გარემოს დაცვის კლუბების მნიშვნელობა

Post on 09-Aug-2015

49 Views

Category:

Environment

4 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

გარემოს დაცვის კლუბების საჭიროება სკოლასა და

თემში

“ მწვანე მომავალი ”

მთელ მსოფლიოში საზოგადოების მზარდი ტექნოლოგიური და სამრეწველო განვითარების ტემპის კვალდაკვალ იზრდება ადამიანის ზემოქმედება გარემოზე. ეს კი გამოიხატება ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებაში.

გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი შედეგები, ჩვენი ცხოვრების სტილისა და განვითარების ფორმების შეცვლით.მთელი მსოფლიოს მაშტაბით დიდი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას, ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებას.

საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობა.მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვეტას საჭიროებენ, განსაკუთრებით კი ამ სფეროში საზოგადოებისა და სახელმწიფო მოხელეების ცნობიერების დონის ამაღლება.

რეგიონალურ დონეზე საკმაოდ დიდ პრობლემებს ვაწყდებით გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ცნობიერების დაბალი დონე. ცნობიერების დონის ამაღლების კამპანიების დაფუძნება არის მთავარი პრიორიტეტი. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს ეკო–კლუბებს,რომლებიც წარმოადგენენ რეგიონალურ სამუშაო ჯგუფებს სასკოლო განათლების სფეროში.

ჩვენ თემში ფუნქციონირებს გარემოს დაცვის კლუბი “მწვანე მომავალი” კლუბი ხშირად მონაწილეობს გარემოს დაცვით სხვადასხვა აქტივობებში. დასუფთავებისა და ხეების დარგვის აქციებში იღებს მონაწილეობას. ეწყობა თემთან შეხვედრები და ინფორმირებულობა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

მაგრამ არის პრობლემა სოფლებთან დაკავშირებით.სოფელში ნაგვის ურნების არ ქონის გამო იქმნება უკანონო ნაგავსაყრელები და ბინძურდება ჩვენი საცხოვრებელი გარემო. ეს კი ხდება გარემოს დაცვის საჯარიმო სანქციების დაწესების კვალდაკვალ .

ამ ნაგავსაყრელების გამო ბინძურდება სასმელი წყალი რომელსაც მოიხმარს სოფლის მოსახლეობა როგორც სასმელად ასევე სარწყავადაც

ეს არის სოფელ ნაწრეტის ნაგავსაყრელი.

ეს კი არის სოფელ ნაწრეტის ზემო ნაგავსაყრელი.აქ იყრებოდა ის ნაგავი რომელიც გროვდებოდა სოფელში და შემდეგ აქ ამოჰქონდათ რის გამოც ბუნება ძალიან ზიანდება.

მიზეზი კი არის ის, რომ სოფელში არ არის ნაგავსაყრელი

თუმცა პრობლემა ამით არ წყდება.ზოგიერთ რეგიონში არის ნაგვის ბუნკერი მაგრამ არის გატანის პრობლემა და მაინც ბინძურდება გარემო. ამიტომ საჭიროა ეკო–კლუბებისა და ადგილობრივი თვითმართველობების გააქტიურება.

შეჩერდი!

Stop!

“მწვანე მომავალი” შეცვლის გარემოს უკეთესი მომავლისთვის

თუ კითხვები გაქვთ გისმენთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის!

top related