საქართველოს შსს...

21
1 საქართველოს შსს აკადემია პროგრამის სახელწოდება: სამართლის საბაკალავრო პროგრამა მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი (Bachelor of Law) ხელმძღვანელი: თამარ გვარამაძე პროგრამის დამტკიცების თარიღი და ბრძანების ნომერი: რექტორის 2014 წლის 30 სექტემბრის N 582 ბრძანება პროგრამის განახლების თარიღი და ბრძანების ნომერი: რექტორის 2014 წლის 4 ნოემბრის N 692 ბრძანება რექტორის 2015 წლის 12 აგვისტოს N 515 ბრძანება პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 ECTS – 6000 საათი. პროგრამის ხანგრძლივობა - 4 წელი/8 სემესტრი. ერთი სემესტრი მოიცავს 20 კვირას (აქედან 14 კვირა სასწავლო-სააუდიტორიო და 6 კვირა საგამოცდო). ერთი სასწავლო წელი მოიცავს საშუალოდ 60 ECTS კრედიტს. ერთი კრედიტი მოიცავს 25 საათს (სტუდენტის დატვირთვა შესაბამისი კრედიტის ფარგლებში დაკონკრეტებულია სილაბუსებში). სწავლების ენა: ქართული პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია სტუდენტისათვის სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის მიცემა და იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. კურსდამთავრებული უნდა იყოს დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, მაღალი სამართლებრივი შეგნების მქონე და კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, რომელიც შეძლებს საქმიანობას იურისტის ყველა იმ პოზიციაზე სადაც არაა საჭირო შესაბამისი სერტიფიკატის ქონა. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) აბიტურიენტის ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის მინიჭების საფუძველია კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, აბიტურიენტთა რანჟირების შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე აკადემიაში სწავლის უფლების მოპოვება. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვა დასაშვებია: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება; საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში; პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

Upload: others

Post on 29-Dec-2019

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

1

საქართველოს შსს აკადემია

პროგრამის სახელწოდება: სამართლის საბაკალავრო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი (Bachelor of Law)

ხელმძღვანელი: თამარ გვარამაძე

პროგრამის დამტკიცების თარიღი და ბრძანების ნომერი: რექტორის 2014 წლის 30 სექტემბრის N 582 ბრძანება

პროგრამის განახლების თარიღი და ბრძანების ნომერი: რექტორის 2014 წლის 4 ნოემბრის N 692 ბრძანება

რექტორის 2015 წლის 12 აგვისტოს N 515 ბრძანება

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 ECTS – 6000 საათი.

პროგრამის ხანგრძლივობა - 4 წელი/8 სემესტრი. ერთი სემესტრი მოიცავს 20 კვირას (აქედან 14 კვირა სასწავლო-სააუდიტორიო და 6

კვირა საგამოცდო). ერთი სასწავლო წელი მოიცავს საშუალოდ 60 ECTS კრედიტს. ერთი კრედიტი მოიცავს 25 საათს (სტუდენტის

დატვირთვა შესაბამისი კრედიტის ფარგლებში დაკონკრეტებულია სილაბუსებში).

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია სტუდენტისათვის სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის მიცემა და იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების

გამომუშავება. კურსდამთავრებული უნდა იყოს დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, მაღალი სამართლებრივი შეგნების

მქონე და კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, რომელიც შეძლებს საქმიანობას იურისტის ყველა იმ პოზიციაზე სადაც არაა საჭირო

შესაბამისი სერტიფიკატის ქონა.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

აკადემიაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) აბიტურიენტის ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის

მინიჭების საფუძველია კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, აბიტურიენტთა რანჟირების

შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე აკადემიაში სწავლის უფლების მოპოვება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვა დასაშვებია: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი

ეკვივალენტური განათლება;

საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული

ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ

კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო

დაწესებულებაში;

Page 2: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

2

სწავლის შედეგი:

სწავლის შედეგები ასახავს კურსდამთავრებულის მიერ პროგრამის გავლით მიღებულ ცოდნასა და უნარებს. კურსდამთავრებულს

გამოუმუშავდება როგორც დარგობრივი, ასევე ზოგადი კომპეტენციები.

I. ცოდნა და გაცნობიერება

კურსდამთავრებულს ეცოდინება/გაცნობიერებული ექნება:

იურიდიული ენის თავისებურებები და სამართლის სისტემის ძირითადი პრინციპები და განმარტების მეთოდები;

სამართლის დარგების ევოლუციის (ადრე ფეოდალიზმიდან საქართველოს პირველ რესპუბლიკამდე), ქართული სამართლის

ისტორისს წყაროები, სამართლის დარგებად დაყოფის კრიტერიუმები და სამართლებრივი ურთიერთობები.

ანტიკურ ხანაში ქალაქ რომსა და მთელ რომის იმპერიაში მოქმედი სამართალი; რომის საჯარო, კერძო და სისხლის სამართლის

ცალკეული ინსტიტუტები;

ეროვნული სამართლის ცალკეული ინსტიტუტთათვის დამახასიათებელი თავისებურებები და მათ შორის არსებული

ურთიერთკავშირები, რაც მისცემს ამ ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის საჭირო თეორიებისა და პრინციპების კრიტიკული

გააზრების საშუალებას.

სამართლის ცალკეული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის საქმეში ცალკეული მოზაროვნეების ღვაწლი და

დამსახურება;

სამოხელეო სამართლის ძირითადი არსი; საჯარო სამსახურის არსი და ძირითადი პრინციპები; საჯარო სამსახურში მიღების,

შეჩერების და შეწყვეტის სამართლებრივი მექანიზმები;

საკონსტიტუციო სამართლის მნიშვნელობა და ადგილი სამართლის სისტემაში; ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები;

ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო გარანტიების ურთიერთმიმართება და ურთიერთგავლენა და მათი დაცვის

მნიშვნელობა.

სამოქალაქო სამართლის წყაროები, ინსტიტუტები და ძირითადი კატეგორიები;

ქონებრივი სამართლის არსი, სანივთო სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა, შეცვლა, შეწყვეტა და მისი ძირითადი

ინსტიტუტები;

ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპები, ცნებები და კატეგორიები სიღრმისეულად;

სახელშეკრულებო ურთიერთობების არსი და ბუნება, კონკრეტული ხელშეკრულებები და მათთვის დამახასიათებელი

თავისებურებები;

კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობების თეორიული საფუძვლები და ამ ურთიერთობების მომწესრიგებელი

ზოგადსამართლებრივი პრინციპები. საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივი ურთიერთობები და ინსტიტუტები;

სამოქალაქო საპროცესო სამართლის არსი და საპროცესო სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტები;

Page 3: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

3

სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა წარმოება საქართველოს საერთო სასამართლოების

ცალკეულ ინსტანციაში;

საგამოძიებო მოქმედებების სწორად დაგეგმვისა და ჩატარების არსი;

ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის ძირითადი პრინციპები, ცნებები და კატეგორიები, სამართლებრივი

გადაწყვეტილების მიღებისას კომპლექსური საკითხების გაცნობიერება;

ვალდებულებითი ურთიერთობები, მისი წარმოშობის, შესრულების, დარღვევის, მეორადი მოთხოვნების და ვალდებულების

შეწყვეტის არსი;

კვალთა სახეობები, მათი მოძიებისა და ამოღების გზები. კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტაქტიკის მნიშვნელობა გამოძიების

პროცესში.

მართლწესრიგის არსი და მოწესრიგების სფერო, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები, რომელიც

საშუალებას მისცემს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული პრინციპები კრიტიკულად გაიაზროს;

მენეჯმენტის ადგილისა და დანიშნულების აღწერა, მენეჯმენტის თანამედროვე კონცეფციები და მიდგომები, მენეჯმენტის

ფუნქციების განხორციელების მექანიზმები, ხელმძღვანელობის სტილი, ორგანიზაციის მიზანთა განსაზღვრის წესი და მათი

რეალიზაციის სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირება;

საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, მათი დახასიათება, მსგავსება-განსხვავება, რეგისტრაციასთან

დაკავშირებული საკითხები, საწარმოთა მართვის ორგანოები, საკუთრების უფლების თავისებურებანი კორპორაციულ

საზოგადოებაში, მეწარმის რეგისტრაციის არსი და მიზნები;

საერთაშორისო სამართლის პრინციპები, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები და მისი ძირითადი ინსტიტუტები;

საკანონმდებლო ტექნიკის ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას;

MS Office - ის კომპიუტერული პროგრამები და Internet Explorer ბრაუზერით მუშაობა და შესაბამისი ინფორმაციის მოძიების წესი;

საქართველოს პოლიციის და სპეცსამსახურების საქმიანობის ისტორიული საფუძვლები, სახელმწიფოს დამოუკიდებლად და

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არსებობის პერიოდებში;

სისხლის სამართლის ცნება, მიზანი და სისტემა, სისხლის სამართლის პრინციპები, საქართველოს სისხლის სამართლის კანონის

მოქმედების ფარგლები; დანაშაულის ცნება და სისტემა, დანაშაულის ძირითადი ელემენტების ზოგადი დახასიათება,

სამართლებრივი სიკეთის და კონკრეტული ქმედების ობიექტის ურთიერთგამიჯვნის საკითხები;

დანაშაულის ამსრულებლობისა და თანამონაწილეობის საკითხები; დანაშაულის ჩადენის სტადიები. დანაშაულის ჩადენაზე

ნებაყოფლობით ხელის აღების დროს წარმოშობილი პრობლემური საკითხები;

სასჯელის მიზნები და სახეები. სასჯელის დანიშვნა. პირობითი მსჯავრი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და

სასჯელისაგან გათავისუფლების ცალკეული პრობლემური საკითხები.

ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა არსი, სისხლისსამართლებრივი დახასიათება, რაც გულისხმობს ადამიანის

სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საფრთხის შემქმნელი დელიქტების, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, ადამიანის

Page 4: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

4

უფლებებისა და თავისუფლებების, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებისთვის დამახასიათებელი

სისხლისამართლებრივი ნიშნების სიღრმისეული ცოდნას, რომელიც მოიცავს ამ დანაშაულთა შესახებ არსებული თეორიებისა და

პრინციპების კრიტიკულ გააზრებას.

ეკონომიკური სფეროს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის

წესის, სახელმწიფოს, სასამართლო ხელისუფლების, სამხედრო სამსახურის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ

დანაშაულთა ნიშნები, ძირითად და დამატებით მაკვალიფიცირებელი გარემოებები და მათი გამოყენების სპეციფიკა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგად და კერძო ნაწილთან დაკავშირებული ინსტიტუტების ფართო ცოდნა;

სტუდენტს გაცნობიერებული ექნება სალიტერატურო ენის ნორმალიზაციისა და სისტემატიზაციის საფუძვლები, ოფიციალური

ტექსტის ორგანიზების მეთოდები და სპეციფიკა,

შრომის სამართლის მოქმედების სფერო, შრომითი ურთიერთობები და სუბიექტები, შრომითი ურთიერთობების წარმოშობა,

სამუშაოს შესრულება, შრომის პირობების დაცვა და შრომითი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები;

პოლიციელის საქმიანობის საჭირო ორთაბრძოლის ილეთები;

ცეცხლსასროლი იარაღისა და პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების უსაფრთხო, ეფექტური და კანონის

შესაბამისად გამოყენების ზოგადი საკითხები. საპოლიციო ღონისძიებების სამართლებრივი საფუძვლები; სროლის ეფექტური

მანძილის განსაზღვრის წესი და მისი უსაფრთხოდ გამოყენების პრინციპები;

II. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებული შეძლებს:

განსაზღვროს სამართლებრივ ნორმათა იერარქია, მოქმედების ფარგლები და კოლიზიის შემთხვევაში სათანადო ნორმის

შეფარდებას;

კანონმდებლის ნების იდენტიფიცირებას და სასამართლო გადაწყვეტილების გამოყენებული ნორმატიული საფუძვლების გაგებას

და სამომავლოდ გამოყენებას;

ხელშეკრულებათა შედგენის მექანიზმის შემუშავებას, აგრეთვე ხელშეკრულების ფორმისა და ტიპის შერჩევას, მოქმედების ვადის,

მხარეთა უფლება-მოვალეობების, პასუხისმგებლობის და ა.შ. საკითხების განსაზღვრას;

სანივთო, სახელშეკრულებო, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივი და სხვა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის

სწორად შეფასებას, აღნიშნული სფეროებში წარმოჭრილი პრობლემებისადმი საჭირო სამართლებრივი ნორმისადმი მისადაგებას.

აგრეთვე აღნიშნულ სფეროებში შესაბამისი ღონისძი(ებ)ის დაგეგმვა–განხორციელებას, ხელშეკრულებებისა და სარჩელების

მომზადებას;

სამართლებრივი პრობლემის იდენტიფიცირებას, სამართლის ნორმის სწორად შერჩევას, მის გამოყენებას, საერთო

სასამართლოებში საქმეთა განხილვის პროცესში მონაწილეობას და საკუთარი ან სხვისი ინტერესების დაცვას;

კრიმინალისტიკური ტაქტიკისა და კრიმინალისტიკური ტექნიკის პრაქტიკაში სრულფასოვნად გამოყენებას;

Page 5: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

5

გამოიყენებს ადამიანის უფლებებს, როგორც უშუალოდ მოქმედ სამართალს და იდენტიფიცირებული სამართლებრივი

პრობლემის გადაწყვეტისას იმოქმედებს ადამიანის უფლებათა დასაცავად;

სისხლის სამართლის კოდექსის ძირითადი პრინციპების, დანაშაულის ძირითად და დამატებით მაკვალიფიცირებელ ნიშანთა

გამოყენებას პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად. დანაშაულის შემადგენლობის და მისი ელემენტების

გამოვლენას და შეფასებას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლების დადგენისას;

ყველა სახის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიღებას, პრობლემის გადაწყვეტის გზების დასახვას,

პროცესის წარმართვას და საჭირო ნორმატიული აქტის მომზადებას;

განსაზღვროს სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმები და

ჩამოაყალიბოს ამ ნორმებით რეგულირებული ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.

გამიჯნოს მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებები და კონკრეტულ სიტუაციაში, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის

პრინციპების დაცვით, გამოიყენოს იძულების ის ღონისძიება, რომელიც იქნება ყველაზე ადექვატური.

მენეჯერული უნარ–ჩვევების განმტკიცება და მართვის პროგრესული სტილის გამომუშავება: ხელმძღვანელობა და ლიდერობა,

ხელქვეითთა მოტივაცია, მმართველობითი ინსტრუმენტების შერჩევა, კონფლიქტის გადაჭრის მეთოდებისა და ხერხების

გამოყენება.

კანონის მოთხოვნათა დაცვით დააფუძნოს და რეგისტრაციაში გაატაროს საზოგადოება შერჩეული სამეწარმეო საქმიანობის

განსახორციელებლად შესაფერისი ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმით.

საერთაშორისო ნორმებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების რეალიზაციასთან დაკავშირებული ქმედების განხორციელებას;

სამოხელეო სამართალთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების შეფასებას, საჯარო მოსამსახურეთა სახეების

ერთმანეთისგან გამიჯვნას, საჯარო მოხელის სამსახურში მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობის განსაზღვრას

კონკრეტულ შემთხვევაში. საჯარო მოხელის უფლებების დაცვას სასამართლოში;

საკუთარი პროფესიისათვის საჭირო დონეზე საქართველოს სინამდვილეში დანერგილი საინფორმაციო ტექნოლოგიების

გამოყენებას, საჭირო დოკუმენტების მოძიებას და შედგენას; შრომის პროცესის გამარტივებას, საოფისე პროგრამების და საინფორ-

მაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად;

სხვადასხვა პერიოდების შედარების შედეგად განსაზღვროს პოლიციის (სპეცსამსახურების) ორგანიზაციის აუცილებლობა

სახელმწიფოში მისი მოწყობის სახეობის მიუხედავად;

დანაშაულის ნიშნების და მისი ელემენტების ერთმანეთისგან გამიჯვნას; პირის მართლწინააღმდეგობისა და ბრალის

გამომრიცხველი გარემოებების დადგენას;

არაერთგზისობის, დანაშაულთა ერთობლიობის, დანაშაულის რეციდივისა და ზოგიერთ ორგანიზებულ დანაშაულთა და მათ

სუბიექტთა გამიჯვნას, დანაშაულის თანამონაწილეთა დადგენასა და მათ პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტას;

სასჯელისა და პირობითი მსჯავრის გამოყენების წესის განსაზღვრას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და

სასჯელისაგან გათავისუფლების ცალკეული პრობლემური საკითხების გადაწყვეტას.

Page 6: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

6

ეკონომიკური სფეროს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის

წესის, სახელმწიფოს, სასამართლო ხელისუფლების, სამხედრო სამსახურის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ

დანაშაულთა შემადგენლობის ნიშნების შეფასებას და ქმედებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას;

შეძლებს საქმიანი დოკუმენტაციის შედგენას, დამუშავებას, მასში ცვლილებების შეტანასა და დადგენილი სტანდარტებით

გადმოცემას;

შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტაციაზე მუშაობას, სამართლებრივად გააზრებული

დებულებებისა და დოკუმენტის მომზადებას, შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტას.

პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეცსაშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენებას;

იძულების ღონისძიებების გამოყენებას თანაზომიერების პრინციპის და ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვით;

III. დასკვნის უნარი

კურსდამთავრებული შეძლებს:

ათვისებული მეთოდების გამოყენებით სამართლებრივი პრობლემების ცალკეული სამართლის დარგისათვის მიკუთვნების,

პრობლემების არსის გაგებისა და შესაბამისი დასკვნის გაკეთების უნარი.

სახელშეკრულებო, საოჯახო და მემკვიდრეობის, ასევე სხვა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში წარმოშობილი პრობლემის

გამოვლენას, გაანალიზებას და გამოსავლის ძიებისას არგუმენტირებული გადაწყვეტილების მოძიებას.

სადავო სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის შეფასების საფუძველზე და პროცესუალურ ნორმებზე დაყრდნობით

დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბებას, რაც მას დაეხმარება სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე კანონშესაბამისი

გადაწყვეტილების მიღებაში;

ყოველი კონკრეტული შემთხვევის სრულფასოვნად შეფასების საფუძველზე, საქართველოს საერთო სასამართლოებში

საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, არჩეული მიდგომის განვითარებას და ლოგიკურ შედეგამდე მიყვანას;

კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული გარემოებების გაანალიზებას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას;

სისხლისსამართლებრივი პრაქტიკის განზოგადებას, თეორიული და პრაქტიკული ნიუანსების გაანალიზებას და ამის

საფუძველზე საკუთარი პოზიციის არგუმენტირებას;

ქართული სამართლის ისტორიის ცალკეული ინსტიტუტების სამართლებრივ შეფასებასა და ანალიზს;

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი პრობლემის ანალიზის საფუძველზე იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულ

მოსაზრებებზე დაყრდნობით, ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკის და სასამართლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით

ჩამოაყალიბოს პრობლემის გადაწყვეტის საკუთარი მიდგომები და დასაბუთებული ხედვები;

Page 7: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

7

კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების განმარტებას და სასამართლო პრაქტიკის ანალიზს,

განზოგადებას, სამართლებრივად მნიშვნელოვან საკითხთა გამოცალკევებასა და საკუთარი აზრის არგუმენტირებას კონკრეტულ

შემთხვევასთან მიმართებაში;

კონკრეტული სიტუაციას ანალიზის საფუძველზე მიუსადაგოს საგამოძიებო ტაქტიკა, განსაზღვროს გამოძიების მიმართულება,

რომელიც იქნება მაქსიმალური ეფექტის მქონე პრობლემის გადასაჭრელად;

გამიჯნოს რომის სამართლის მრავალფეროვანი წყაროები და განსაზღვროს მათი განვითარების მიმართულებები;

საჯარო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე წარმოშობილი საკითხების შეფასების საფუძველზე დასკვნის ჩამოყალიბებას,

რაც დაეხმარება საჯარო სამსახურთან და საჯარო მოხელესთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის სამართლიან

გადაწყვეტაში;

გაანალიზოს აგენტურულ-ოპერატიულ-ანალიტიკური საქმიანობის მაკავშირებლები ოპერატიულ ვითარებასთან და ეროვნულ

უსაფრთხოებასთან და მათი იგნორირების უარყოფითი ეფექტი სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციას, სიტუაციის ელემენტარულ ანალიზსა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას;

ქმედებაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი და ბრალის

გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დასაბუთებას;

დამოუკიდებლად შეაფასოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების

დაცვისა თუ მათში ჩარევის აუცილებლობა.

IV. კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებული შეძლებს:

ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას;

საკუთარი მსჯელობის საჯაროდ, არგუმენტირებულად და გასაგებად წარმოდგენას;

იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციას, სანივთო, საოჯახო და

მემკვიდრეობის, სახელშეკრულებო და კერძო სამართლის სხვა საკითხებზე ცოდნის დამაჯერებლად და დასაბუთებულად

წარმოჩენას;

იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ეფექტურ კომუნიკაციას სასამართლოში და სამართალწარმოების სხვა ეტაპებზე;

სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოძიებას კონსტიტუციური სამართლით მოწესრიგებულ ინსტიტუტებზე, მათ

დამუშავებას და როგორც სამართალმცოდნისათვის ასევე არასამართალმცოდნისათვის გასაგები ენით, კონსტიტუციური

ტერმინოლოგიის გამოყენებით, ან წერილობითი თუ ზეპირი განმარტებებით ინფორმაციის სრულფასოვნად მიწოდებას;

საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებებზე და

თავისუფლებებზე განმარტებების მიცემას და დაცული სფეროსა თუ ჩარევის ფარგლების გასაგები ფორმით ახსნას;

განცხადება/საჩივრებზე ამომწურავი, სამართლებრივად დასაბუთებული და გასაგები ფორმით პასუხის გადმოცემას;

Page 8: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

8

სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და

წერილობითი კომუნიკაციის წარმოებას;

მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში ზეპირი და წერილობითი ფორმით, დავის განსჯადობაზე, ადმინისტრაციული სარჩელის

დასაშვებობის და დასაბუთებულობის შესახებ;

ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის თეორიისა და პრაქტიკის პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებების

ზეპირი და წერილობითი ფორმით გადმოცემას;

მართლწესრიგის ღონისძიების განხორციელებისას მოქალაქეებს განუმარტოს ღონისძიების განხორციელების სამართლებრივი

საფუძვლები და უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები;

კანონმდებლობის თეორიის, მეთოდიკისა და საკანონმდებლო ტექნიკის საკითხების ახსნა-განმარტებას;

ურთიერთობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების და საკომუნიკაციო-

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;

ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი წყაროების მოძიებასა და დამუშავებას, მიღებული ინფორმაციის გამოყენებას საკუთარი

ცოდნის გამდიდრებისათვის და ამ ცოდნის სხვისთვის ზეპირი ან წერილობითი ფორმით გადაცემისათვის მშობლიურ თუ

ინგლისურ ენაზე.

V. სწავლის უნარი

კურსდამთავრებული შეძლებს:

სამართლის სხვადასხვა სფეროში არსებული საინფორმაციო წყაროების გაცნობას, სიახლეებისადმი მიდევნებას, საკანონმდებლო

ცვლილებების მუდმივ რეჟიმში გადამოწმებას და მანამდე უცნობი საკითხებით ცოდნის მუდმივად განახლებას;

საკუთარი ცოდნისადმი კრიტიკულ მიდგომას, სამართლის სფეროში არსებული პრობლემური კითხვებისა და საკითხების

მოძიებას, სამეცნიერო ლიტერატურაში მათი გადაჭრის გზების მოძიებას და ცოდნის მუდმივ გამდიდრებას;

სამართლის სხვადასხვა სფეროში სასამართლო პრაქტიკის განხილვას, ცოდნის გაფართოებას და საკუთარი სწავლის პროცესის

თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასებას, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენას;

პირველადი წყაროების და სამეცნიერო ნაშრომების განზოგადებული ანალიზის საფუძველზე, ეროვნული უსაფრთხოების

ორგანიზების, მათ შორის ოპერატიულ-ანალიტიკური მიმართულებით ცოდნის გაფართოებას;

პრობლემურ საკითხებზე გამოსავლის დამოუკიდებლად მოძიებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

VI. ღირებულებები

Page 9: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

9

სტუდენტს გათავისებული ექნება სამართლის სხვადასხვა სფეროში იურისტის საქმიანობის ეთიკის ფარგლები, დაკისრებული

მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების მნიშვნელობა; პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას გაგებით მოეკიდება

სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვას;

სტუდენტს გააზრებული ექნება სამართლით დაცული სამართლებრივი სიკეთის მნიშვნელობა და მოწოდებული იქნება ხელი

შეუწყოს ინდივიდთა უფლებების განხორციელებას;

სტუდენტს გათავისებული ექნება საკუთარ პროფესიულ საქმიანობასთან კანონის უზენაესობის, სამართლიანობის,

დემოკრატიული ღირებულებების, სოციალური ფასეულობების დაცვის მნიშვნელობა; გააზრებულად იმოქმედებს კაცობრიობის

ამ მონაპოვარისათვის ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის თვალსაზრისით;

საჯარო სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტი შეძლებს გაიაზროს ის ძირითადი უფლებები რომლის

საფუძველზეც კანონი სახელმწიფო ორგანოებს აძლევს შესაძლებლობას შეაღწიოს ადამიანის კონსტიტუციით გათვალისწინებულ

ძირითად უფლებებში და შესაბამისად ჩამოუყალიბდეს ხედვა მათი ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად;

სტუდენტი გაითავისებს მართლწესრიგის სფეროში ძირითადი ფასეულობებს, სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობის

მზაობას, ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობას და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვას;

სტუდენტს გააზრებული ექნება სახელმწიფოს ოპერატიულ ვითარებაზე უარყოფითად მოქმედი დანაშაულების პრევენციის,

დროული გამოვლენის და აღკვეთის წარმატებული პროცესების ორგანიზებისათვის სახელმწიფო (მათ შორის პოლიციური)

სტრუქტურების სისტემური რეორგანიზაციის მნიშვნელობა და ამ პროცესში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლება ხორციელდება ლექციების, ცოდნის შემოწმებისა და პრაქტიკული საქმიანობის ფორმით, რა

დროსაც გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

ინტერაქტიური ლექცია

ლექცია პრეზენტაცია

ახსნა-განმარტებითი მეთოდი

ვერბალური მეთოდი

პრეზენტაციის წარდგენა

მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში

კრიტიკული ანალიზი

პრობლემის გადაწყვეტის მეთოდი

წიგნზე მუშაობის მეთოდი

Page 10: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

10

წერითი მუშაობის მეთოდი

დისკუსია/დებატები

ჯგუფური მუშაობა

შემთხვევის ანალიზი

გონებრივი იერიში

ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება

აქტიური სწავლების მეთოდი

ლოგიკური აზროვნების მეთოდი

პრაქტიკული მუშაობა

კაზუსების განხილვა

ინდივიდუალური მუშაობა

წყვილში მუშაობა

დემონსტრირების მეთოდი

ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი

აუდიო-ვიდეო

სოკრატესეული მეთოდი

ტესტური სწავლება

ქეისების განხილვა

როლური თამაში

დღიურის წარმოება

საშინაო დავალება

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა:

ქულა შეფასება

91%-100% A ფრიადი

81%-90% B ძალიან კარგი

71%-80% C კარგი;

61%-70% D დამაკმაყოფილებელი;

51%-60% E საკმარისი;

უარყოფითი შეფასება

1. პერიოდული გამოკითხვა - 30 ქულა

2. შუალედური გამოცდა ტარდება სწავლების მე-8 და მე-9 კვირაში,

ფასდება 30 ქულით და მოიცავს 2 ან მეტ კომპონენტს (კაზუსი, ტესტი,

ესსე და სხვა).

3. დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა (მინიმალური ზღვარი 21 ქულა),

ტარდება მე-17 და მე-18 კვირაში. გამოცდა მოიცავს 2 ან მეტ კომპონენტს

(კაზუსი, ტესტი, ესე და სხვა);

Page 11: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

11

უარყოფითი:

FX = ვერ ჩააბარა (სტუდენტს ეძლევა დამატებით ზეპირ

გამოკითხვაზე (გამოცდაზე) ერთხელ გასვლის უფლება

გამოცდიდან 10 დღის შემდეგ);

F = ჩაიჭრა (სტუდენტს სასწავლო კურსი ახლიდან აქვს

შესასწავლი).

41%-50% FX ვერ ჩააბარა

≤ 40% F ჩაიჭრა

მაქსიმალური შეფასება - 100 ქულა.

საგანში დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი არის 51 ქულა.

დასკვნითი გამოცდა სარგებლობს უპირატესი მნიშვნელობით.

პრაქტიკის შეფასება

საწარმოო პრაქტიკა ფასდება 100 ქულიანი სისტემით და შესაბამისი კრედიტი სტუდენტს მიენიჭება 51 ქულის დაგროვების შემთხვევაში.

საწარმოო პრაქტიკის შეფასებისათვის გამოიყენება შემდეგი კომპონენტები:

1. პრაქტიკის ბარათი - 20 ქულა;

2. პრაქტიკანტის დღიური - 60 ქულა;

3. საწარმოო პრაქტიკის შეფასების ფურცელი – 20 ქულა;

პრაქტიკის ბარათის და პრაქტიკანტის დღიურის ფორმები თან ერთვის სილაბუსს

სასწავლო გეგმა

საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის ძირითადი კურსები

საათების განაწილება

Page 12: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

12

ECT

S კრ

ედი

ტი

სემე

სტრ

ლექ

ცი

აზე

დას

წრ

ება,

სა

მუშ

აო

ჯგ

უფ

ში

მუ

შაო

ბა,

პრ

აქტ

იკუ

ლი

ან

ლაბ

ორ

ატო

რი

ულ

დამ

ოუ

კიდ

ებელ

მეც

ადი

ნეო

ბა

სასწ

ავლ

და

საწ

არმ

ოო

პრაქ

ტი

კა

გამ

ოც

დებ

ის

ჩაბ

არებ

სასწ

ავლ

ო-ს

ამეც

ნი

ერო

ნაშ

რო

მზე

მუშ

აობ

ა სუ

ლ ს

აათ

ები

ს ო

დენ

ობ

№ კოდი სასწავლო კურსის დასახელება წინაპირობა

1 LBM 101 შესავალი სამართალმცოდნეობაში 6 1 56 89 5 150

2 LBM 102 ქართული სამართლის ისტორია 6 1 56 89 5 150

3 LBM 206 რომის სამართლის საფუძვლები 3 2 42 28 5 75

4 LBM 201 შესავალი სამოქალაქო სამართალში 6 2 56 89 5 150

5 LBM 202 საეკლესიო სამართალი 4 2 28 67 5 100

6 LBM 203 სამართლებრივი აზროვნების ისტორია 4 2 56 39 5 100

7 LBM 204 საკონსტიტუციო (სახელმწიფო

მოწყობის) სამართალი

6 2 56 89 5 150

8 LBM 301 სანივთო სამართალი 6 3 შესავალი სამოქალაქო

სამართალში

56 89 5 150

9 LBM 302 ზოგადი ადმინისტრაციული

სამართალი

6 3 70 75 5 150

10 LBM 303 ადამიანის ძირითადი უფლებები და

თავისუფლებები

6 3 საკონსტიტუციო (სახელმწიფო

მოწყობის) სამართალი

56 89 5 150

11 LBM 205 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი 6 2 56 89 5 150

12 LBM 401 ვალდებულებითი სამართლის ზოგადი

ნაწილი

6 4 სანივთო სამართალი 56 89 5 150

13 LBM 402 მართლწესრიგის სამართალი 4 4 ზოგადი ადმინისტრაციული 56 39 5 100

Page 13: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

13

სამართალი

14 LBM 403 აგენტურულ-ოპერატიული

საქმიანობის ისტორია დამოუკიდებელ

და საბჭოთა საქართველოში

4 4 56 39 5 100

15 LBM 304 სისხლის სამართლის კერძო ნაწილი I

(ადამიანის წინააღმდეგ მიმართული

დანაშაულები)

5 3 სისხლის სამართლის ზოგადი

ნაწილი

56 64 5 125

16 LBM 305 საერთაშორისო საჯარო სამართალი 6 3 საკონსტიტუციო (სახელმწიფო

მოწყობის) სამართალი

56 89 5 150

17 LBM 405 ადმინისტრაციული

სამართალდარღვევათა სამართლის

საფუძვლები

5 4 ზოგადი ადმინისტრაციული

სამართალი

42 78 5 125

18 LBM 501 სახელშეკრულებო სამართალი 6 5 ვალდებულებითი სამართლის

ზოგადი ნაწილი

56 89 5 150

19 LBM 502 საოჯახო და მემკვიდრეობის

სამართალი

6 5 ვალდებულებითი სამართლის

ზოგადი ნაწილი

56 89 5 150

20 LBM 503 სისხლის სამართლის პროცესი I 5 5 სისხლის სამართლის ზოგადი

ნაწილი

56 64 5 125

21 LBM 406 სისხლის სამართლის კერძო ნაწილი II

(დანაშაულის სხვა სახეები)

5 4 სისხლის სამართლის ზოგადი

ნაწილი

56 64 5 125

22 LBM 505 სამოქალაქო საპროცესო სამართალი I 4 5 შესავალი სამოქალაქო

სამართალში

56 39 5 100

23 LBM 601 კანონისმიერი და ვალდებულებითი

ურთიერთობები

4 6 ვალდებულებითი სამართლის

ზოგადი ნაწილი

42 53 5 100

24 LBM 602 სამოქალაქო საპროცესო სამართალი II 4 6 სამოქალაქო საპროცესო

სამართალი I

56 39 5 100

25 LBM 603 საკორპორაციო სამართალი 5 6 სახელშეკრულებო სამართალი 56 64 5 125

26 LBM 604 სისხლის სამართლის პროცესი II 5 6 სისხლის სამართლის პროცესი I 56 64 5 125

27 LBM 701 ადმინისტრაციული სამართალის

პროცესი

5 7 ზოგადი ადმინისტრაციული

სამართალი; სამოქალაქო

საპროცესო სამართალი I

56 64 5 125

Page 14: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

14

28 LBM 702 შრომის სამართალი 4 7 სახელშეკრულებო სამართალი 42 53 5 100

29 LBM 703 კრიმინალისტიკა 6 7 სისხლის სამართლის კერძო

ნაწილი I (ადამიანის წინააღმდეგ

მიმართული დანაშაულები);

სისხლის სამართლის პროცესი II

56 89 5 150

30 LBM 704 სამოხელეო სამართალი 4 7 ზოგადი ადმინისტრაციული

სამართალი

56 39 5 100

31 LBM 801 საწარმოო პრაქტიკა 20 8 სპეციალობის ძირითადი

სასწავლო კურსებში არანაკლებ

142 კრედიტის დაგროვება.

91.

5

408 0.5 500

სასწავლო გეგმა

საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის არჩევითი კურსები

საათების განაწილება

ECTS

კრ

ედი

ტი

სემე

სტრ

ლექ

ცი

აზე

დას

წრებ

ა, ს

ამუ

შაო

ჯგ

უფ

ში

მუ

შაო

ბა,

პრაქ

ტი

კულ

ან

დამ

ოუ

კიდ

ებელ

მეც

ადი

ნეო

ბა

სასწ

ავლ

და

საწა

რმო

პრაქ

ტი

კა

გამ

ოც

დებ

ის

ჩაბ

არებ

სასწ

ავლ

ო-ს

ამეც

ნიერ

ნაშ

რო

მზე

მუშ

აობ

ა სუ

ლ ს

აათ

ები

ს ო

დენ

ობ

№ კოდი სასწავლო კურსის დასახელება წინაპირობა

1 LBE 001 საარჩევნო სამართალი 5 საკონსტიტუციო (სახელმწიფო 56 64 5 125

Page 15: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

15

მოწყობის) სამართალი

2 LBE 002 საზღვარგარეთის ქვეყნების

კონსტიტუციური სამართალი

6 საკონსტიტუციო (სახელმწიფო

მოწყობის) სამართალი

56 89 5 150

3 LBE 003 საბანკო სამართალი 6 სანივთო სამართალი 56 89 5 150

4 LBE 004 დაზღვევის სამართალი 5 სახელშეკრულებო სამართალი 42 78 5 125

5 LBE 005 საერთაშორისო კერძო სამართალი 5 სახელშეკრულებო სამართალი 56 64 5 125

6 LBE 006 მოთხოვნის უზრუნველყოფის

სამართალი

5 სახელშეკრულებო სამართალი 56 64 5 125

7 LBE 007 ფასიანი ქაღალდების სამართალი 5 საბანკო სამართალი 42 78 5 125

8 LBE 008 ინტელექტუალური საკუთრების

სამართალი

6 სანივთო სამართალი 42 103

5 150

9 LBE 009 საკონსტიტუციო მართლმსაჯულება 5 საკონსტიტუციო (სახელმწიფო

მოწყობის) სამართალი

56 64 5 125

10 LBE 010 გამოძიების და სასამართლო წარმოების

საფუძვლები

5 სისხლის სამართლის პროცესი II 56 64 5 125

11 LBE 011 ადამიანის უფლებები სისხლის

სამართლის პროცესში

5 სისხლის სამართლის პროცესი II 56 64 5 125

12 LBE 012 სასჯელის შეფარდებისა და

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების

მიღების მეთოდიკა

4 სისხლის სამართლის კერძო

ნაწილი I (ადამიანის წინააღმდეგ

მიმართული დანაშაულები)

56 39 5 100

13 LBE 014 საკანონმდებლო ტექნიკა 4 საკონსტიტუციო (სახელმწიფო

მოწყობის) სამართალი

56 39 5 100

14 LBE 015 ევროკავშირის სამართლის

საფუძვლები

5 საერთაშორისო საჯარო

სამართალი

42 78 5 125

15 LBE 016 საერთაშორისო ხელშეკრულება

საერთაშორისო და შიდასახელმწიფო

კანონმდებლობაში

5 საერთაშორისო საჯარო

სამართალი

42 78 5 125

16 LBE 017 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო

სამართალი

5 საერთაშორისო საჯარო

სამართალი

42 78 5 125

Page 16: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

16

17 LBE 018 ეკონომიკური დანაშაული 5 სისხლის სამართლის ზოგადი

ნაწილი

42 78 5 125

18 LBE 019 დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ 5 სისხლის სამართლის ზოგადი

ნაწილი

42 78 5 125

სასწავლო გეგმა

საგანმანათლებლო პროგრამის არასპეციალობის ძირითადი კურსები

საათების განაწილება

ECTS

კრ

ედი

ტი

სემე

სტრ

ლექ

ცი

აზე

დას

წრებ

ა, ს

ამუ

შაო

ჯგ

უფ

ში

მუ

შაო

ბა,

პრაქ

ტი

კულ

ან

დამ

ოუ

კიდ

ებელ

მეც

ადი

ნეო

ბა

სასწ

ავლ

და

საწა

რმო

პრაქ

ტი

კა

გამ

ოც

დებ

ის

ჩაბ

არებ

სასწ

ავლ

ო-ს

ამეც

ნიერ

ნაშ

რო

მზე

მუშ

აობ

სულ

საა

თებ

ის

ოდ

ენო

ბა

№ კოდი სასწავლო კურსის დასახელება წინაპირობა

1 NSBM101 ქართული მართლწერა და მეტყველება 4 1 28 67 5 100

2 NSBM501 მენეჯმენტის საფუძვლები 5 5 42 53 5 125

3 NSBM104 ფსიქოლოგიის საფუძვლები 5 1 42 78 5 125

3 NSBM102 /

NSBM105

ინგლისური ენა I / გერმანული ენა I 3 1 56 14 5 75

4 NSBM201 / ინგლისური ენა II / გერმანული ენა II 3 2 ინგლისური ენა I / გერმანული ენა 56 14 5 75

Page 17: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

17

NSBM202 I

5 NSBM103 ინფორმაციული ტექნოლოგიები 4 1 42 53 5 100

6 NSBM601 ტაქტიკური მომზადება 8 6 112 81 7 200

7 NSBM301 /

NSBM302

ინგლისური ენა III / გერმანული ენა III 3 3 ინგლისური ენა II / გერმანული

ენა II

56 14 5 75

8 NSBM401 /

NSBM402

ინგლისური ენა IV / გერმანული ენა IV 3 4 ინგლისური ენა III / გერმანული

ენა III

56 14 5 75

სასწავლო გეგმა

საგანმანათლებლო პროგრამის არასპეციალობის არჩევითი კურსები

საათების განაწილება

Page 18: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

18

ECT

S კრ

ედი

ტი

სემე

სტრ

ლექ

ცი

აზე

დას

წრ

ება,

სამ

უშ

აო

ჯგ

უფ

ში

მუ

შაო

ბა,

პრაქ

ტი

კულ

ან

დამ

ოუ

კიდ

ებელ

მეც

ადი

ნეო

ბა

სასწ

ავლ

და

საწ

არმო

პრაქ

ტი

კა

გამ

ოც

დებ

ის

ჩაბ

არებ

სასწ

ავლ

ო-ს

ამეც

ნი

ერო

ნაშ

რო

მზე

მუშ

აობ

სულ

საა

თებ

ის

ოდ

ენო

ბა

№ კოდი სასწავლო კურსის დასახელება წინაპირობა

1 NSBE 001 არჩევითი --- 5

2 NSBE 002 არჩევითი --- 5

სწავლის შედეგების რუკა

სასწავლო კურსის დასახელება სწავლის შედეგები

ცოდნა და

გაცნობიერება

ცოდნის

პრაქტიკაში

გამოყენების

უნარი

დასკვნის

უნარი

კომუნიკაციის

უნარი

სწავლის

უნარი

ღირებულ

ებები

1 შესავალი სამართალმცოდნეობაში × × × ×

2 ქართული სამართლის ისტორია × × × ×

3 რომის სამართლის საფუძვლები × × × ×

4 შესავალი სამოქალაქო სამართალში × × × ×

5 საეკლესიო სამართალი × × × ×

Page 19: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

19

6 სამართლებრივი აზროვნების ისტორია × × × ×

7 საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის)

სამართალი × × × × ×

8 სანივთო სამართალი × × × ×

9 ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი × × × ×

10 ადამიანის ძირითადი უფლებები და

თავისუფლებები × × × × ×

11 სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი × × × × ×

12 ვალდებულებითი სამართლის ზოგადი

ნაწილი × × × × ×

13 მართლწესრიგის სამართალი × × × ×

14 აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობის

ისტორია დამოუკიდებელ და საბჭოთა

საქართველოში

× × × × ×

15 სისხლის სამართლის კერძო ნაწილი I

(ადამიანის წინააღმდეგ მიმართული

დანაშაულები)

× × × ×

16 საერთაშორისო საჯარო სამართალი × × × ×

17 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა

სამართლის საფუძვლები × × ×

18 სახელშეკრულებო სამართალი × × × × ×

19 საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი × × × ×

20 სისხლის სამართლის პროცესი I × × × × ×

21 სისხლის სამართლის კერძო ნაწილი II

(დანაშაულის სხვა სახეები) × × ×

22 სამოქალაქო საპროცესო სამართალი I × × × × ×

23 კანონისმიერი და ვალდებულებითი × × × × ×

Page 20: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

20

ურთიერთობები

24 სამოქალაქო საპროცესო სამართალი II × × × × × 25 საკორპორაციო სამართალი × × × ×

26 სისხლის სამართლის პროცესი II × × × × ×

27 ადმინისტრაციული სამართალის პროცესი × × × × 28 შრომის სამართალი × × × × ×

29 კრიმინალისტიკა × × × × × ×

30 სამოხელეო სამართალი × × × ×

31 საწარმოო პრაქტიკა × × × × ×

32 ქართული მართლწერა და მეტყველება × × × × × ×

33 ფსიქოლოგიის საფუძვლები × × × × ×

34 მენეჯმენტის საფუძვლები × × × × × ×

35 ინგლისური ენა I / გერმანული ენა I × × × 36 ინგლისური ენა II / გერმანული ენა II × × ×

37 ინგლისური ენა III / გერმანული ენა III × × × × ×

38 ინგლისური ენა IV / გერმანული ენა IV × × × × × 39 ინფორმაციული ტექნოლოგიები × × × ×

40 ტაქტიკური მომზადება × × × × ×

სწავლების ორგანიზების თავისებურებები

სამართლის საბაკალავრო პროგრამის მოცულობა კრედიტებით არის 240 ECTS. ამათგან სპეციალობის სავალდებულო კრედიტები - 172

ECTS, სპეციალობის არჩევითი კრედიტები - 30 ECTS, არასპეციალობის სავალდებულო კრედიტები - 38 ECTS, სტუდენტს შეუძლია

სპეციალობის არჩევითი კურსებიდან და არასპეციალობის არჩევითი კურსებიდან ნებისმიერი კომბინაციით დააგროვოს 30 კრედიტი.

Page 21: საქართველოს შსს აკადემიაpoliceacademy.ge/newfiles/programebi/sabakalavro_programa.pdf · 6 ეკონომიკური სფეროს,

21

საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, სხვადასხვა სასწავლო კურსის დროს

ხდება ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი კომპონენტების გამოყენება.

მატერიალური რესურსი:

აკადემია აღჭურვილია პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი მატერიალური რესურსებით: კეთილმოწყობილი სასწავლო

აუდიტორიებით, უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიებით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ბიბლიოთეკაში არსებობს

უახლესი წიგნები, სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ არსებული ელექტრონული რესურსებით. აღნიშნული რესურსები

ხელმისაწვდომია სტუდენტების და აკადემიის ყველა თანამშრომლისათვის. აკადემია აღჭურვილია საგნების სწავლებისთვის და

პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის საჭირო შესაბამისი აუდიტორიებით, როგორიცაა იმიტირებული სასამართლო

დარბაზი, ვირტუალური სასროლეთი და სასრლეთი და კრიმინალისტიკური ლაბორატორია. აკადემიას აქვს საცურაო აუზი, სპორტული

დარბაზები და დაბრკოლებათა გადასალახი ზოლი.

პროგრამის განხორციელებისათვის აკადემიაში არსებობს ისეთი სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა, როგორიცაა: იარაღი, მჭიდი,

ნამდვილი და სასწავლო ხელბორკილი, რაცია, ხელკეტი, პოლიციელის ქამარი, სასწავლო და ნამდვილი იარაღი, სასწავლო დანა,

სასწავლო და ნამდვილი რაცია, სასწავლო და ნამდვილი ფანარი, ხელკეტის ჩასადები, ხელბორკილის ჩასადები, რაციის ჩასადები, მჭიდის

ჩასადები, სატრეინინგო იარაღი ,,NLTA,, ,ელექტრო შოკი, საძებნი და სიბნელეში ხედვის ხელსაწყოები, საპატრულო პოლიციის -

შეფერილი ა/მ, ჯავშანჟილეტი, ფარი, აირწინაღი.