ჯანსაღი ვარჯიში და ჯანსაღი

4
ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ - ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ. ჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ, ჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ? ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ, ჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ. ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯ. ჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯ ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯ ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ?! ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯ-ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ, ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ. ჯჯჯ ჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ! ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ ჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ. ჯჯ ჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ. ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯ-ჯჯჯჯჯჯჯჯჯ, ჯჯჯ, ჯჯჯჯჯ

Upload: tamomakharashvili

Post on 15-Apr-2017

227 views

Category:

Art & Photos


9 download

TRANSCRIPT

Page 1: ჯანსაღი ვარჯიში და ჯანსაღი

ჯანსაღი ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრება

ცხოვრების ჯანსაღი წესი - ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა მთავარი დეტალები ბევრს სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი ნომერი ამ უმნიშვნელოვანესი თემისთვის მიგვეძღვნა, მკითხველისთვის სასარგებლო რჩევების ფონზე კიდევ ერთხელ განგვემარტა ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა. ასე რომ, დაიწყეთ ახალი წელი ცხოვრების ახალი, ჯანსაღი წესით!

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის

Page 2: ჯანსაღი ვარჯიში და ჯანსაღი

განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების გართულებით, ტექნოგენური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური თუ საომარი ხასიათის რისკთა მატებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელ ფაქტორთა გამრავლებით. ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა (ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიც უნდა ემყარებოდეს რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ სამყაროში. ცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს არის შრომით, საოჯახო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა. ვიწრო ბიოლოგიური თვალსაზრისით კი საქმე ეხება ადამიანის ფიზიოლოგიურ ადაპტაციურ შესაძლებლობებს როგორც გარესამყაროს ზემოქმედების, ასევე შინაგან სამყაროში განვითარებული ცვლილებების საპასუხოდ. ამ თემაზე მომუშავენი ცხოვრების ჯანსაღ წესში უამრავ კომპონენტს მოიაზრებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც მთავარ, ბაზისურ ნაწილად არის გამოყოფილი; ესენია:

ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება, ჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე; გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე მისი

ზემოქმედების შესწავლა; მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა

მოხმარებაზე) უარის თქმა; კვება - ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი,

აგრეთვე - ინფორმირებულობა გამოყენებული პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;

მოძრაობა - ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;

ჰიგიენა - პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი ჩვევების ცოდნა;

გაკაჟება.

ცნობილია, რომ ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია პიროვნების მენტალურ თავისებურებებზე, ამიტომ ზოგიერთი ავტორი ცხოვრების ჯანსაღი წესის განხილვისას შემდეგ ასპექტებსაც გამოყოფს:

Page 3: ჯანსაღი ვარჯიში და ჯანსაღი

ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა – ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, და არა მარტო დაავადებისა და ფიზიკური დეფექტების არ არსებობა.

მოსახლეობის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ეროვნული ღირებულებაა. იგი საზოგადოების განვითარების ძირითადი პირობა და ამავე დროს – მისი ზემოქმედების საბოლოო შედეგია. მისი შენარჩუნება და განვითარება ქვეყნისათვის ერთ – ერთ უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დონის შესაფასებლად გამოიყენება სხვადასხვა მაჩვენებლები: დემოგრაფიული (შობადობა, სიკვდილიანობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა), ავადობის, დაინვალიდების (მყარი შრომისუუნარობის), ფიზიკური განვითარებისა და სხვა მაჩვენებლები.იცინის მთავარი ამოცანაა, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რით არის განპირობებული მოსახლეობის ჯანმრთელობა. მიჩნეულია, რომ სხვადასხვა ფაქტორები შემდეგ ზეგავლენას ახდენენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:

ცხოვრების წესი და პირობები – 48-50%,

გარემო – 20-22%,

გენეტიკური ფაქტორები – 18-20%,

ჯანმრთელობის დაცვის წილი – 12-14%.

ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასებამ ცხადყო, რომ

წამყვან როლს თამაშობს ის სოციალური გარემო, რომელშიც მას უხდება ცხოვრება. ცხოვრების წესი არის სფერო, რომელიც უშუალოდ მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის მაჩვენებლებზე. ცხოვრების წესს გარკვეულად განაპირობებს ცხოვრების პირობები, მაგრამ არასწორია მათი სინონიმებად წარმოდგენა.

Page 4: ჯანსაღი ვარჯიში და ჯანსაღი

ცხადია, რომ მატერიალური კეთილდღეობის დონე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების წესზე. სტატისტიკური მონაცემებით მცირე შემოსავლის მქონე პირები საზოგადოების მაღალანაზღაურებად ფენებთან შედარებით უფრო ხშირად ავადმყოფობენ, იშვიათად მიმართავენ პროფილაქტიკულ დახმარებას, გააჩნიათ სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი.

მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის ჯგუფები ხშირად იყენებენ სამედიცინო დახმარების პროფილაქტიკულ სახეებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელობა აქვს არა თვითონ მატერიალური შესაძლებლობებს, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით მათ გონივრულ გამოყენებას. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული როგორც საერთო, ისე სამედიცინო განათლების დონეზე.ერთნაირი ასაკობრივ-სქესობრივი ჯგუფების შედარებისას ნაჩვენებია, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირთა სიკვდილიანობა 1,5-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე შედარებით დაბალი განათლების მქონე ჯგუფებში. დამაჯერებელია, აგრეთვე, მონაცემები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობებს შორის განსხვავებების შესახებ. მიჩნეულია, რომ განათლების უფრო მაღალი დონის მქონე პირების სიცოცხლის დიდი ხანგრძლიობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია მათი შრომისა და დასვენების რაციონალურ სტერეოტიპებთან. ასევე ცნობილია, რომ დედის განათლება პირდაპირ კავშირშია საკუთარი ბავშვის ჯანმრთელობასთან.