db ახალციხე 2014წ....

15
1 ბიულეტენი N13 აპრილი-ივნისი ახალციხე 2014წ. გზა წარმატებისაკენ! www.civics.ge www.Initiatives.ge www.facebook/ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი www.facebook/initiatives publikacia momzadebuli da gamocemulia axalcixis axalgazrduli centris `samoqalaqo ganaTlebis da pedagogTa gadamzadebis programis~ farglebSi, romelic xorcieldeba amerikuli organizacia PH International-is mier - aSS saerTaSoriso ganviTarebis saagentos (USAID) finansuri mxardaWeriT. publikaciaSi mocemuli informacia ar warmoadgens amerikis SeerTebuli Statebis mTavrobis oficialur informacias da ar asaxavs aSS saerTaSoriso ganviTarebis saagentos an aSS mTavrobis mosazrebebsa da poziciebs.

Upload: others

Post on 06-Mar-2020

5 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

1

DB

ბიულეტენი N13 აპრილი-ივნისიახალციხე

2014წ.

გზა წარმატებისაკენ!

www.civics.ge www.Initiatives.ge

www.facebook/ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი www.facebook/initiatives

publikacia momzadebuli da gamocemulia axalcixis axalgazrduli centris `samoqalaqo ganaTlebis dapedagogTa gadamzadebis programis~ farglebSi, romelic xorcieldeba amerikuli organizacia PH International-is

mier - aSS saerTaSoriso ganviTarebis saagentos (USAID) finansuri mxardaWeriT. publikaciaSi mocemuliinformacia ar warmoadgens amerikis SeerTebuli Statebis mTavrobis oficialur informacias da ar asaxavs aSS

saerTaSoriso ganviTarebis saagentos an aSS mTavrobis mosazrebebsa

da poziciebs.

2

ახალციხეში სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკისშემაჯამაბელი ფორუმი ჩტარდა

2014 წლის 14 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისსხდომათა დარბაზში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთაგადამზადების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციისახალგაზრდული ბანაკის შემაჯამებელი ფორუმი ჩატარდა.ფორუმზე წარმოდგენილი იყო სამცხე-ჯავახეთშიგანხორციელებული 6 პროექტის ამსახველი ფოტო-მასალა.ფორუმი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმამარინე სუდაძემ გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

ფორუმზე გაიმართა ფილმის ჩვენება, რომელიც შექმნილი იყო სამოქალაქო ინტეგრაციისახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში. სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკისფარგლებში სამოქალაქო კლუბების მიერ ჩატარებული ღონისძიებების პრეზენტაცია მოეწყო. რისშემდეგაც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამისწარმომადგენელებმა ქ-ნებმა თეა მშვენიერაძემ და მანანაყუბანეიშვილმა შეაჯამეს შედეგები. მათ სამოქალაქო კლუბისწევრებს, მოწვეულ სტუმრებს, პროექტის ყველა მონაწილესსიტყვით მიმართეს და მადლობა გადაუხადესთანამშრომლობისათვის. ღონისძიების დასასრულს ახალციხისახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა და პროგრამისწარმომადგენელმა პროექტების განხორციელებაში ჩართულისამოქალაქო განათლების პედაგოგები და კლუბის წევრებისერთიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს, ხოლო ყველაზე აქტიურ 6 მონაწილეს(საპროექტო ჯგუფიდან თითოს) პლანშეტური კომპიუტერები (თაბები) გადაეცათ. ღონისძიებასესწრებოდნენ ბანაკის საპროექტო ჯგუფების მხარდამჭერები: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისგამგეობის კულტურისა და სპორტის მთავარი სპეციალისტი ვაჰე ირიციანი, ნინოწმინდისმუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე სოფელ დიდი ხანჩალის დეპუტატისედრაკ შახვაზიანი, სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში შექმნილი

ფილმის ავტორი ქ-ნი ხათუნა ღუღუნიშვილი, ბანაკისფარგლებში მოწვეული სპეციალისტი ახალციხის ასოციაცია„ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ქ-ნი ცირა მესხიშვილი,რომლებმაც არაერთ ღონისძიებაზე საკუთარი წვლილი შეიტანესსაპროექტო იდეების ხარისხიანად განხორციელებისათვის.

ფორუმის ბოლოს მონაწილეებისათვის მოეწყო მეგობრულისუფრა, სადილის შემდეგ, კი ახალციხის ციხე მოინახულეს.

აღნიშნული ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით ტელეკომპანია მე-9 არხით.

3

ტრენინგი თემაზე: „ პროექტის წერა და მართვა“ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალდაბის და ყვიბისის

საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებს მცირე გრანტებისპროექტის კოორდინატორმა მეგი ბერიძემ ჩაუტარა ტრენინგი თემაზე“პროექტის წერა და მართვა“. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდატრენინგის მონაწილეთათვის საგრანტო ტერმინოლოგიის გაცნობა-შესწავლა, რეგიონისათვის სპეციფიური და საჭირო თემატიკისკვლევა, საგრანტო განაცხადის შევსების, ბიუჯეტისა და

განხორციელების გეგმის შედგენის შესწავლა და სხვადასხავა სტრუქტურებთან თანამშრომლობისსწავლება. ტრენინგის დაწყებისას „ტვინის შტურმის“ მეთოდით ტრენინგის მონაწილეებმასაკუთარი მოსაზრება გამოთქვეს ტერმინების შესახებ: გრანტი, პრობლემა, მიზანი, დონორი,ბენეფიციარი, განხორციელების გეგმა, ბიუჯეტი, თანამონაწილეობა, პოტენციური მხარდამჭერი.მოსწავლეებს ზუსტი განმარტება მიეწოდათ აღნიშნულ ტერმინებთან დაკავშირებით. ტრენინგისმონაწილეებმა გამოკვეთეს მათი თვალსაზრისით სკოლისათვის საჭირო და პრობლემური თემა.ახალგაზრდებმა იმუშავეს თემაზე: „სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ შერჩეულიკონკრეტული სფეროს მიხედვით შეიმუშავეს პროექტი. განსაზღვრეს პრობლემა, მიზანი, შედეგი,დაასახელეს პოტენციური მხარდაჭერები. შეიმუშავეს ბიუჯეტი და განხორციელების გეგმა.

9 აპრილის ღონისძიება "ქართულ-სომხური ძმობა"

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის სომხურენოვანსაჯარო სკოლაში 9 აპრილს, დაღუპულთა პატივსაცემად,ღონისძიება ჩატარდა სახელწოდებით "ქართულ-სომხურიძმობა", რაც გულისხმობდა 9 აპრილის ტრაგიკული დღისგახსენებას. ღონისძიების ორგანიზატორი სოფელ დამალისსაჯარო სკოლის ადმინისტრაცია და სამოქალაქო კლუბი„მერკური“ იყო. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ,როგორც სამოქალაქო კლუბის წევრები ასევე სხვა

მოსწავლეები, მშობლები და თემის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები დაისტორიული ფაქტები გაიხსენეს. „დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ პატივს მივაგებთ ამ საშინელდღეს დაღუპულ გმირებს. ეს დღე საქართველოს ტკივილად რჩება". - აღნიშნა დამალის სკოლისსამოქალაქო კლუბის მეურვემ მარინა ბროიანმა. „ქართველო მეგობრებო, ჩვენ სომხებისაუკუნეების განმავლობაში თქვენს გვერდით ვიყავით, ვართ და ვიქნებით!“ – აღნიშნულისიტყვებით და სურათებით კედლის გაზეთები მოამზადეს კლუბის წევრებმა, რომელიც დამალისსაჯარო სკოლის ფოიეში განთავსდა. ღონისძიების მიზანი იყო სამოქალაქო კლუბის წევრებსგაეთავისებინათ და 25 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ 9 აპრილი და წუთიერიდუმილით პატივი მიეგოთ ამ დღეს დაღუპულ გმირებისათვის.

4

"ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო განათლებას"ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯაროსკოლაში 11 აპრილს ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: "ჩვენვსწავლობთ სამოქალაქო განათლებას". სოფელ დიდი სმადისსაჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს სტუმრად მოწვეული ჰყავდასოფ. არლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი.ინტელექტუალური თამაშში მონაწილეობა მიიღო ორმა გუნდმა,,იმედმა“ და ,,მეგზურმა“. თამაში ჩატარდა ორ ეტაპად, პირველიეტაპი მოიცავდა კითხვებზე პასუხების გაცემას (კითხვარები

მომზადებული იყო დამხმარე სახლმძღვანელოებიდან), ხოლო მეორე ეტაპი იყო "მუსიკალურილიგა" სადაც სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ფონოგრამაზე შეასრულეს საბავშვო დაცნობილი სიმღერები კინოფილმებიდან. ღონისძიება მოეწყო დიდი სმადის სამოქალაქოგანათლების პედაგოგის ქ–ნი მარი ტყემალაძის ინიციატივით, ღონისძიებას ესწრებოდა ამავესკოლის დირექტორი ქ–ნი ირმა ქიმაძე, სოფლის რწმუნებული, სკოლის სამეურვეო საბჭო და 30-მდე მოსწავლე. სოფ. არლის საჯარო სკოლის სმოქალაქო განათლების პედაგოგმა ქ–ნმა ეთერკაჭკჭაშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ინიციატორს, სკოლის დირექტორს დაახალციხის ახალგაზრდულ ცენტრს აქტიური მხარდაჭერისათვის. მოსწავლეებს მოუწოდა, რომხშირად მოაწყონ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რადგან ეს ხელს შეუწყობს მათ დაიმკვიდრონთავი სამოქალაქო საზოგადოებაში. ღონისძიების დასასრულს ახალციხის ახალგაზრდულიცენტრის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებს პროექტშიაქტიურად ჩართვისათვის და საჩუქრად გადასცა წიგნები.

ისტორიული ძეგლების გაცნობა და ინტეგრაცია

15 აპრილს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლზე„კოხტას ციხეზე“ აწყვიტის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ„პრესტიჟის“ აქტიური წევრებისათვის ექსკურსია მოეწყო. ღონისძიებასსოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვეპედაგოგი ზეინაბ ივანიძე ხელმძღვანელობდა, ექსკურსიისმგზავრობის ხარჯები სოფლის რწმუნებულის ჯიმშერ ტატურაშვილისდაფინანსებით მოხდა, თავისი დამოკიდებულება სოფლისრწმუნებულმა წარმატებული კლუბისათვის ამ საჩუქრით გამოხატა.ექსკურსიას კოხტას ციხეზე მთავარ მიზანს ინტეგრაციის ხელშეწყობაწარმოადგენდა, აწყვიტის სამოქალაქოკლუბს შეუერთდნენ დამალის საჯარო

სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები და კლუბის მეურვე მარინაბროიანი, რომლებმაც მეგზურობა გაუწია აწყვიტის სკოლას.აღნიშნული ღონისძიებით ქართველმა და სომეხმა მოსწავლეებმასაკუთარ მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული ძეგლებისშესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეიტყვეს, განივითარესურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთთან დამოკიდებულებებისქცევები, დასახეს სამომავლო გეგმები. სკოლაში დაბრუნებულმა კლუბის წევრებმაშთაბეჭდილებები გაუზიარეს თანატოლებს და მადლიერება გამოხატეს ხელმძღვანელებისმიმართ. გასვლითი ღონისძიებები ახალ ენერგიას და ხალისს მატებს მოსწავლეებს.

5

სამოქალაქო კლუბის წევრები ახალქალაქის სასამართლოში

22 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლისსამოქალაქო კლუბის წევრები ახალქალაქის სასამართლოსესტუმრნენ. კლუბის წევრები სასამართლოს სხდომას დაესწრნენ,რომელსაც არარატ ესოიანი მართავდა. სასამართლო სხდომისშემდეგ, მოსამართლემ მოსწავლეებს სხვადასხვა შეკითხვებზეგასცა პასუხი, რაც ეხებოდა დანაშაულთა ჩადენის რიცხვს დასასამართლოში მოხვედრილ მსჯავრდებულებს. ასევემოსამართლისა და სასამართლოს მუშაობის პრინციპებს.ღონისძიების დასასრულს კლუბის წევრებმა დაათვალიერეს

სასამართლოს შენობა და გაეცვნენ სასამართლოში მომუშავე კადრებს.

სოციალური კვლევის მეთოდები

ბორჯომის მუნიციპალიტის სოფ. ახალდაბის, ყვიბისის, სოფვარხნის და აბასთუმნის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბისწევრებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე: ,,სოციალური კვლევისმეთოდები“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ამავე საჯაროსკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა. ტრენინგისმონაწილეთათვის ტრენინგი საინტერესო აღმოჩნდა, კლუბისწევრები გაეცვნენ სოციალური კვლევის მეთოდებს, გამოკითხვის

სხვადასხვა ტიპებს და დაგეგმეს კვლევის ჩატარება თავიანთ თემში სოციალური პრობლემებისგამოსავლენად.

თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი ჯანსაღ ცხოვრების წესზე

24 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველის საჯაროსკოლის სამოქალაქო კლუბ „ურაველის“ წევრებმათანასკოლელებისათვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: ,,ჯანსაღიცხოვრების წესი''. ურაველის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბისწევრებმა შეარჩიეს ტრენინგისათვის VII –IX კლასის მოსწავლეები.მათ გამოიყენეს პროგრამის ფარგლებში შექმნილი საიტი civics.ge-სონლაინ ბიბლიოთეკა. ტრენინგის

მონაწილეებმა ნახეს სამოქალაქო კლუბის წევრების მიერმომზადებული კედლის გაზეთები, მასალა და ვიდეო რგოლი, რისშემდეგაც მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია.მნიშვნელოვანია, რომ თანატოლებს შორის გაიმართა საუბარიჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, რადგან თავიდანვემოხდეს მოზარდებისათვის სწორი გზის მითითება. ღონისძიებამურაველის საჯარო სკოლის მოსწავლეებში დიდი მოწონებადაიმსახურა და მზად ყოფნა გამოთქვეს მსგავსი ტიპის ღონისძიებების განმეორებითმონაწილეობაზე.

6

დედამიწის დღე ახალციხეში

ახალციხის N6 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთანდაკავშირებით სამოქალაქო კლუბმა “დისპერსიამ” ღონისძიებამოაწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის VII, VIII, IX, X,XIკლასის მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის დირექცია.ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში აღნიშნული დღისადმიცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვითი კულტურისდამკვიდრება და ზრუნვა. კლუბის მონაწილეებმა წარმოადგინეს

პრეზენტაციები სახელწოდებით „დედამიწის დღე“ , ეკოლოგიური საფრთხეები და სტატისტიკა.კლუბის ლიდერმა მარიამ მოსიაშვილმა მონაწილეებს გააცნო თავისი ბლოგიwww.chemibuneba.wordpress.com და ესაუბრა საკუთარიბლოგის შესახებ, რომელმაც მარიამს პირველი ადგილიმოუტანა ნომინაციაში ბუნების დამცველი. სასწავლო პროცესისგანმავლობაში კლუბის ინიციატივით სკოლაში გამოირთოსინათლე, ხოლო ელექტო ზარი შეცვალა მექანიკურმა ზარმა,გეოგრაფიის მასწავლებელმა მანანა გოგოლაძემ ისაუბრა იმგლობალურ გამოწვევებზე, რაც დედამიწის წინაშე დგას. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმამსვლელობა მოაწყეს პლაკატებით და შეუერთდნენ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისღონისძიებას, სადაც გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია.

გარემოსდაცვითი კვირეული ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში

15 მაისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში სამოქალაქოგანათლების პედაგოგის ნინო ღონღაძის ორგანიზებითა დასამოქალაქო კლუბის წევრების, ახალგაზრდების ინიციატივითგანხორციელდა გარემოსდაცვითი კვირეული. გარემოსდაცვისსამინისტრომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს ნარგავები გადასცადასარგავად; მურადი ჩადუნელმა, მალხაზი ჩადუნელმა, თემურხუხუნაიშვილმა და ახალდაბის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის

წევრებმა ერთობლივად დარგეს ფოთლოვანი ხეები სკოლის ეზოს ტერიტორიაზე, გაჩეხილფერდობებზე და ახალდაბის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. გამწვანების აქციის შემდეგ,სამოქალაქო კლუბის წევრებმა შექმნეს ნახატები თემაზე “დედამიწა”,სადაც უმცროს კლასელებიც ჩაერთვნენ. გარემოსდაცვითი კვირეულისახალისო თამაშით დასრულდა, რაც გულისხმობდა დიდი წრისგაკეთებას. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ, ახალდაბისახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები დაადგილობრივი თვითმმართველობა.

7

დედამიწის დღე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში

26 აპრილს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევისსაჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "მზერამ" დედამიწისდღესთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობისწარმომადგენლებთან თანამშრომლობით ცაცხვისა და ვერხვისნერგები სკოლის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო.ნერგები კლუბს სოფლის საკრებულოს უფროსმა სპეციალისტმაპავლე მეხრიშვილმა გადასცადა თავადაც მიიღო

მონაწილეობა გამწვანების აქციაში. კლუბის წევრებმადედამიწის დღესთან დაკავშირებით ტრაფარეტებიმოამზადეს, სადაც დედამიწის დაცვის შესახებ ინფორმაციებიგანათავსეს. ღონისძიებას სამოქალაქო კლუბის წევრებთანერთად ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მშობლები.

სოციალური მედიის ტრენინგები

გრძელდება სოციალური მედიის ტრენინგი სამცხე-ჯავახეთისრეგიონში მდებარე საჯარო სკოლებში, რომელიც სამოქალაქოგანათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებშიხორციელდება. სოციალური მედიისტრენინგი აღნიშნული პროექტის მონაწილე- უდის #1 საჯარო, აწყურის და კლდისსაჯარო სკოლებში ჩატარდა. ტრენინგს ამავე

საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის აქტიური მოსწავლეებიესწრებოდნენ. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები გაეცვნენ ვიდეოპორტალს Civics.ge-ს, შექმნეს ელექტრონული ფოსტა, შემდეგ განიხილესსხვადასხვა ნომინაციები და სასურველ თემებზეც შექმნეს ბლოგები. ასევეშეიქმნა ტრენინგის მონაწილე საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ბლოგები, სადაც მოხდებაიმ ღონისძიებებისა და აქტივობების განთავსება, რომელსაც განახორციელებენ სკოლაში. ,,ეს დღეჩემთვის სასარგებლო და ნაყოფიერი იყო, ამის შემდეგ თავისუფალ დორს დავუთმობ ჩემს ბლოგს,ვეცდები, რომ წარმატებული ბლოგერი გავხდე “ - აღნიშნა უდის #1 საჯარო სკოლის მოსწავლემლილი მღებრიშვილმა. მოსწავლეებში სოციალური მედიის ცოდნისა და უნარ-ჩვევებისგანვითარება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ერთერთიმნიშვნელოვანი ნაწილია.

8

“ მომავლის ბაღი”სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში

განხორციელდა პროექტი „მომავლის ბაღი“.აღნიშნული პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობის

მხარდაჭერითა და პარტნიორი სკოლების: სოფ. ჭობისხევის, სოფ. ფოკის, ქ.ახალქალაქის N1, N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების,მონაწილეობით განხორციელდა. 2014 წლის 26 მარტს სამოქალაქოგანათლების პედაგოგის ელენე გოგოლაძის, ბანაკის მონაწილე პედაგოგისია ქოზაშვილის ორგანიზებით და კლუბის ლიდერის, სამოქალაქოინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილის, ტრისტანსამსონაშვილის თაოსნობით სოფელ ჭობისხევის სკოლის მიმდებარე

ტერიტორია გამწვანდა, რომლისათვისაც ფიჭვის ნერგები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სატყეომეურნეობამ გამოყო. პროექტის ფარგლებში მწვანე მონასტერისტერიტორიზე ფოლკლორული საღამო გაიმართა, სადაც მონაწილესკოლის წარმომადგენლებმა სიმღერებით და ცეკვებით წარმოადგინესთავიანთი ერის კულტურა. ერთობლივად შეასრულეს ქართულიხალხური ცეკვები. ამავე წლის 4 აპრილს კი ქ. ახალქალაქის #1 და #3საჯარო სკოლებში მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რომელსაცესწრებოდა ახალქალაქის გამგეობის სპეციალისტი გოჰარ ხაჩატურიანი.გამოფენის შემდეგ აღნიშნულ საჯარო სკოლებში დაირგო ნერგები.ახალქალაქის #3 საჯარო სკოლაში ჩატარდა „მხიარული სტარტები“, სადაც პროექტის მონაწილემოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, შეჯიბრების დასასრულს მათ გადაეცათ პროექტის

ბიუჯეტით განსაზღვრული საჩუქრები. აღნიშნული ღონისძიება ქ.ახალქალაქის #1 და #3 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბისმეურვეების ჟანა ხაჩტურიანისა და ერანიკ მაკარიანის ორგანიზებითდა კლუბის ლიდერების, სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულიბანაკის მონაწილეების, ტატია მოსოიანისა და გოჰარ გიულმისარიანისთაოსნობით ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისწარმომადგენლები და ზემოთ ჩამოთვლილი სკოლების დირექციის წარმომადგენლები.

საინფორმაციო ბანერის დამონტაჟება სოფ. რუსთავის ცენტრშიასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ.რუსთავის სკოლის სამოქალაქო

კლუბის წევრებმა მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში 2 მაისსსოფლის ცენტრში დაამონტაჟეს საინფორმაციო ბანერი. ვინაიდანპროექტი ითვალისწინებდა თანამშრომლობას ადგილობრივთვითმმართველობასთან. ტერიტორიის გამოყოფა და ბანერისდამზადება უზრუნველყო სოფლის ტერიტორული მოწყობის

რწმუნებულმა ბ-ნ არჩილ კახაძემ, რომელმაც კლუბის წევრებთან ერთადმონაწილეობა მიიღო აღნიშნული ბანერის დამონტაჟებაში. როგორცბატონმა არჩილმა აღნიშნა მიესალმება ახალგაზრდების ინიციატივას,რადგან ისინი ფიქრობენ უკეთეს მომავალზე. ახლგაზრდებს დახმარებაგაუწიეს პედაგოგებმა და მშობლებმა. ახალციხის ახალგაზრდულიცენტრის წარმომადგენლებმა კი კლუბის წევრებს გადასცესსაინფორმაციო დაფა, რომელიც სკოლის ფოიეში განთავსდა. ღონისძიებაგააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ.

9

ვიზიტი ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

7 მაისს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით სამოქალაქო კლუბის წევრებიეწვივნენ ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ბიბლიოთეკისმენეჯერმა თინათინ კაპანაძემ დეტალურად დაათვალიერებინამოსწავლეებს ბიბლიოთეკა, მისი მუშაობის პრინციპები, ახალიინვენტარი და განახლებული ლიტერატურა. გააცნო ასევესაბიბლიოთეკო პროგრამის მუშაობა. ერთ-ერთი მათგანი- გაგაზედგინიძე დარეგისტრირდა კიდეც ბიბლიოთეკაში ელექტრონულიპროგრამით. ვიზიტის სხვა მონაწილეები დაინტერესდნენ ბიბლიოთეკის მენეჯერის მიერწარდგენილი ახალი ლიტერატურით, რომელიც ყოველწლიურად განახლებადია, შეარჩიესთავიანთთვის საინტერესო წიგნი და წასაკითხად გაიტანეს. იზო აფრიამაშვილმა აღნიშნა:„დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩემთვის, გავეცანი ახალ საბიბლიოთეკო პროგრამას,რომელიც დამეხმარება უფრო მარტივად მოვიძიო ჩემთვის სასურველი ინფორმაცია“. ვიზიტისმიზანი იყო ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა, ყველა იმ საშუალებისგაცნობა, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა. ვიზიტინაყოფიერი აღმოჩნდა სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის.

ნაბიჯი ინტეგრაციისაკენ5 მაისს ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისპედაგოგის ერანუი მაკარიანის ხელშეწყობით სამოქალაქო კლუბისწევრები, სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს ესტუმრნენ. ქ.ახალქალაქის სარეაბილიტაციო ცენტრში ძირითადად შშმპ-ბი არიანდა სხვადასხვა სასარგებლო უნარ-ჩვევებთან ერთად საოჯახონივთებისა და სუვენირების მომზადებას სწავლობენ. სამოქალაქოკლუბის წევრებმა სუვენირების მომზადების გაკვეთილზე ცენტრის

აღსაზრდელებთან ერთად ქართული ტრადიციული ტექნოლოგიითდაამუშავეს თექა და საინტერესო სუვენირები დაამზადეს. ერთობლივიღონისძიებით ძალიან გახარებული იყვნენ ცენტრის აღსაზრდელები დამონაწილე სამოქალაქო კლუბის წევრები. აღნიშნული ინიციატივითსამოქალაქო კლუბის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მეგობრობა ყველაზემნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯია ინტეგრაციისაკენ.

10

სოფ. ოშორასა და სოფ. დამალაში მიმანიშნებელი ტრაფარეტების განთავსებასამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის,

ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში. ასპინძის ჯგუფისახალგაზრდების მიერ წამოიჭრა პრობლემა თემის ინფრასტრუქტურისმოწესრიგებასთან დაკავშირებით. კერძოდ სოფ. ოშორისა და სოფ.დამალის ახალგაზრდებმა დასვეს საკითხი, რომ არ არსებობდა მათსოფელში მისასვლელ გზაზე მანიშნებელი ტრაფარეტები, სადაც კმ-ების გამოსახვით იქნებოდა აღნიშნული დაშორება რაიონულიცენტრიდან სოფლებამდე, ასევე ბანერზე განთავსებული იქნებოდა

სოფლებში არსებული ისტორიული ძეგლები, რადგან ცენტრალურ გზაზემიმავალ ტურისტებს გაადვილებოდათ ამ სოფლში მისვლა დაისტორიული ძეგლების მონახულება. ოშორისა და დამალის საჯაროსკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური მოსწავლეები შეხვდნენასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ლევან ცაბაძეს, სადაცდასვევს საკითხი ამ ტრაფარეტების დამზადებასთან დაკავშირებით.აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი მოსაგვარებელი იყო ასპინძისმუნიციპალიტეტის მიერ და მათ უნდა გამოეყოთ სპეციალური ადგილები,სადაც განთავსდებოდა ეს მანიშნებელი ტრაფარეტები. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელშეწყობით და სოფლის თემის დახმარებითაღნიშნული ტრაფარეტები მონიშნულ ადგილას განთავსდა. დამატებითი ხარჯები კი გაიღოსოფლის თემმა.

ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ასოციაცია „ტოლერანტი“-ში

არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის პრინციპი მეტადაქტუალური თემაა ახალგაზრდებში, სამოქალაქო კლუბის წევრებმაგამოთქვეს სურვილი გასცნობოდნენ ერთ-ერთ არასამთავრობოორგანიზაციის მუშაობის პრინციპს. 2014 წლის 8 მაისს სამოქალაქოკლუბის წევრები ეწვივნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურასოციაცია „ტოლერანტს“. ახალგაზრდებს გიდობა გაუწიაასოციაციის თავმჯდომარემ ქალბატონმა ცირა მესხიშვილმა,რომელმაც მათ დაწვრილებით გააცნო ორგანიზაციის მუშაობის

შედეგები, უამბო ასოციაციის დაარსების და საქმიანობის შესახებ. ქალბატონმა ცირამმოსწავლეებს გააცნო ორგანიზაციის თანამშრომლები დადაათვალიერებინა თავიანთი სამუშაო გარემო. ვიზიტის მიზანიიყო ახალგაზრდები გასცნობოდნენ სხვა პროფილით მომუშავეარასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მეტად საინტერესოაღმოჩნდა მათთვის. სამოქალაქო კლუბის წევრებმა გაიგეს იმაქტუალური პრობლემების შესახებ, რომელიც აწუხებთ თავიანთთანატოლებს. ქ. ახალციხის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე თორნიკემეტრეველი აღნიშნავს „ვიზიტი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდაჩემთვის, გავეცანი ორგანიზაციას, სადაც ხდება პრობაციონერთა დახმარება, ვთვლი რომ ამადამიანებს ნამდვილად ესაჭიროებათ ჩვენი გვერდში დგომა“.

11

პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სამი პედაგოგი დაჯილდოვდა

ქალაქ თბილისში 3 მაისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში”,სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიურიკონფერენცია-გამოფენა ჩატარდა, ფორუმში მონაწილეობა მიიღოსაქართველოს რეგიონის 350 პედაგოგმა და მოწვეულმა სტუმრებმა.ღონისძიების მონაწილეები გაეცვნენ სამოქალაქო განათლების სფეროსსიახლეებსა და ინოვაციებს, მიიღეს ინფორმაცია პროფესიულიგანვითარების შესაძლებლობების შესახებ. კონფერენციისმონაწილეებს მიესალმნენ აშშ საერთაშორისო განვითარების

სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი, ბ-ნი სტივენ ჰეიკინი, საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური და ქ-ნი მარინა უშვერიძე, სამოქალაქოგანათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი. ქ-ნმა მარინა უშვერიძემისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საქმიანობაზე დაშედეგებზე. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობაზე ისაუბრა სამოქალაქოგანათლების პედაგოგთა ფორუმის გამგეობის თავმჯდომარემ ქ-მა ნინო ბესელიამ; სამოქალაქოგანათლების სწავლების განვითარერბის სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინაისტორიისა და სამოქალაქო განათლების ექსპერტმა ნიკოლოზ სილაგაძემ; ეროვნული სასწავლოგეგმებისა და შეფასების ცენტრის პედაგოგების პროფესიულიგანვითარების განახლებული სქემა მასწავლებლებს პედაგოგთაპროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა ქ-მამანანა რატიანმა გააცნო. სტუმრებმა და მონაწილეებმა დაათვალიერესსამოქალაქო კლუბების საქმიანობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.ფორუმის მონაწილე პედაგოგები, მათი ინტერესებისგათვალისწინებით, დაესწრნენ სემინარებს, რომელთა სადისკუსიოთემები იყო: სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებისგამოყენება (ფასილიტატორები: ნინი ბესელია, ნონა ფიფია), გენდერული განზომილებათანამედროვე მოქალაქის აღზრდაში (ფასილიტატორი: ნინო გოგოლაძე), დებატები- მიზანი თუსაშუალება (ფასილიტატორები: თეა ლობჟანიძე, მარი აბულაძე), სამოქალაქო განათლებისსაგნობრივი პროგრამები (ფასილიტატორი: ნიკო სილაგაძე). კონფერენციის დასასრულს წლის

საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დაჯილდოებისსაზეიმო ცერემონიალი გაიმართა. სამოქალაქო განათლების ფორუმისსაპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლებისწლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი გადაეცა თერთმეტი რეგიონისთერთმეტ საუკეთესო პედაგოგს მათ შორის დაჯილდოვდაახალციხის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგიმანანა დათებაშვილი. სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესომეურვედ დასახელდა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. დამალის

სომხურენოვანი საჯარო სკოლის პედაგოგი მარინა ბროიანი, წარმატებული სამოქალაქოგანათლების პედაგოგად კი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. აწყვიტის საჯარო სკოლისპედაგოგი ზეინაბ ივანიძე. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ჩატარდა სამოქალაქოგანათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებსორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC)პარტნიორობით. ფორუმი გაშუქდა ტელეკომპანიების -”იმედის”, ”ერთსულოვნების” და ”აჭარას”მიერ.

12

„ბორჯომი ტურიზმის ქალაქია“ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების

სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაწერეს პროექტი სახელწოდებით,,ერთად ტურიზმის განვითარებისათვის“. 2014 წლის 7 მარტს ფორუმისმონაწილე მოსწავლეები ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელსბატონ დიმიტრი ბერიძეს შეხვდნენ და წარუდგინეს შემუშავებულისარეკლამო ბანერის ნიმუში, რომელზეც იქნებოდა წარწერა - „ბორჯომიტურიზმის ქალაქია“. აღნიშნული ბანერისგანთავსებისათვის ადგილის შერჩევა გამგებელს

სთხოვეს. მარტის თვის ბოლოს, ბატონ დიმიტრი ბერიძეს ოფიციალურიწერილი გაეგზავნა, სადაც ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებიითხოვდნენ ინფორმაციას, თუ სად განთავსდებოდა აღნიშნული ბანერი დარომ მათ გამგეობა დახმარებოდა პროექტის განხორციელების პროცესში.

ამა წლის 20 მაისს ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე სკოლებისა დაადგილობრივი თვითმართველობის ხელშეწყობით ქ. ბორჯომისშემოსასვლელში, თვალსაჩინო ადგილას განათავსდა ბანერი. დამონტაჟებაშიმონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე ბორჯომის მუნიციპალიტეტისპარტნიორი საჯარო სკოლის მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობა და მოსახლეობა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სოციალური გვერდი, სადაც დატანილია ბორჯომში არსებულიღირსშესანიშნაობები. ბანერის განთავსება გააშუქა ტელეკომპანია „ბორჯომმა“.

ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციანინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. განძის N1 და ბორჯომისმუნიციპალიტეტის სოფ. რველის საჯარო სკოლებში ჩატარდატრენინგი თემაზე: ეფექტური კომუნიკაცია. ტრენინგში მონაწილეობამიიღეს ამავე საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა.ტრენინგი დაიწყო ორგანიზაციისა და კომპონენტის მიმოხილვით,მონაწილეებმა შეასრულეს გაცნობის სავარჯიშო „სახელი დაზედსართავი სახელი“, გუნდის შეკვრის სავარჯიშო „კოშკები“ დაენერჯაიზერები, რომლებიც მიმართული იყო გუნდში (კლუბში)

ეფექტური მუშაობის უნარ-ჩვევების განსავითარებლად. მონაწილეები გაეცვნენ ეფექტურიპრეზენტაციის მომზადების ეტაპებს და ჯგუფებში მოამზადესსაკლუბო ღონისძიების პრეზენტაცია მიღებული ინფორმაციისგათვალისწინებით. ასევე გაეცვნენ კომუნიკაციის სახეებს და ფორმებსმიმართულების მიხედვით, ინტერპერსონალურ კომუნიკაციას,სიტყვიერ კომუნიკაციას (აგიტაცია, პროპაგანდა, დიალოგი), ტექნიკურკომუნიკაციას (ტელეკომუნიკაცია), ჯგუფურ კომუნიკაციას(მარკეტინგი), კულტურათაშორის კომუნიკაციას. შესრულდაროლური სავარჯიშოები, განხილულ იქნა სუბიექტური რეალობა, ოპტიკური ილუზიისმაგალითზე. თითოეულმა ჯგუფმა აგრეთვე გასცა უკუკავშირი.

ტრენინგის მიზნას წარმოადგენდა: მონაწილეებს მიეღოთ წარმოდგენა სასკოლო სამოქალაქოკლუბებისა და მათი მუშაობის არსის შესახებ. გაცნობოდნენ კლუბში მუშაობისათვის შესაბამისიუნარ-ჩვევებს, სამოქალაქო განათლების არსს და კლუბური საქმიანობის წარმართვის მეთოდებს.

13

დისკუსია თემაზე: ,,სსმ ბავშვი ჩვენს გვერდით“

6 მაისს აწყვიტის საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე: ,,უნდა სწავლობდეს თუ არა სსმბავში ჩვენს გვერდით“, რომელსაც უძღვებოდნენ კლუბის ლიდერიმოსწავლეები: ანა ბერიძე და ლია ივანიძე. დისკუსიაში კლუბისყველა წევრი მონაწილეობდა. არგუმენტირებული მსჯელობისასგამოიკვეთა განსხვავებული აზრები. მოსწავლეები იცავდნენდისკუსიის წესებს, ერთმანეთის აზრს პატივს სცემდნენ დაამტკიცებდნენ საკუთარ მოსაზრებას. საუბარში განსაკუთრებულადაქტიურობდნენ: მარიამ ფერაძე, მოსე ივანიძე, მაკა ივანიძე, ანნა

ბერიძე, ანა ბერიძე და სხვები. მოსწვლეებმა სსმ-ის ცხოვრება გაითავისეს, რამაც მათზე ძალიანიმოქმედა. კლუბის მეურვე პედაგოგმა ზეინაბ ივანიძემ მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი აზრიპირადი გამოცდილებიდან, პრაქტიკიდან არგუმენტების მოყვანით და შეაჯამა ღონისძიება.მოსწავლეებმა წარმოიდგინეს თუ როგორ დაუდგებოდნენ გვერდში თანატოლს, რა პირობებსშეუქმნიდნენ მათ სკოლის მხრიდან, რომ თავი ეგრძნოთ სრულფასოვან მოქალაქეებად.

,,მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ“–ამ სიტყვებით გახსნა სამოქალაქოკლუბის ,,ოცნებიდან რელობამდე“–შეხვედრა 7 მაისს ახალციხის 1საჯარო სკოლის სპეცპედაგოგმა ქნ-მა ქრისტინა ლაზარაშვილმა.შეხვედრა ჩატარდა სამოქალქო განათლების პედაგოგთა ფორუმის და,,განათლება ყველასათვის„ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილსაერთაშორისო კვირეულში - თანაბარი უფლებები, თანაბარიშესაძლებლობა: განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა. სამუშაოშეხვედრას ესწრებოდა სამოქალაქო კლუბის 35 მოსწავლე. ნინონადირაძემ, როგორც კლუბის ხელმძღვანელმა გააცნო მოსწავლეებსშეხვედრის მიზანი. ისაუბრა ინკლუზიური განათლების არსზე და მისპრინციპებზე. სამედიცინო და სოციალურ მოდელზე, სხვადსხვა ნოზოლოგიებზე. მოსწავლეებმაჯგუფებში იმუშავეს, თითოეულ ჯგუფს დარიგებული ჰქონდათ მასალები დაუნის სინდრომის,ცერემბრალური დამბლის, ეპილეფსია/გულყრა, დიაბეტის შესახებ. მათ გარკვეულ დროში უნდადაემუშავებინათ მასალა და დიდ ფლიფჩარტზე წარმოედგინათ ნახატის ან მოკლე ჩანაწერისსახით. თითოეულმა ჯგუფმა მუშაობის შემდეგ წარმოადგინა დაავადების მახასიათებლები და რასირთულეები ხვდებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ცხოვრებაში, წარმოადგინესგადაჭრის გზები და გამოხატეს თავიანთი განწყობა–დამოკიდებულება. სპეც პედაგოგმა განავრცოთითოეული დაავადება.

მოსწავლეებმა პრეზენტაციების შემდეგ გამართეს დისკუსია და მივიდნენ დასკვნამდე, რომშეზღუდული შეასძლებლობის მქონე პირებს სჭირდებათ არა შეცოდება, არამედ თანადგომა.

14

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ პროექტისოთხწლიანი მიღწევები შეჯამდა

2014 წ 21 მაისს ქ. ახალციხეში ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-IIკორპუსში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადებისპროგრამის ფარგლებში, პროექტის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.ღონისძიება ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმამარინე სუდაძემ გახსნა, რომელმაც პროექტის ოთხწლიანი მიღწევებიშეაჯამა. პედაგოგთა ფორუმის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორმა

შორენა ხმალაძემ ისაუბრა პედაგოგთა ფორუმის მიზნებზე დაამოცანებზე, ასევე აღნიშნა, რომ პედაგოგთა ფორუმის დაარსებიდანდღემდე სამცხე-ჯავახეთს ჰყავს 7 გამარჯვებული პედაგოგი დასამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სამცხე-ჯავახეთისპარტნიორ სკოლებთან. საუკეთესო სამოქალაქო კლუბისპრეზენტაცია მოაწყო ახალციხის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქოკლუბმა „ოცნებიდან რეალობამდემ“, სადაც სამოქალაქო კლუბისწევრებმა წარმოადგინეს 2010 წლიდან დღემდე საკლუბო მუშაობა და მიღწევები. დამოუკიდებელიპროექტის პრეზენტაცია მოაწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის საჯაროსკოლის სამოქალაქო კლუბ „მზერას“ წევრმა გიორგი ზაკუტაშვილმა. აღნიშნული პროექტი იყოთვითმმართველობასთან თანამშრომლობის მაგალითი. საუკეთესო მცირე გრანტის პრეზენტაციამოაწყო ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუსთავის სამოქალაქო კლუბმა „ხელი-ხელს“.პროექტი “თანამშრომლობით შევძლებთ“, გულისხმობდა სოფლის პრობლემის მოგვარებას. მცირეგრანტის მოპოვების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სოფელ

რუსთავის ცენტრში საინფორმაციო ბანერი განთავსდა.ახალგაზრდული ფორუმის საუკეთესო პროექტის პრეზენტაციაწარმოადგინა ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ დამალისარაქართული (სომხური) საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა„მერკურმა“. სოფელ დამალასა და ოშორაში მიმავალ გზაზე დაიდგაბანერი, სადაც მითითებულია სოფლის სახელი და ისტორიულიძეგლი, რომელიც სოფელში მდებარეობს. ტრაფარეტის დამონტაჟებაასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ნებართვით

განხორციელდა. ადგილობრივი ტელეკომპანია მე-9 არხში სტაჟირების პროგრამის წარმატებაზეისაუბრეს ვარლამ წიკლაურმა და ავთანდილ ლომიძემ, რომლებიც ამჟამად აღნიშნულტელევიზიაში ახალგაზრდული გადაცემის “TOP -9”-ის წამყვანები არიან. სოციალურ მედიაშიგამარჯვებულმა ბლოგერებმა ნანა აკოფიანმა და ანა ხუციშვილმა, ბლოგით მოპოვებულიწარმატება გააცნეს საზოგადოებას. ღონისძიების დასასრულს საპატიო სტუმრებმა და პროექტისმხარდამჭერებმა ისაუბრეს პროგრამის შესახებ, ტელეკომპანია მე-9 არხის წარმომადგენელმათამარ ფეიქრიშვილმა ისაუბრა ტელევიზიის ყველა იმ სიუჟეტზე რაც კი პროგრამის ფარგლებშიგაუშუქებიათ და აღნიშნა რომ პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, როგორცსკოლებისათვის ასევე საზოგადოებისათვის. სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერის მშობელმა

15

თამარ ქომოშვილმა კი მისი შვილის წარმატებაზე და პროგრამის როლზე ისაუბრა, რამაც შეცვალასოფელ არალის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, აღნიშნა რომ მის შვილს წლის საუკეთესოპედაგოგი ეთერ კაჭკაჭაშვილი ასწავლის და სწორედ ეს იყო მოტივი მისი ჩართულობისა დააქტიურობისა ამ პროგრამაში. საუკეთესო მეურვემ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალისსამოქალაქო განათლების პედაგოგმა მარინა ბროიანმა ისაუბრა პროგრამის როლზე, რომლისშედეგადაც საკუთარი თემი, სკოლა გააძლიერა და თქვა, რომ ეს პროგრამა ხელს უწყობს ქვეყანაშიდემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებას. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთაგადამზადების პროგრამის (ACETT) გრანტების მენეჯერმა თამარ ფრუიძემ შეაჯამა ღონისძიება და

სასკოლო ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული კლუბები (ასპინძისმუნიციპალიტეტის სოფელ დამალის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის,სოფელ რველის, ყვიბისის, ბაკურიანისა და დვირის საჯარო სკოლის)და სოციალური მედიის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.დასასრულს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმამარინე სუდაძემ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთაგადამზადების პროგრამის გრანტების მენეჯერს თამარ ფრუიძეს

მადლიერების სერთიფიკატი გადასცა „პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში“ ოთხწლიანიეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. ასევე ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმასამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკის პროექტების განხორციელებაში აქტიურადმონაწილეობისათვის და დებატების ეროვნულ ტურნირში გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითდააჯილდოვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საცხე-ჯავახეთისპარტნიორი სკოლები, ახალციხის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრისდირექტორი ხათუნა ხმალაძე, ასპინძისა და სოფელ დამალისადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო ორგანიზაცია„ტოლერანტი“, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისწარმომადგენლები, მშობლები. ღონისძიება ადგილობრივმატელეკომპანია მე-9 არხმა და ადგილობრივმა გაზეთმა „სამხრეთისკარიბჭემ“ გააშუქა.

ბუკლეტი შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში

ქ. ახალციხე, ახალციხის ახალქაზრდული ცენტრი, კოსტავას ქ. 79. ტელ: 0 (365) 22 08 77

Email: [email protected] ბლოგი: Akhaltsikheyouthcenter.wordpress.com