და მისი

წევრების გამოცდილებისა და შემუშავებული პროექტების შესახებ. ამდენად მნიშვნელოვანი იქნება

სრულფასოვანი და ზუსტი ინფორმაციის მოწოდება.

სახელმძღვანელო და გასათვალისწინებელი დოკუმენტაცია – მაქსიმუმ 10 ბალი

შეფასდება წარმოდგენილი ინფორმაცია წინასაპროექტო კვლევის ჩატარებისა და სტრატეგიული

განვითარების ხედვის (კონცეფცია) შემუშავების პროცესში სახელმძღვანელო და გასათვალისწინებელი

დოკუმენტაციის შესახებ:

საკანონმდებლო და ნორმატიული საფუძველი, მეთოდოლოგიური მასალები, ოფიციალური

მონაცემები, კვლევები, კონცეფციები, სქემები, პროექტები, მონაცემთა ბაზები და სხვა.

შეფასების პროცესში გათვალისწინებული იქნება წარმოდგენილი ინფორმაციის სრულფასოვნება და

შესაბამისობა დასახულ ამოცანებთან.

საკონკურსო წინადადების ფასი – მაქსიმუმ 20 ბალი

საკონკურსო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით

გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის

ჩათვლით.

Page 5: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

5

6. საკონკურსო კომისია

6.1 კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების მინისტრის 2014 წლის 17 ნოემბრის № 1-1/349 ბრძანებით დამტკიცებული

საკონკურსო კომისია.

6.2. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი.

6.3 კომისიას ჰყავს მდივანი აპარატის შემადგენლობიდან. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს

განსახილველი საკითხების ტექნიკურ მომზადებას და კომისიის ოქმის შედგენას.

6.4. კომისია უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

6. 5 კომისია აფასებს კონკურსანტებს მე-5 პუნქტით დადგენილი კრიტერიუმებით.

6.6 ორი ან რამდენიმე კონკურსანტის მიერ თანაბარი ბალების დაგროვების შემთხვევაში,

კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად განაწილების

შემთხვევაში გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6.7 კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის

თავმჯდომარის მოადგილე.

6.8 კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა

წევრი და მდივანი.

7. კონკურსის შედეგები

7.1 კონკურსში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ საკონკურსო მასალაზე, ინტელექტუალური

საკუთრების უფლებები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადადის

შემსყიდველის საკუთრებაში.

7.2 გამარჯვებული კონკურსანტის მიერ შესასრულებელი სამუშაოები:

ეტაპი 1. ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის გეგმარებითი დავალების შედგენისათვის, წინასაპროექტო კვლევისა და სტრატეგიული

განვითარების ხედვის (კონცეფცია) შემუშავება - ხელშეკრულების ხელმოწერიდან – 2 თვე და 15 დღე.

1.1 სამუშაო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 1-ის დაწყებიდან 2 თვე;

1.2 საბოლოო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 1-ის დაწყებიდან 2 თვე და 15 დღე.

დამკვეთს უნდა ჩაბარდეს - წინასაპროექტო კვლევისა სტრატეგიული განვითარების ხედვის

(კონცეფცია) საბოლოო ვერსია.

ეტაპი 2. თვითმმართველობის მიერ გასაცემი გეგმარებითი დავალების შემუშავება და დამტკიცება - 1

თვე.

2.1 - გეგმარებითი დავალების შემუშავება - ეტაპი 2-ის დაწყებიდან 1 კვირა;

2.2 - თვითმმართველობის მიერ გეგმარებითი დავალების დამტკიცება – ეტაპი 2-ის დაწყებიდან 1

თვე.

Page 6: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

6

ეტაპი 3. ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის შემუშავება – ეტაპი 2-ის დამთავრებიდან - 4 თვე.

3.1 საწყისი სამუშაო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 3-ის დაწყებიდან 1 თვე და 15 დღე;

დამკვეთს უნდა ჩაბარდეს - საწყისი სამუშაო ვერსია;

3.2 შუალედური სამუშაო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 3-ის დაწყებიდან 3 თვე;

3.3 საბოლოო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 3-ის დაწყებიდან 4 თვე.

ეტაპი 4. ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის კონკრეტული უფლებრივი

ზონირების რუკის შემუშავება - ეტაპი 3-ის დამთავრებიდან - 1 თვე და 15 დღე.

4.1. შუალედური სამუშაო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 4-ის დაწყებიდან 1 თვე;

4.2 საბოლოო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 4-ის დაწყებიდან 1 თვე და 15 დღე.

საბოლოო ვერსიის ჩაბარების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვე.

საბოლოო პროდუქციის სახით წარმოდგენილი უნდა იყოს ტექნიკური დავალების (იხ. დანართი № 2)

საფუძველზე შემუშავებული დოკუმენტაცია: ნაბეჭდი სახით-ალბომი 10 ეგზ.; ელექტრონულ

ფორმატში (PDF) კომპაქტური დისკების სახით - 10 ეგზ.; გეო-ინფორმაციული სისტემების მასალების

ელექტრონული ვერსია DVD- ზე - 5 ეგზ. მიწოდების საბოლოო ვადაა ხელშეკრულების

ხელმოწერიდან 9 თვე.

7.3 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა

საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს A-4/A-3 ფორმატის, ზამბარით აკინძული

ალბომის სახით:

- სათაური;

- სატიტულო ფურცელი, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით, ხელმძღვანელისა და პროექტის

ავტორ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ით;

- ალბომის შემადგენლობა;

- პროექტის შემადგენლობა;

- შესაბამისი ტექსტური ნაწილ(ებ)ი, დადასტურებული შემსრულებლ(ებ)ის/ ავტორ(ებ)ის მიერ - A-4

ფორმატი;

- გრაფიკული ნაწილ(ებ)ი, შტამპით და ჩარჩოთი - A-3 ფორმატი (გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია

განსხვავებული ფორმატის წარმოდგენა, ალბომში აკინძული A3 ფორმატის ზომაზე).

ყველა ფურცელი უნდა იყოს დადასტურებული ხელმძღვანელის, პროექტის

ავტორ(ებ)ის/შემსრულებლ(ებ)ის მიერ ხელმოწერებით.

Page 7: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

7

დანართი№ 1

1.რეკვიზიტები:

კონკურსანტის იურიდიული ფორმა და დასახელება:

ხელმძღვანელის სახელი და გვარი:

კონკურსანტის იურიდიული მისამართი:

კონკურსანტის ფაქტიური მისამართი:

საიდენტიფიკაციო კოდი:

კონკურსანტის ტელეფონის ნომერი:

ელექტრონული მისამართი:

ბანკის კოდი:

ანგარიშსწორების ანგარიში:

2. საკონკურსო წინადადების ფასი:

3. საკონკურსო წინადადების მოქმედების ვადა:

4. ავანსის გამოყენების შემთხვევაში საავანსო თანხის ოდენობა პროცენტულად:

5. ხელმძღვანელის ხელმოწერა -------------------------------

Page 8: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

8

დანართი № 2

ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის მომზადება

ტექნიკური დავალება

შესავალი

ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის

მომზადების მიზნით, კონკურსის ორგანიზატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელდა საჭიროებათა შეფასება და შემუშავებულ იქნა

საკონკურსო პირობები / მ.შ. ტექნიკური დავალების პროექტი/.

ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის სქემა - იხილეთ გვ 10.

Page 9: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

9

Page 10: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

10

ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის დასაგეგმარებელი ტერიტორია, რომელიც

ვრცელდება მტკვრის ხეობის გასწვრივ 20 კმ-იან მონაკვეთზე, ხერთვისიდან საქართველო-თურქეთის

საზღვარზე განლაგებულ ოლოდას მონასტრის ჩათვლით, გამოირჩევა როგორც ფლორისა და ფაუნის

სიმდიდრით, ბუნებრივ კლიმატური და ლანდშაფტის მრავალფეროვნებით, ასევე კულტურული

მემკვიდრეობის სხვადასხვა ხასიათისა და პერიოდის ნიმუშების სიუხვით.

აღნიშნულ ტერიტორიაზე კონცენტრირებულია არქეოლოგიური ძეგლები, დაწყებული ძვ.წ. III-II

ათასწლეულების მიჯნიდან ანტიკური პერიოდისა და შუასაუკუნეების ჩათვლით. აქ მრავლადაა

ნაქალაქარები, ნასოფლარები, ნამოსახლარები, ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები, სტელები,

სასოფლო-სამეურნეო ტერასები, საირიგაციო და წყალგაყვანილობის სისტემები, აბანოები,

ქარვასლები, კლდეში ნაკვეთი მონასტრები და საცხოვრისები.

გამორჩეული ადგილი არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო კლდის არქიტექტურის ისტორიაში

ქალაქ-მონასტერ ვარძიას ეთმობა. რთული გეგმარების მრავალსათავსიანი ორგანიზმი წარმოადგენს

ცამეტსართულიან კომპლექსს, უზრუნველყოფილს წყალგაყვანილობის სისტემით და სასმელი წყლით.

საცხოვრებელი უჯრედები გაერთიანებული იყო დერეფნებით, ქუჩაბანდებით, ერთმანეთთან კიბითა

და კარით დაკავშირებული ეზოებით. კომპლექსის მთავარ ნაგებობას ანსამბლის ცენტრალურ

ნაწილში განთავსებული ღვთისმშობლის მიძინების დარბაზული ეკლესია წარმოადგენს.

კულტურული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლებში

დაცულია შუასაუკუნეების მონუმენტური ფერწერისა და ეპიგრაფიკის შესანიშნავი ნიმუშები.

ხერთვისი-ვარძია-ოლოდას მონაკვეთის ლანდშაფტი, წარმოადგენს ბუნებისა და ადამიანის

ქმედების შესანიშნავ ნაზავს. ხეობის კანიონში არსებული დასახლებები და მათი სავარგულები

ტერასულად არის განლაგებული და მიუყვება რელიეფს. ჰარმონიული კავშირი ნაგებობებსა და

გარემოს შორის, უნარჩუნებს ლანდშაფტს მასშტაბურობას. კულტურული მემკვიდრეობის სიუხვითა

და სიმდიდრით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხეობაა მთელ საქართველოში.

UNESCO - ს დაცვითი ზონირების ახალი პრინციპები, ლანდშაფტის განსაკუთრებული

მნიშვნელობა, ასახული კონვენციებსა და რეკომენდაციებში, ითვალისწინებს არა მხოლოდ ობიექტის

გარშემო არსებული მონაკვეთის დადგენას, არამედ გულისხმობს იმ გარემოსა და ბუნებრივი და

კულტურული ლანდშაფტების გათვალისწინებასაც, რის განუყოფელ ნაწილსაც კულტურული

მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი წარმოადგენს.

დასაგეგმარებელ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებს არ გააჩნიათ მოქმედი კანონმდებლობის

შესაბამისად შემუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია. კულტურული მემკვიდრეობის

უძრავი ძეგლებისთვის შემუშავებული ზოგადი დაცვის ზონები არაა დამტკიცებული. ამის გამო

არსებობს საფრთხე უსისტემო და არაგეგმაზომიერი განაშენიანების შემთხვევებში ზიანი მიადგეს

ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ლანდშაფტებს. აქედან გამომდინარე,

აუცილებელია მოკლე ვადაში განხორციელდეს აღნიშნული კულტურული ლანდშაფტის ფარგლებში,

Page 11: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

11

მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული, სრულფასოვანი ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შემუშავება და გადამოწმებული, დაზუსტებული დამცავი ზონების დადგენა და

დამტკიცება.

აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდგომ, შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ,

UNESCO - ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში აღნიშნული ძეგლის შეტანის განაცხადის წარდგენის

მიზნით, დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება.

ზოგადი ნაწილი

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების საფუძველია:

– საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ (2005

წ.);

- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილება №59 ტექნიკური რეგლამენტის -

დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი

დებულებების დამტკიცების თაობაზე.

- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ოქტომბრის N 1837 განკარგულება ,,საქართველოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული

შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“.

– კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გასაცემი –

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება (გაიცემა პირველი ეტაპის -

წინასაპროექტო კვლევის დასრულების შემდეგ - იხ. სამუშაოების ეტაპები და გრაფიკი).

- ქალაქთმშენებლობითი, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებისთვის

აუცილებელი და გასათვალისწინებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნები,

კონცეფტუალური და კვლევითი ხასიათის დოკუმენტაცია, ანალოგიური გეგმარებითი სამუშაოების

გამოცდილება.

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნები:

- ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების

შექმნა;

– ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

– მდგრადი განვითარების მიზნით, ფიზიკური და იურიდიული პირების, ადგილობრივი

თვითმმართველობის და სახელმწიფო ინტერესების ურთიერთშეთანხმება ტერიტორიების

გამოყენებისა და განვითარების საკითხებში;

– ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების განვითარების

პრიორიტეტების დადგენა;

– მიწათსარგებლობის ზონებისა და ქვეზონების დადგენა;

– ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების პარამეტრების

განსაზღვრა.

Page 12: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

12

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების სახელმძღვანელო პრინციპებია:

- მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა;

- ბუნებრივი დაკულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და დასახლებათა განვითარების საკითხების

ჰარმონიზება;

- უპირატესად სივრცითი განვითარების ინტენსიური მოდელის გამოყენება;

- ინვესტიციების მოზიდვის, მოსახლეობის დასაქმებისა და კომპლექსის კონკურენტუნარიანობის

გაზრდის მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი, თანამედროვე ქალაქგეგმარების,

სატრანსპორტო, საინჟინრო და გარემოსდაცვითი მიდგომებისა და გადაწყვეტების გამოყენება;

- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესში საჯაროობის, ჩართულობისა და

თანამონაწილეობის უზრუნველყოფა.

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემადგენლობა:

1. ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის გეგმარებითი დავალების შედგენისათვის, წინასაპროექტო კვლევა და სტრატეგიული

განვითარების ხედვა (კონცეფცია);

2. თვითმმართველობის მიერ გასაცემი გეგმარებითი დავალება;

3. ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმა;

4. ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის კონკრეტული უფლებრივი

ზონირების რუკა.

ზემოაღნიშნული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია სრული მოცულობით უნდა შემუშავდეს

ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის დასაგეგმარებელი ტერიტორიისა და მასზე

არსებული ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის - ტოლოში, ხერთვისი, ნაქალაქევი, თმოგვი,

მირაშხანი.

რაც შეეხება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს - კუმურდო, გოგაშენი, აფნია, ხავეთი,

დაბნია - მათთვის პირველ ეტაპზე ჩასატარებელი წინასაპროექტო კვლევის ჩატარებისა და

სტრატეგიული განვითარების ხედვის (კონცეფციის) შემუშავების შედეგების საფუძველზე უნდა

განისაზღვროს, ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის სრული მოცულობით შემუშავების, ან

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მათი ზემოქმედების შეფასებისა და ტურისტული

ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების კონტექსტში, მათთვის ქალაქთმშენებლობითი რეკომენდაციების

შემუშავების საჭიროება.

1. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის

წინასაპროექტო კვლევის შემადგენელი ნაწილებია :

1.1 ფიზიკური გარემოს კვლევა;

1.2 დოკუმენტური კვლევა;

1.3 ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.

Page 13: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

13

1.1 ფიზიკური გარემოს კვლევის შემადგენლობაა:

– საპროექტო ტერიტორიის არსებული მდგომარეობის თანამგზავრული სურათი;

– საპროექტო ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური რუკა;

– საპროექტო ტერიტორიის ზოგადი გეოლოგიური და სეისმური მონაცემები;

– საპროექტო ტერიტორიის ზოგადი კლიმატური (ბუნებრივი ნალექების, ქარის, მზის გამოსხივების)

მონაცემები;

– საპროექტო ტერიტორიის არსებული ბუნებრივი ფასეულობების მონაცემები;

– საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მონაცემები;

- კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვის ზონები;

- საპროექტო ტერიტორიის არსებულ ეკოლოგიური მონაცემები;

– საპროექტო ტერიტორიაზე არსებული წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი

ქსელი;

– საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელი;

– საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი ქსელი;

– საპროექტო ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე წყალარინების ძირითადი ქსელი;

– საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ძირითადი გამჭოლი გზების და ქუჩების ქსელი;

– საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა მონაცემები.

1.2 დოკუმენტური კვლევა მოიცავს საპროექტო ტერიტორიაზე, მისი დაგეგმარებისათვის საჭირო,

არსებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების სამართლებრივი აქტების, სამართლებრივი

რეჟიმების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მონაცემებს, დაკავშირებულ ანალიტიკურ და

სამეცნიერო მასალებს.

1.3 ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მოიცავს საპროექტო ტერიტორიის ძირითად მიზნებს,

ამოცანებს და დაგეგმარების მიზანშეწონილობას.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავება ხდება ამ მუხლით

განსაზღვრული ჩამონათვლიდან იმ მონაცემებით, რომლებიც აუცილებელია დაგეგმარებითი

ამოცანებისათვის. ასევე დაგეგმარებითი ამოცანებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს

წინასაპროექტო კვლევისთვის სხვა დამატებითი მონაცემები. წინასაპროექტო კვლევის საფუძველზე

უნდა დამუშავდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება.

2. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემადგენელი ნაწილებია:

2.1 ტექსტური ნაწილი;

2.2 ზონირების ნაწილი;

2.3 საინჟინრო ნაწილი;

2.4 თემატური ნაწილი.

2.1 ტექსტური ნაწილის შემადგენლობაა:

2.1.1 მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის აღწერა;

2.1.2 მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განმარტებითი ბარათი.

განმარტებითი ბარათის რეკომენდირებული შემადგენლობაა:

Page 14: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

14

- ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტი განსახლების სისტემაში, ეროვნულ,

მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივ დონეზე;

- ისტორიული განვითარების მიმოხილვა;

- ბუნებრივ-კლიმატური პირობები (ჰავა, გეოგრაფია,სამშენებლო გეოლოგია და სეისმიკა,

ჰიდროლოგია, ეკოლოგიური მდგომარეობა);

- მოსახლეობა, დემოგრაფია;

- ეკონომიკა;

- მომსახურების სფერო;

- ტურისტული ინფრასტრუქტურა;

- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ობიექტები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა

რესურსები;

- კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვის ზონები;

- დაცული ტერიტორიები;

- სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;

- საინჟინრო ინფრასტრუქტურა;

- გამწვანება და კეთილმოწყობა;

- წინა პერიოდში შემუშავებული ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის მიმოხილვა;

- მართვის სამართლებრივი საფუძვლები;

- მართვის ინსტიტუციური მოწყობა;

- მიწათსარგებლობის სტრუქტურა, მახასიათებლები და ტენდენციები;

- არსებული მდგომარეობის სივრცითი ანალიზი;

- სივრცითი განვითარების ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების

ანალიზი;

- კულტურული ლანდშაფტის არსებული და სამომავლო მისია/ფუნქცია;

- განვითარების მოდელი და პრიორიტეტები;

- ქალაქგეგმარებითი რეკომენდაციები, წინადადებები;

- სამოქმედო გეგმა (საქმიანობები, პრიორიტეტულობა, ეტაპები);

- სივრცითი განვითარების ხედვა.

2.1.3 მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასება;

2.1.4 მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელების ეტაპები და რიგითობა.

2.2 ზონირების ნაწილი წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის მიწათსარგებლობის ზოგად

უფლებრივ ზონირებას, რომლის შემადგენლობაა:

– მიწათსარგებლობის ინტენსივობის ზოგადი სარეკომენდაციო მონაცემები;

– ტერიტორიის განთავსება არსებულ ქალაქთმშენებლობით კონტექსტში,

საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხაზები.

მიწათსარგებლობის ზონირების დოკუმენტი მოიცავს:

ა) ზოგად ფუნქციურ ზონებს;

ბ) ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონებს;

გ) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებს;

დ) კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავ ზონებს.

2.3 საინჟინრო ნაწილი დაგეგმარებითი დავალებიდან გამომდინარე შესაძლებელია მოიცავდეს:

ა) საპროექტო ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი

Page 15: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

15

ქსელების რუკას;

ბ) საპროექტო ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელის რუკას;

გ) საპროექტო ტერიტორიაზე სანიაღვრე წყალარინების ძირითადი ქსელის რუკას;

დ) საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადი გზების და ქუჩების ქსელის რუკას.

2.4 თემატური ნაწილი გეგმარებითი დავალებიდან გამომდინარე შესაძლებელია მოიცავდეს

მაგალითად: ტურიზმის განვითარების სისტემას, დაცული ტერიტორიების სისტემას, კულტურული

მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების სისტემას, მომსახურების ცენტრების სისტემას და სხვა

თემატურ საკითხებს.

3. კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა მოიცავს:

- კონკრეტულ ფუნქციურ ზონებს/ქვეზონებს;

- კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავ კონკრეტულ ზონებს;

– მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტებს;

– მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებს;

– მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტებს;

– საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილების რუკას (მიწის ნაკვეთის ნომრის და

ფართობის ჩვენებით);

– განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს);

– განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს);

– მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების სქემებს.

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის რევიზია რეკომენდირებულია ჩატარდეს ყოველ 5

წელიწადში.

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გრაფიკული ნაწილი – გეგმები, რუკები და სქემები

შესრულებული უნდა იყოს გეო–ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით და შეესაბამებოდეს

თანამედროვე კარტოგრაფიულ სტანდარტებს. დოკუმენტაციის ტექსტური და გრაფიკული მასალების

დაბეჭდილი და ციფრული ვერსიები, გის მონაცემთა ბაზები სრულად უნდა იქნეს წარმოდგენილი.

შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის შესამუშავებელი მასალები

ArcGIS 10 ვერსიის პერსონალური გეო-ინფორმაციული ბაზა შემდეგი ფენებით:

1. კულტურული ლანშაფტის საზღვარი (ხაზოვანი, პოლიგონალური)

2. მდინარე (ხაზოვანი, პოლიგონალური)

3. მდინარის დატბორვის ზონა

4. მდინარის დაცვის ზონა

5. წყალსატევი

6. წყალსატევის დაცვის ზონა

7. საპროექტო გზა/ქუჩა

8. საპროექტო გზა/ქუჩის გასხვისების ზონა

9. საპროექტო ტროტუარი/საფეხმავლო ზონა

10. ფუნქციური ზონირება

11. განაშენაინების რეგულირების ხაზი

12. წყალმომარაგების გასხვისების ზონა

Page 16: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

16

13. კანალიზაციის მილის გასხვისების ზონა

14. სანიაღვრის გასხვისების ზონა

15. ელექტრო გადამცემი ხაზის გასხვისების ზონა

16. საკომუნიკაციო(ტელეფონი, ტელევიზია, ინტერნეტი) ხაზის გასხვისების ზონა

17. ბუნებრივი რესურსები

18. რეკრეაციული ტერიტორიები

19. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვის ზონების სისტემა

ჩასაბარებელ გეო-ინფორმაციულ მასალებთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები:

გეო-ინფორმაციული მასალები უნდა შეიქმნას და დამუშავდეს ArcGIS 10 ვერსიის

პერსონალური გეომონაცემთა ბაზის ფორმატში.

პერსონალური გეომონაცემთა ბაზა უნდა იყოს WGS 84\UTM 38N საქართველოს სახელმწიფო

საკოორდინატო სისტემაში.

გეო-ინფორმაციული მასალების (იგულისხმება გარკვეული ფენები ) საბოლოო ვერსია უნდა

იქნეს შემოწმებული ტოპოლოგიურ შეცდომებზე (ტოპოლოგიური სიზუსტე 0.025 მ)

გამარჯვებული კონკურსანტის მიერ შესასრულებელი სამუშაოები

ეტაპი 1. ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის გეგმარებითი დავალების შედგენისათვის, წინასაპროექტო კვლევისა და სტრატეგიული

განვითარების ხედვის (კონცეფცია) შემუშავება - ხელშეკრულების ხელმოწერიდან – 2 თვე და 15 დღე.

1.1 სამუშაო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 1-ის დაწყებიდან 2 თვე;

1.2 საბოლოო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 1-ის დაწყებიდან 2 თვე და 15 დღე.

დამკვეთს უნდა ჩაბარდეს - წინასაპროექტო კვლევისა სტრატეგიული განვითარების ხედვის

(კონცეფცია) საბოლოო ვერსია.

ეტაპი 2. თვითმმართველობის მიერ გასაცემი გეგმარებითი დავალების შემუშავება და დამტკიცება - 1

თვე.

2.1 - გეგმარებითი დავალების შემუშავება - ეტაპი 2-ის დაწყებიდან 1 კვირა;

2.2 - თვითმმართველობის მიერ გეგმარებითი დავალების დამტკიცება – ეტაპი 2-ის დაწყებიდან 1

თვე.

ეტაპი 3. ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის შემუშავება – ეტაპი 2-ის დამთავრებიდან - 4 თვე.

3.1 საწყისი სამუშაო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 3-ის დაწყებიდან 1 თვე და 15 დღე;

დამკვეთს უნდა ჩაბარდეს - საწყისი სამუშაო ვერსია;

3.2 შუალედური სამუშაო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 3-ის დაწყებიდან 3 თვე;

3.3 საბოლოო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 3-ის დაწყებიდან 4 თვე.

ეტაპი 4. ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის კონკრეტული უფლებრივი

ზონირების რუკის შემუშავება - ეტაპი 3-ის დამთავრებიდან - 1 თვე და 15 დღე.

4.1. შუალედური სამუშაო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 4-ის დაწყებიდან 1 თვე;

4.2 საბოლოო ვერსიის განხილვა და შეთანხმება - ეტაპი 4-ის დაწყებიდან 1 თვე და 15 დღე.

Page 17: საქართველოს ეკონომიკისა და ... · 2014-11-18 · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2014 წ

საკონკურსო განცხადება ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად

17

საბოლოო ვერსიის ჩაბარების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვე.

საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა

საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს A-4/A-3 ფორმატის, ზამბარით აკინძული

ალბომის სახით:

- სათაური;

- სატიტულო ფურცელი, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით, ხელმძღვანელისა და პროექტის

ავტორ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ით;

- ალბომის შემადგენლობა;

- პროექტის შემადგენლობა;

- შესაბამისი ტექსტური ნაწილ(ებ)ი, დადასტურებული შემსრულებლ(ებ)ის/ ავტორ(ებ)ის მიერ - A-4

ფორმატი;

- გრაფიკული ნაწილ(ებ)ი, შტამპით და ჩარჩოთი - A-3 ფორმატი (გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია

განსხვავებული ფორმატის წარმოდგენა, ალბომში აკინძული A3 ფორმატის ზომაზე).

ყველა ფურცელი უნდა იყოს დადასტურებული ხელმძღვანელის, პროექტის

ავტორ(ებ)ის/შემსრულებლ(ებ)ის მიერ ხელმოწერებით.

შემსყიდველისათვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია

საბოლოო პროდუქციის სახით წარმოდგენილი უნდა იყოს ტექნიკური დავალების (იხ. დანართი № 4)