ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/word_lesson_2_ge_2.docx · web...

27
ოოოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოოო. ოოოო ოოოოო ოოოოოოო ოოოოოოოოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოო - ოოოოოოო, ოოოოოო ოოოოო, ოოოოოოოოოოო ოო ოოოო ოოოოოოოოოო - ოოოოოოოოოო ოოოოოოოოოო. ოოოოოოოოო ოოოოოოოოოოოოოოოოოო, ოოოოოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოოოოოოოო. ოოოოოოოოოოოოო ოოოოო ოოოოოოოოოო, ოოოოოოოოოო ოოოოოოოოო, ოოოოოოოოოო ოოოო ოოოოოოო, ოოოო ოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოოოო. ოოოოო ოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოო ოოოოოო. ოოოოოოოოოოო ოოოოოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოოოო. ოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოოო ოოო-ოოოო ოოოოოოოოო, ოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოოოო, ოოოოოო ოოოოოოო. ოოო ოოოოოოოო ოოოოო ოოოოოოოო, ოოოოოოოო ოოოოოოოოოოო ოოოოოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოოოოოო ოოოოოოოო. ოოოოოოოოოო ოოო ოოოოოოოოო ოოოოო ოოოო ოოოოო ოოოოო ოოოოოო. ოოოოოოო ოოოოოოო ოოოოო ოოოოო _ ოოოოოოოოოო ოოოო ოოოოოო ოო ოოოო ოოოოოოო. ოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოოო, ოოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოო, ოოოო ოოოოოო ოოოოო ოო ოოოოოოოოოოო ოოოო ოოოო ოოოოოო. ოოო ოოო ოო ოოო, ოოოოოოო ოოოოო ოოოო ოოოო ოო ოოოოოოოოოო ოოოოოო, ოოოო ოოოოოოოოოოოოოოო ოოოოო ოო ოოოო ოოოოოოო ოოოოოოოოო. ოოოოოოოოოო ოოოოოოოო, ოოოოოო ოოოო ოოოოოოოოოოოო ოოოოოოოოოოო ოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოო. ოოოოოოო ოოოოოოოოოოო, ოოოოოოოოოოო ოოოოოო, ოოოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოო, ოოოო ოოოოოო, ოოო ოოოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოოო ოო ოოოოოოოოოო ოოოოო ოოოოოოოო. ოო ოოოოო ოოოო ოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოო (ოოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოოოოო). ოოოოოოოო ოოოოო ოოოოოო ოოოოოო, ოოოოო ოო ოოოოოოოო ოოოოოოოოოოოო ოოოოო ოოოო ოოოოოოოოოოო. ოოო ოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოო ოოოოო ოოო ოოოო ოოოოო, ოოოოო, ოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოო - 600 ოოოოო. ოო ოოო ოოოოოო - ოოოოოოოოო ოოოო ოოოოოო, ოოო 192,27 ოოოოო. ოოოოოოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოო ოოოოოოოოოო ოოოოოოოოოო.

Upload: others

Post on 05-Mar-2020

69 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ოლიმპიური თამაშები

ოლიმპიური მოძრაობა

ოლიმპიური მითები

ოლიმპიური თამაშების წარმოშობის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთი ასეთი ლეგენდა დაკავშირებულია ლიდიელი გმირის - პელოპის, ელიდის მეფის, ოინომაოსისა და მისი ქალიშვილის - ჰიპოდამიას სახელებთან.

ოინომაოსს უწინასწარმეტყველეს, ქალიშვილის გათხოვებას შეეწირებიო. უბედურებისგან თავის დასაღწევად, ოინომაოსმა განაცხადა, ჰიპოდამიას იმას გავატან, ვინც ეტლებით რბოლაში მაჯობებსო. მეფეს არესის ნაჩუქარი ცხენების იმედი ჰქონდა. შეჯიბრებაში დამარცხებულ მეტოქეს ოინომაოსი სიცოცხლეს ასალმებდა. მაგრამ ჰიპოდამიას ხელის ერთ-ერთი მაძიებელი, ზევსის შვილიშვილი პელოპი, ეშმაკი გამოდგა. მან მოისყიდა მეფის მეჯინიბე, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში ნახევარ სახელმწიფოს დაჰპირდა. შეჯიბრების წინ მეჯინიბემ ეტლის ერთი თვალი ცუდად მოარგო. პელოპმა მართლაც მოიგო რბოლა _ ოინომაოსის ეტლი გატყდა და მეფე დაიღუპა. მეორე ვარიანტის მიხედვით, პელოპმა პატიოსნად მოიპოვა გამარჯვება პოსეიდონის ნაჩუქარი ცხენებით, ხოლო ელიდის მეფემ ამ დამარცხების გამო თავი მოიკლა. ასე იყო თუ ისე, პელოპმა ტახტი ხელთ იგდო და ჰიპოდამიაც შეირთო, ღრმა მოხუცებულობამდე იმეფა და დიდი პატივით დაკრძალეს. გადმოცემის თანახმად, სწორედ მისი დასაფლავების ცერემონიალი დაედო საფუძვლად ოლიმპიურ თამაშებს. 

ბერძენი ისტორიკოსის, პავსანიასის ცნობით, ოლიმპიური თამაშები დააფუძნა ჰერაკლემ, უფრო ზუსტად, მან ააღორძინა პელოპის დროინდელი თამაშები და ასპარეზობა ზევსს მიუძღვნა. ეს მოხდა მისი მეშვიდე გმირობის შემდეგ (ავგეასის თავლების დასუფთავება). ჰერაკლემ თავად აირჩია ადგილი, სადაც ამ გმირობის აღსანიშნავად ზეიმი უნდა გამართულიყო. მან მოაწყო შეჯიბრება რბენაში თავის ოთხ ძმას შორის, თანაც, თვითონ განსაზღვრა სარბენი ბილიკის სიგრძე - 600 ტერფი. ეს იყო სტადია - სტადიონის ერთი სიგრძე, ანუ 192,27 მეტრი. გამარჯვებული ჰერაკლემ ზეთისხილის რტოს გვირგვინით დააჯილდოვა.

Page 2: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

შემორჩენილია ლეგენდა, რომელიც ოლიმპიური თამაშების წარმოშობას ზევსის სახელს უკავშირებს, ამ ლეგენდის მიხედვით, ბერძნების უზენაესმა ღვთაებამ თამაშები დააწესა ქრონოსზე გამარჯვების აღსანიშნავად.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე IX საუკუნეში ბერძნული სახელმწიფოები ხანგრძლივმა ომებმა განადგურების პირამდე მიიყვანა. ელიდეს მეფე იფიტოსი, რომლის სამფლობელოშიც ოლიმპია მდებარეობდა, რჩევის მისაღებად დელფოს სამისნოს ეწვია. ღვთაებრივმა ხმამ იფიტსა და მის ამალას ღმერთების საკადრისი თამაშების მოწყობა უბრძანა. თამაშების ჩასატარებლად ელიდის მეფემ წმინდა კავშირი შეკრა სპარტის მბრძანებელთან, ლიკურგოსთან და ... "დამკვიდრდა ათლეტური თამაშები, რომლებიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა". გადმოცემის თანახმად, ეს მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 884 წელს.

ოლიმპიური რელიგია

ასე ეწოდება ბერძნული პოლისების (ქალაქ-სახელმწიფოების) ოფიციალურ რელიგიას მათი აყვავების პერიოდში. ღმერთები ოლიმპოს მთაზე ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ, თუმცა თითოეულს თავისი საკუთარი სასახლეც ჰქონდა. მათ ოლიმპიელ ღმერთებს უწოდებენ. ოლიმპიელთა უზენაესი ღვთაება იყო ზევსი - ღმერთთა და კაცთა მბრძანებელი, კრონოსისა და რეას ვაჟი, ყველა ციური მოვლენის, განსაკუთრებით კი ელვისა და ჭექა-ქუხილის წარმმართველი. ზევსის გარდა, ოლიმპიელთა დასს მიეკუთვნებიან: პოსეიდონი - წყლის სტიქიის მბრძანებელი, ზევსის ძმა; ჰადესი - ქვესკნელის სამეფოს მპყრობელი, ზევსის ძმა; ჰერა - ზევსის და და მეუღლე, ღმერთთა დედოფალი, ოჯახისა და ქორწინების მფარველი; დემეტრა - ნაყოფიერების ქალღმერთი, ზევსის და; ჰესტია - ოჯახის კერის მფარველი ღვთაება, ზევსის და; ათენა პალადა - სიბრძნის ქალღმერთი, მეცნიერებათა, სამართლიანი ომის, ხელსაქმეთა

და ხელოსნობათა, ქალაქებისა და გმირების მფარველი; აფროდიტე - სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი, მარადიული ახალგაზრდობის

განსახიერება, ზევსის შვილი; არტემიდე - ნადირობის ქალღმერთი, ცხოველთა მფარველი, ზევსის შვილი; აპოლონი - სინათლის, პოეზიისა და მკურნალობის ღვთაება, მუზების წინამძღოლი,

ხელოვნებათა მფარველი, ზევსის შვილი; ჰეფესტოსი - ცეცხლისა და სამჭედლო ხელოვნების ღმერთი, ზევსის შვილი; არესი - ომის ღმერთი, ზევსის შვილი; ჰერმესი - ვაჭრობის ღვთაება, თაღლითებისა და ქურდების, ჯოგისა და ფარის, აგრეთვე

ტანვარჯიშის მფარველი, ღმერთების მაცნე; ირიდა - ღმერთების მაცნე ქალღმერთი; თემიდა - მართლმსაჯულების, კანონიერების და წინასწარმეტყველებათა ღვთაება; ჰებე - სიჭაბუკის ქალღმერთი; დიონისე - მცენარეთა, მევენახეობის, ღვინისა და მეღვინეობის ღვთაება;

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ოლიმპიელი ღმერთებისადმი რწმენა დავიწყებას მიეცა, შემორჩა მხოლოდ არტემიდესა და დიონისეს კულტი. ოლიმპიური რელიგიის სხვა ფიგურებს - სატირებს, ნიმფებს, ლამიას, მორმოს და ა.შ. ადრეულ შუა საუკუნეებამდე სცემდნენ თაყვანს, მოგვიანებით კი მათ ფოლკლორში გადაინაცვლეს.

Page 3: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ოლიმპია

ძველი ბერძნული ქალაქი ელიდაში, პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით. რელიგიური ცენტრი, ზევსის კულტისა და მისდამი მიძღვნილი თამაშების ჩატარების ადგილი. არქიტექტურული ანსამბლი ჩამოყალიბდა ძვ.წ. VII-IV საუკუნეებში. განადგურდა 426 წელს რომის იმპერატორ თეოდოსი II-ის ბრძანებით, როგორც წარმართული სარწმუნოების კერა. გადარჩენილი ნაგებობები და ქანდაკებები დაინგრა 522 და 551 წლების მიწისძვრების შედეგად.

ოლიმპიის გათხრები პირველად დაიწყეს ფრანგმა არქეოლოგებმა 1829 წელს. გათხრებმა სისტემატური ხასიათი მიიღო 1875 წელს (გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ექსპედიცია ერნსტ კურციუსის ხელმძღვანელობით). ოლიმპიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია 130 ქანდაკება, 13 ათასამდე ბრინჯაოს ნივთი, 10 ათასამდე წარწერა ბრინჯაოს ფირფიტებზე, პელოპის სამლოცველოს (ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრული), ჰერას (VII ან VI ს. დასაწყისი), ზევსის (ძვ.წ. 468-456 წწ. არქიტექტორი ლიბონი), ღმერთების დედის (მეტროონი, ძვ.წ. IV ს.), ზევს სოსიპოლისის და ილითიას (ძვ.წ. 363 წ ) ტაძრების, თორმეტი საგანძურისა და სხვა ნაგებობების ნაშთები. წმინდა ადგილის, სატაძრო კომპლექსის ფარგლებს გარეთ მდებარეობს ბულევტერიონის (ძვ.წ. VI-V სს.), კლასიკური ეპოქის სტადიონის, ლეონიდაიონის (ძვ.წ. IV ს. არქიტექტორი ლეონიდე), გიმნასიონის და ელინისტური პალესტრების ნანგრევები. ოლიმპიის მუზეუმში, ინახება გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთები და ქანდაკებები (მათ შორის აღსანიშნავია პრაქსიტელის "ჰერმესი ჩვილი დიონისეთი" და პეონიოსის "ნიკე"). დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ჰერას ტაძრის ნანგრევებთან ანთებენ თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანს და აქედან იწყება ე. წ. ცეცხლოვანი ესტაფეტა. 2004 წლის ათენის

Page 4: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიაში საგანგებო სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. იქვე გაიმართა ბირთვის მკვრელთა ოლიმპიური შეჯიბრება.

ოლიმპიადა 

ოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო ოლიმპიურ თამაშებს შორის. პირველი ანტიკური ოლიმპიადის წლად ითვლება ძვ. წ. 776 წელი. ოლიმპიადების მიხედვით წლლთაღრიცხვა შემოიღო ბერძენმა ისტორიკოსმა ტიმეოსმა ძვ. წ. 264 წელს.

ოლიმპიონიკი 

Page 5: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული სპორტსმენი. მის პატივსაცემად იდგმებოდა ძეგლები, თხზავდნენ ლექსებს, ქმნიდნენ სიმღერებს, ჭრიდნენ მონეტებს. პირველი ოლიმპიონიკი იყო ელადელი მზარეული, გვარად კორობოსი, რომელმაც ძვ. წ. 776 წელს მოიგო რბენა ერთ სტადიაზე (192, 27 მ).

 

ოლიმპიური მოძრაობა 

აერთიანებს იმ ორგანიზაციებს, სპორტსმენებსა და სხვა პირებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ ოლიმპიური ქარტიით და ოლიმპიზმის პრინციპებით. ოლიმპიური მოძრაობა, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი წარმართავს, სათავეს თანამედროვე ოლიმპიზმიდან იღებს. ამ მოძრაობის მიზანია ახალგაზრდობის სპორტთან ზიარების მეშვეობით მშვიდობიანი და ცივილიზებული სამყაროს შექმნის ხელშეწყობა, მეგობრობის, სოლიდარობის, კაცთმოყვარეობისა და ჯანსაღი შეჯიბრების პრინციპებზე დაფუძნებული, ყოველგვარი დისკრიმინაციისგან თავისუფალი ოლიმპიური სულისკვეთების განვითარება.

ოლიმპიური მოძრაობა მუდმივი და უნივერსალურია. იგი მწვერვალს აღწევს მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე იკრიბებიან.

Page 6: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ისტორია

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. სპორტული ასპარეზობა ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებში. ტარდება 1896 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ. ოლიმპიური ქარტიის განმარტებით, ოლიმპიადა არის შეჯიბრება სპორტსმენებსა და არა ქვეყნებს შორის. თამაშებში მონაწილეობენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მიერ შერჩეული და განაცხადით წარდგენილი სპორტსმენები. მასპინძელ ქალაქს ირჩევს და ამტკიცებს საერთაშორისო ოლომპიური კომიტეტის სპეციალური სესია. ოლიმპიადა გრძელდება არაუმეტეს 16 დღისა.

ოლიმპიზმის აღორძინების იდეა წარმოიშვა XVII საუკუნეში, მაგრამ რეალური პრაქტიკული ნაბიჯები მხოლოდ  ორი საუკუნის შემდეგ გადაიდგა. 1852 წელს ოლიმპიის ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა, გერმანელმა არქეოლოგმა ერნსტ კურციუსმა ბერლინის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია-"ოლიმპია", რომელსაც ფართო რეზონანსი მოჰყვა მთელ გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ. საბერძნეთში დაიწყეს მსჯელობა ოლიმპიადის განახლების შესახებ. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მრეწველი და საზოგადო მოღვაწე ევანგელოს ცაპასი. მან შედგინა გეგმა, წერილით მიმართა საბერძნეთის ხელისუფლებას და საორგანიზაციო ხარჯებისთვის 600 ათასი დრაჰმა შესთავაზა. ასე ჩაეყარა საფუძველი ანტიკური ოლიმპიური თამაშების მაგალითზე 1859 წელს გამართულ პირველ პანბერძნულ თამაშებს. მოგვიანებით (1870, 1875, 1888 და 1989 წლებში) ჩატარდა კიდევ ოთხი ასეთი ტურნირი, რომლებშიც მხოლოდ ბერძენი ათლეტები მონაწილეობდნენ.

სპორტული თვასაზრისით, ეს შეჯიბრებები ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თამაშებმა ხელი შეუწყო ოლიმპიური იდეების გავრცელებას. ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო ოლიმპიაში კურციუსის ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების (1875-81) შედეგები, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: აღმოაჩინეს 130-ზე მეტი ანტიკური ეპოქის ქანდაკება, 13 ათასამდე ბრინჯაოს ნივთი, ათასობით თიხის ჭურჭელი და ფილა უძველესი ნახატებითა და წარწერებით. გათხრების შედეგებზე პრესაში გამოქვეყნებულმა მასალებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფრანგ პედაგოგზე, პიერ დე კუბერტენზე, რომელიც აინთო ოლიმპიური თამაშების აღორძინების იდეით. 1880-იან წლებში იგი საფრანგეთის სპორტულ საზოგადოებათა კავშირის გენერალურ მდივნად აირჩიეს. თავად კუბერტენმა ჩამოაყალიბა "აღზრდის სისტემაში ფიზიკური ვარჯიშების დანერგვის კომიტეტი", რომელშიც გაერთიანდნენ ლიტერატურისა და მეცნიერების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები. ამ კომიტეტის თაოსნობით მოეწყო საჯარო ლექციების ციკლი ოლიმპიური იდეის ძირითად პრინციპებზე. მთავარი მომხსენებელი იყო პიერ დე კუბერტენი. მოგვიანებით მან საფრანგეთის მთავრობას წარუდგინა ოლიმპიური თამაშების აღდგენის გეგმა, იმოგზაურა ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემოიკრიბა მომხრეები. ამერიკისა და ინგლისის ათლეტური კავშირების დახმარებით კუბერტენმა შექმნა საგანგებო კომიტეტი, რომელსაც დაევალა დამფუძნებელი კონგრესის მომზადება.

Page 7: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

საერთაშორისო კონგრესი გაიმართა 1894 წლის 16 ივნისს     პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. კონგრესის მუშაობაში 2000-მდე კაცი მონაწილეობდა, მაგრამ მოთავეთა ჯგუფი შედარებით მცირერიცხოვანი იყო: მასში შედიოდა საორგანიზაციო კომიტეტის 10 წევრი და 37 სპორტული ფედერაციის მიერ წარგზავნილი 78 დელეგატი, რომელთაგან საფრანგეთს წარმოადგენდა 58, აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთს, ბელგიასა და შვედეთს - 20 დელეგატი. იმავე წლის 23 ივნისს შეიქმნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომლის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ბერძენი დემეტრიოს ვიკელასი, გენერალურ მდივნად - პიერ დე კუბერტენი.

სოკის პირველივე სხდომაზე გადაწყდა, რომ თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები გამართულიყო 1896 წელს ათენში, მომდევნო თამაშები კი - ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. 1986-2004 წლებში გაიმართა 25 ოლიმპიადა. პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო ჩაიშალა რიგით VI, XII და XIII თამაშები (1916, 1940, 1944 წლები). ჩვენ წიგნში ცალკეა წარმოდგენილი თითოეული ოლიმპიური თამაშები (მასპინძელი ქალაქების ანბანური თანამიმდევრობით). მაგ.,ათენის ოლიმპიური თამაშები, 1896; ბერლინის XI ოლიმპიური თამაშები,1936; ჰელსინკის ოლიმპიური თამაშები, 1952 და ა. შ.

ოლიმპიური თამაშების სტატისტიკა. ზაფხულის თამაშები 1996-2016.

Page 8: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ზაფხულის ოლიმპიური სახეობები

ბალახის ჰოკეი

ბალახის ჰოკეი. გუნდური სპორტული თამაში ყვანჭით და მცირე ზომის ბურთით. პარტნიორები ბურთს ყვანჭებით გადასცემენ ერთმანეთს და ასე მიიწევენ მეტოქის კარისკენ. თამაშის მიზანია მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა და საკუთარის დაცვა.ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Hockey-FIH) დაარსდა 1924 წლის 7 იანვარს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, შვეიცარია და ჩეხოსლოვაკია. აერთიანებს 118 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას.ბალახის ჰოკეის ევროპული ფედერაცია (European Hockey Federation-EHF) დაარსდა 1969 წელს. აერთიანებს 43 ქვეყნის ფედერაციას.

ფრენბურთი

Page 9: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ფრენბურთი (ინგლ. Volleyball < Volley _ მფრინავი, Ball _ ბურთი). გუნდური თამაში ბადით ორ ტოლ ნაწილად გაყოფილ მოედანზე. მოთამაშეები ცდილობენ, ბურთი ბადის ზემოთ გადაისროლონ ისე, რომ მოწინააღმდეგის მოედანზე დავარდეს და მეტოქემ მისი მოგერიება ვერ შეძლოს.

ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Volleyball-FIVB) დაარსდა 1947 წლის 19 აპრილს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, ბელგია, ბრაზილია, ეგვიპტე, იტალია, იუგოსლავია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ურუგვაი, ჩეხოსლოვაკია, ჰოლანდია. აერთიანებს 218 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას.ფრენბურთის ევროპული კონფედერაცია (Confederation Europeenne de Volleyball-CEV) დაარსდა 1973 წლის 9 სექტემბერს სხევენინგენში (ჰოლანდია). აერთიანებს 54 ქვეყნის ფედერაციას.

ხელბურთი

Page 10: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ხელბურთი (ინგლ. Handball < Hand _ ხელი, Ball _ ბურთი). მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული სპორტული თამაში. პარტნიორები ბურთს მხოლოდ ხელით აწვდიან ერთმანეთს. მოთამაშეთა მიზანია მეტოქის კარის დალაშქვრა და საკუთრის დაცვა.ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია (International Handball Federation-IHF) დაარსდა 1946 წლის 11 ივლისს კოპენჰაგენში (დანია). დამფუძნებელი ქვეყნები: დანია, ნორვეგია, პოლონეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია და ჰოლანდია. აერთიანებს 150 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას.ევროპის ხელბურთის ფედერაცია (European Handball Federation-EHF) დაფუძნდა 1991 წლის 17 ნოემბერს ბერლინში (გერმანია). აერთიანებს 46 ქვეყნის ფედერაციას.

ფეხბურთი

ფეხბურთი. (ინგლ. Football, foot –ფეხი, ball – ბურთი). ყველაზე გავრცელებული და პოპულარული გუნდური თამაში.ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Football Association-FIFA) დაარსდა 1904 წლის 21 მაისს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: ბელგია, დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია და ჰოლანდია. აერთიანებს 205 ქვეყნის ფედერაციას და 6 კონფედერაციას.ევროპის ფეხბურთის ფედერაცია (Union des Associations Europeennes de Football-UEFA) დაფუძნდა 1954 წლის 15 ივნისს ბაზელში (შვეიცარია). აერთიანებს 52 ქვეყნის ფედერაციას.

ცხენოსნობა

Page 11: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ცხენოსნობა. ცხენ-მხედართა სპორტული შეჯიბრება სხვადასხვა დისციპლინაში (ხედნილობა, კონკური, სამჭიდი, მარულა, დოღი და სხვ.)ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები იმართება 1953 წლიდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1900-იდან.ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Equestre Internationale-FEI) დაარსდა 1921 წლის 28 მაისს ლოზანაში (შვეიცარია). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, ბელგია, დანია, იაპონია, იტალია, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი. აერთიანებს 5 ტერიტორიულ ჯგუფად დაყოფილ 181 ქვეყნის ფედერაციას.

ცურვა

ცურვა. სპორტის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული სახეობა. შეჯიბრება სხვადასხვა დისტანციაზე კროლით (თავისუფალი სტილი), ბრასით, ბატერფლაით (დელფინი) და გულაღმა ცურვაში.ევროპის ჩემპიონატი იმართება 1926 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1973-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1896-დან _ კაცები, 1912-იდან ქალები.

ცურვის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Natation – FINA) დაარსდა 1908 წლის 19 ივლისს ლონდონში (ინგლისში). დამფუძნებელი ქვეყნები:

Page 12: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ბელგია, გერმანია, დანია, ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, უელსი, უნგრეთი, ფინეთი და შვედეთი. ფედერაციაში შექმნილია ცურვის, წყალში ხტომის, წყალბურთისა და ყვინთვის კომიტეტები. აერთიანებს 189 ქვეყნის ფედერაციას.

ძალოსნობა

ძალოსნობა. სპორტის სახეობა. შეჯიბრება სიმძიმეების აწევაში მკაცრად დადგენილი წესით.ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1896 წლიდან; ქალთა შორის – 1988-დან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის 1891-იდან; ქალთა შორის – 1986-იდან; ოლიმპიური სახეობაა: 1896-იდან (არ იყო შეტანილი 1900, 1908 და 1912 წლების თამაშების პროგრამაში) – კაცები, 2000-იდან – ქალები. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (International Weightlifting Federation – IWF) დაარსდა 1905 წლის 10 ივნისს დუისბურგში (გერმანია). დამფუძნებელი ქვეყნები: გერმანია, დანია, იტალია და ჰოლანდია. აერთიანებს 167 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას.

ძიუდო

ძიუდო (იაპ. ძიუ _ მოქნილი, მსუბუქი, დო _ გზა). სპორტული ორთაბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელშიც, გარდა გდებისა, ნებადართულია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები.ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1951 წლიდან, ქალთა შორის _ 1975-იდან;

Page 13: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის _ 1956-იდან, ქალთა შორის _ 1980-იდან. ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1964-იდან _ კაცები, 1992-იდან _ ქალები.ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (International Judo Federation-IJF) დაარსდა 1951 წლის 12 ივლისს ლონდონში (ინგლისი). დამფუძნებელი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია და ჰოლანდია. აერთიანებს 187 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას.ევროპის ძიუდოს კავშირი (European Judo Union-EJU) დაარსდა 1948 წლის 28 ივლისს ლონდონში (ინგლისი). აერთიანებს 49 ქვეყნის ფედერაციას.

ტაეკვონდო

ტაეკვონდო (კორ. “tae” _ ფეხით დარტყმა, “kvan”  _ მუშტი, “do”_ ხელოვნება, გზა). თანამედროვე კორეული საბრძოლო ხელოვნება, უიარაღოდ თავდაცვის ერთ-ერთი სახეობა.ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1976 წლიდან, ქალთა შორის _ 1978-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის _ 1973-იდან, ქალთა შორის _ 1987-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 2000-იდან (კაცები, ქალები).ტაეკვანდოს მსოფლიო ფედერაცია (The World Taekwondo Federation – WTF) დაარსდა 1973 წლის 28 მაისს კუკივონში (სამხრეთი კორეა). აერთიანებს 179 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას.საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაცია დაფუძნდა 1993 წელს.

ფარიკაობა

Page 14: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ფარიკაობა. სპორტული ორთაბრძოლის ნაირსახეობა. შეიცავს სამ დისციპლინას _ რაპირით, დაშნით და ხმლით ფარიკაობას.ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1921 წლიდან, ქალთა შორის _ 1929-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა და ქალთა შორის _ 1937-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1896-იდან _ კაცები, 1924-იდან _ ქალები.ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale d`Escrime-FIE) დაარსდა 1913 წლის 29 ნოემბერს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: ბელგია, ბოჰემია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნორვეგია, საფრანგეთი, უნგრეთი და ჰოლანდია. აერთიანებს 114 ქვეყნის ფედერაციას და 4 კონფედერაციას.ევროპის ფარიკაობის ფედერაცია (Confederation Europeenne  d`Escrime-CEE) დაარსდა 1928 წლის 21 აპრილს ლუქსემბურგში (ლუქსემბურგი). აერთიანებს 43 ქვეყნის ფედერაციას.

ჩოგბურთი

ჩოგბურთი. (ლაუნ-ტენისი. ინგლ. lawn – გაზონი, მდელო; ფრანგ. tenez – აიღე, დაიჭირე). პოპულარული სპორტული თამაში ბურთით და ჩოგნით ბადით გაყოფილ სპეციალურ მოედანზე _ კორტზე. მოთამაშის მიზანია ბურთის ისე გადაგდება მეტოქის მოედანზე, რომ მოწინააღმდეგემ მისი დაბრუნება ვერ შეძლოს.ევროპის ჩემპიონატი იმართებოდა 1969-83 წლებში; დევისის თასი თამაშდება 1900-იდან, ფედერაციის თასი _ 1963-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება 1978-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1896-1924 და 1988-იდან.ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია (International Tennis Federation – ITF) დაარსდა 1913 წლის 1 მარტს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, რუსეთი, სამხრეთი

Page 15: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

აფრიკა, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია და ჰოლანდია. აერთიანებს 202 ქვეყნის ფედერაციას.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები

ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორია

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიდი ხნის ისტორია არა აქვს. იგი სათავეს 1924 წლიდან იღებს, თუმცა ზამთრის სახეობა ოლიმპიურ პროგრამაში პირველად 16 წლით ადრე შეიტანეს: 1908 წელს ლონდონში, IV ოლიმპიადაზე მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა ყინულზე ფიგურულ ციგურაობაში - ორი კომპლექტი კაცთა (ნებისმიერი და სპეციალური პროგრამით), თითო - ქალთა და წყვილთა შორის. მონაწილეთა რაოდენობა დიდი არ ყოფილა - კაცთა შეჯიბრებაში ნებისმიერი პროგრამით 9 სპორტსმენი გამოდიოდა, სპეციალურით - 3. ქალთა ტურნირში 5 სპორტსმენი მონაწილეობდა, წყვილებში კი - 6. კაცებში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ შვედი ულრიხ სალხოვი (ნებისმიერი) და რუსი ნიკოლაი პანინ-კოლომენკინი (სპეციალური). ქალებში გაიმარჯვა დიდბრიტანელმა ფლორენს (მაჯი) საიერსმა, წყვილებში კი პირველნი იყვნენ ანა ჰიუბლერი და ჰაინრიხ ბიურგერი (გერმანია).

1916 წლის ზაფხულის თამაშების ორგანიზატორებს სურდათ ბერლინის ოლიმპიადაზე "სათხილამურო ოლიმპიაც" წარმოედგინათ - ბერლინთან ახლოს მდებარე ეგრეთწოდებულ შავ ტყეში ჩრდილოურ  სახეობებში გაემართათ ასპარეზობა, მაგრამ იმ ოლიმპიადის გამართვას პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. 1908 წლის შემდეგ ზამთრის სახეობები ოლიმპიადის პროგრამაში 1920 წელს შეიტანეს: ანტვერპენში ფიგურულ ციგურაობაში მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა - კაცთა, ქალთა და წყვილთა შორის. კაცთა ტურნირში 6 ქვეყნის 9 სპორტსმენი გამოდიოდა, ქალთა ტურნირში - 4 ქვეყნის 6 მოციგურავე, წყვილთა ასპარეზობაში კი - 6 ქვეყნის 16 წყვილი. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ შვედი გილის გრაფსტრიომ, ასევე შვედი მაგდა მაუროი-იულინ და ფინელთა წყვილი - ლუდოვიკა და ვალტერ იაკობსონები. ფიგურული ციგურაობის გარდა, ანტვერპენში გაიმართა ასპარეზობა კანადურ ჰოკეიში, რომელშიც შვიდი გუნდი მონაწილეობდა. გაიმარჯვეს კანადელებმა. II ადგილი დაიკავა აშშ-ის გუნდმა, III ადგილზე კი ჩეხოსლოვაკიის მოციგურავეები გავიდნენ.

Page 16: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ოლიმპიადის პროგრამაში ზამთრის სახეობების ჩართვის სურვილი საუკუნის დასაწყისში გამოთქვა პიერ დე კუბერტენმა. მეტიც, მან წამოაყენა წინადადება ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესახებ და ეს წინადადება არაერთხელ განიხილეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში. კუბერტენს ბევრი მომხრე ჰყავდა, მაგრამ  ზამთრის ოლიმპიური თამაშების იდეას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ შვედები და ფინელები. მათი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ 1901 წლიდან ოთხ წელიწადში ერთხელ შვედეთში ტრადიციულად ტარდებოდა ჩრდილოეთის თამაშები, რომელშიც ზამთრის სახეობათა ყველა საუკეთესო წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამის გამო, მათი აზრით, პარალელური ასპარეზობის გამართვა აუცილებელი არ იყო. სოკის 1911 წლის სხდომაზე ჩრდილოეთის თამაშების თაოსანმა, სოკის წევრმა, შვედმა ვიქტორ გუსტავ ბალოკმა, როცა კითხვა დაუსვეს 1912 წლის ოლიმპიადის პარალელურად ზამთრის თამაშების ჩატარების შესახებ, უპასუხა, რომ ამაზე ფიქრიც კი შეუძლებლად მიაჩნდა. მოწინააღმდეგეებს სერიოზულ არგუმენტად მოჰყავდათ ისიც, რომ ზამთრის სახეობებს ისტორიული ფესვები არ ჰქონდა და ამიტომ მათთან დაკავშირებით თავად სიტყვა „ოლიმპიურის" გამოყენებაც კი მიუღებელი იყო. გარდა ამისა, ქვეყნების უმეტესობას არ გააჩნდა ზამთრის სახეობებისთვის აუცილებელი  ბუნებრივი პირობები თუ სპორტული არენები. სწორედ ამის გამო ამოიღეს 1900 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან ციგურაობა.

სკანდინავიელთა აგუმენტებისა და მათი კატეგორიული პოზიციის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლებოდა, რადგან უიმათოდ არათუ ზამთრის, ზაფხულის თამაშებიც კი არასრულფასოვანი იქნებოდა. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ პიერ დე კუბერტენმა შეძლო ყველასთვის მისაღები ვარიანტის მოძებნა. 1922 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პარიზის სესიაზე გადაწყდა, 1924 წელს ჩაეტარებინათ ასპარეზობა ზამთრის სახეობებში ასეთი სახელწოდებით: „საერთაშორისო სპორტული კვირეული VIII ოლიმპიადასთან დაკავშირებით".

კვირეული გაიმართა საფრანგეთის ალპებში მდებარე პატარა სოფელ შამონიში 1924 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლამდე ოლიმპიადებისთვის აუცილებელი ყველა ფორმალობის დაცვით, ოლიმპიური ცეცხლის ანთება იქნებოდა ეს თუ ოლიმპიური ფიცის დადება. მონაწილე ქვეყანათა და სპორტსმენების რაოდენობით, აგრეთვე ასპარეზობათა სიმწვავით კვირეულმა ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ამან საშუალება მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, 1925 წლის 27 მაისს პრაღაში ჩატარებულ ოლიმპიურ კონგრესზე მიეღო გადაწყვეტილება ოლიმპიურ წლებში ზამთრის ოლიმპიური თამაშების რეგულარულად ჩატარების შესახებ.

იმავე სესიაზე 1924 წელს შამონიში ჩატარებულ ოლიმპიურ კვირეულს ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების ოფიციალური კლასიფიკაცია მიეცა. მას შემდეგ ზამთრის თამაშები ოლიმპიური სპორტის განუყოფელ ნაწილად იქცა. თითქმის შვიდი ათეული წლის შემდეგ სოკის 1991 წლის სესიაზე ზამთრის ოლიმპიადებისთვის მეტი მნიშვნელობისა და უფრო მაღალი სტატუსის მინიჭების მიზნით გადაწყდა, რომ ზაფხულისა და ზამთრის თამაშები ორ წელიწადში ერთხელ რიგრიგობით ჩაეტარებინათ. ამ მიზნით ზამთრის XVII ოლიმპიური  თამაშები, რომელიც 1996 წელს უნდა გამართულიყო, ორი წლით ადრე, 1994 წელს ჩატარდა. 1924-2010 წლებში გაიმართა ზამთრის 21 ოლიმპიური თამაშები.

Page 17: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ოლიმპიური თამაშების სტატისტიკა. ზამთრის თამაშები 1994-2014.

ზამთრის ოლიმპიური სახეობებისნოუბორდი

სნოუბორდი (ინგლ. Snowboard _ სიტყვასიტყვ. თოვლის ფიცარი). ზამთრის სპორტის სახეობა, რომელშიც შედის ორი დისციპლინა: სლალომი დათოვლილ ფერდობზე განიერი, არშიიანი თხილამურით (სნოუბორდი) და ე.წ. ჰაფ-პაიფი (ინგლ. Halfpipe _ ნახევარმილი) _ დაშვება ნახევარცილინდრულ ღარში აკრობატული ელემენტების შესრულებით.მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება 1996 წლიდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1998-იდან. თხილამურობის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Ski – FIS) დაარსდა 1924 წლის 2 თებერვალს შამონიში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები:

Page 18: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ავსტრია, აშშ, დიდი ბრიანეთი, იტალია, იუგოსლავია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია და ჩეხოსლოვაკია. აერთიანებს 101 ქვეყნის ფედერაციას.საქართველოში სნოუბორდით პირველად დაინტერესდნენ 1980-იანი წლების მიწურულს.

სამთო თხილამურობა

სამთო თხილამურობა. ზამთრის სპორტის პოპულარული სახეობა, მთიდან თხილამურებით დაშვება სპეციალურ, კარებმონიშნულ ტრასაზე. შეიცავს ხუთ დისციპლინას: სლალომს, გიგანტურ სლალომს, სუპერგიგანტურ სლალომს, სწრაფდაშვებას და კომბინაციას, ანუ ალპურ ორჭიდს.თხილამურობის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Ski – FIS) დაარსდა 1924 წლის 2 თებერვალს შამონიში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: ავსტრია, აშშ, დიდი ბრიანეთი, იტალია, იუგოსლავია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია და ჩეხოსლოვაკია. აერთიანებს 101 ქვეყნის ფედერაციას.

ფიგურული ციგურაობა

ფიგურული ციგურაობა. ზამთრის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივად მიმზიდველი სახეობა. გამოირჩევა საინტერესო მხატვრული პროგრამით,

Page 19: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

ყინულზე სრიალის მრავალფეროვანი ტექნიკური ელემენტებით, ნახტომისა და ტრიალის კომბინაციებით.ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1891 წლიდან, ქალთა შორის – 1930-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის -1896-იდან, ქალთა შორის – 1906-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1908-იდან (კაცები, ქალები.)საქართველოს ფიგურული ციგურაობის ასოციაცია შეიქმნა 1992 წლის აპრილში. ხელმძღვანელობს ამ სახეობის განვითარებას საქართველოში. უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელიც იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. ასოციაციას ჰყავს პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი. მოქმედებს მწვრთნელთა და მსაჯთა საბჭოები, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი.1992 წლის ოქტომბრიდან ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის (ISU) წევრია.

ჩქაროსნული ციგურაობა

ჩქაროსნული ციგურაობა (ციგურებით რბოლა). ზამთრის სპორტის სახეობა, ჩქაროსნული რბოლა ციგურებით ყინულზე, დახშულ წრეზე.ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1893 წლიდან, ქალთა შორის – 1970-იდან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის – 1893-იდან, ქალთა შორის – 1936-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1924-იდან – კაცები, 1960-იდან – ქალები. 

ფრისტაილი

ფრისტაილი (ინგლ. freestyle, სიტყვასიტყვით _ თავისუფალი, ლაღი სტილი). სამთო-სათხილამურო მრავალჭიდი. შეიცავს სათხილამურო ბალეტს, საჰაერო-სათხილამურო

Page 20: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

აკრობატიკას და მოგულს.მსოფლიოს თასი თამაშდება 1978 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება 1986-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: მოგული _ 1992-იდან, საჰაერო აკრობატიკა _ 1994-იდან. 

ოლიმპიური თამაშების ემბლემები და სტატისტიკა. ზაფხულის თამაშები 1996-2016.

1996 წლის ზაფხული ოლიმპიური თამაშები, ოფიციალურად ზაფხულის XXVI ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1996 წლის 19 ივლისიდან - 4 აგვისტომდე აშშ-ის ქალაქ ატლანტაში. სპორტის 26 სახეობაში გათამაშდა მედლების 271 კომპლექტი.

Page 21: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

2000 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ან ათასწლეულის თამაშები/ახალი ათასწლეულის თამაშები, ოფიციალურად ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 2000 წლის 15 სექტემბრიდან - 1 ოქტომბრამდე ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში. სპორტის 28 სახეობაში გათამაშდა მედლების 300 კომპლექტი.

2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად, XXVIII ოლიმპიადის თამაშები — მნიშვნელოვანი სახალხო და სპორტული მოვლენა რომელმაც სტარტი აიღო ათენში, საბერძნეთში, 8 აგვისტოს (ფეხბურთი რამდენიმე დღით ადრე დაიწყო) და დასრულდა 24 აგვისტოს. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 10 625 ათლეტი, სპორტსმენები ჩამოვიდნენ 201 ქვეყნიდან.ოლიმპიადა ათენში პირველად ჩატარდა 1896 წლის ოლიმპიადის შემდეგ.

2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ოფიციალურად XXIX ოლიმპიადის თამაშები — მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, რომელიც პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ჩატარდა 8-24 აგვისტოს, 2008 წელს. 28 სპორტის სახეობის 302 ღონისძიებაში 10.500 ათლეტი იღებს მონაწილეობას.

Page 22: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ოფიციალურად XXX ოლიმპიური თამაშები — საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, რომელიც გაიმართა 2012 წლის 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში. სპორტის 26 სახეობის 302 შეჯიბრში 10,500 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ოფიციალურად XXXI ოლიმპიური თამაშები — საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, რომელიც 2016 წლის 5 აგვისტოდან 21 აგვისტომდე ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა. რიო 2016 სამხრეთ ამერიკაში ჩატარებული პირველი ოლიმპიური თამაშებია.

Page 23: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო

სპორტის ოლიმპიური სახეობები

Page 24: ჩოგბურთი - geosport.c1.bizgeosport.c1.biz/Word_Lesson_2_ge_2.docx · Web viewოთხწლიანი პერიოდი ერთმანეთის მომდევნო