ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და...

14
დდდდდდდდდ

Upload: maia-esartia

Post on 17-Jan-2017

217 views

Category:

Education


7 download

TRANSCRIPT

Page 1: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

დიპლომატი

Page 2: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

ბ ე ს ი კ ი1750–1791

პოეტი ვახტანგ ორბელიანი ასე ახასიათებს ბესიკს: “მეგობარო, ტკბილად მოუბარო და სახით მშვიდო, სიბრძნით სრულო, ბუნებითისა მეცნიერებითა გონება-კეთილოვანო, ... ქებითა აღმატებულო, უმშვენიერესად წარჩინებულო”

Page 3: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

ბიოგრაფია და პოლიტიკური მოღვაწეობა

Page 4: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

 პოეტის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მწირია. იგი ეკუთვნოდა საგვარეულოს, რომელმაც ქართულ კულტურასა და ისტორიას რამდენიმე ღირსშესანიშნავი პიროვნება მისცა – ტიმოთე მიტროპოლიტი, ზაქარია დეკანოზი, მისი შვილები ოსე, ნიკოლოზი, ზაზა. პოეტის წინაპრები დმანისელები ყოფილან, ორბელიან-ყაფლანიანთა გვარიდან. ბესიკის მამა ზაქარია  დეკანოზი იყო, თავისი დროის ერთ-ერთი განათლებული და პატივსაცემი პირი. “მშვენიერი რიტორი და უცხო მოქადაგე”, “მეფეთა მოძღვარი” . როგორც ვიცით, აღმოსავლეთ საქართველოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თარიღია 1744 წელი. ამ დროს ფაქტიურად მოხდა ქართლ-კახეთის გაერთიანება. თეიმურაზისა და განსაკუთრებით ერეკლეს ენერგიული მოქმედების შედეგად ქვეყანამ ჭრილობების მოშუშება დაიწყო და აღორძინების გზას დაადგა. სამეფო კარზე კვლავ გაჩაღდა დიდი კულტურული ცხოვრება. სწორედ ამ ხანებში ქართლის სამეფო კარზე მოღვაწეობდა ბესარიონ გაბაშვილის მამა ზაქარია, რომელსაც კარის მოძღვრის საპატიო თანამდებობა ეკავა. თანამედროვეთა გადმოცემით, იგი ფრიად განათლებული მწიგნობარი ყოფილა: მის მაღალ ფილოსოფიურ განსწავლულობას აღიარებდა მისი მოწაფე და შემდეგ იდეური მოწინააღმდეგე ანტონ კათალიკოსიც.ზაქარიას მამა და თვით ზაქარიაც მანამდე მოღვაწეობდნენ სამხრეთ საქართველოში, საორბელოში. მაშინ ლეკიანობა ძალზე მომძლავრებულა კახეთის სხვადასხვა კუთხეში, კერძოდ, ქიზიყში. მოლები ძალით ამაჰმადიანებდნენ თურმე ხალხს და საჭირო გახდა ენერგიული ზომების მიღება. როგორც ჩანს, ზაქარია ქიზიყში გადასულა და ბევრი გადარჯულებული კვლავ მოუქცევია ქრისტიანობაზე.

Page 5: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

ზაქარიას შემდგომი ცხოვრება მრავალ პერიპეტიებს შეიცავს და მჭიდროდ უკავშირდება მისი შვილის ბესარიონის ბიოგრაფიას. ზაქარია მოძღვარი დაუპირისპირდა ანტონ კათალიკოსს, რომელიც საქართველოს მთელ სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობდა. მათ კონფლიქტს მრავალი მიზეზი განაპირობებდა. გარდა წვრილმანი ოჯახური თუ სამეფო კარზე დატრიალებული ჩვეულებრივი ინტრიგებისა, ამ ბრძოლის წამოწყებას უფრო სერიოზული საფუძვლებიც ჰქონდა. ანტონის საგანმანათლებლო პოლიტიკას ვერ შეეგუა ძველი კონსერვატიული საზოგადოება, რომელსაც ზაქარია მეთაურობდა. კონფლიქტის ერთგვარ საბაბად გადაიქცა ანტონის დაახლოება საქართველოში მოღვაწე კათოლიკურ მისიონთან. ფაქტია, რომ ანტონ I ამ დაახლოებას პრაქტიკულ მიზნებს უკავშირებდა და საქართველოში ევროპული ცივილიზაციის გავრცელებას უწყობდა ხელს. ზაქარია სათავეში ჩაუდგა ანტონის წინააღმდეგ მებრძოლ ბანაკს და ეს საბაბი გამოიყენა ანტონის დასამხობად. ანტონი გადააყენეს მღვდელმთავრის მაღალი თანამდებობიდან და კარგა ხანს პატიმრის მდგომარეობაში იმყოფებოდა სოფ. კავთისხევს. 1756 წელს საეკლესიო კრებამ მოსთხოვა ანტონს საჯარო მონანიება. ანტონმა შეასრულა კრების დადგენილება, მაგრამ მაინც ვერ ასცდა სასტიკ განაჩენს. ამავე წელს იგი გაძევებულ იქნა რუსეთში.

Page 6: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

ზაქარია ზეიმობდა გამარჯვებას და “შეუდგა ეკლესიის გამოჯანსაღებას”. უნდა ითქვას, რომ ზაქარია, მიუხედავად მის შეხედულებათა ერთგვარი კონსერვატიზმისა, უეჭველად ენერგიული და საქმის კაცი იყო. ამ ხანებში საქართველოში გაიხსნა რამდენიმესკოლა და სემინარიაც. გარდა სკოლების გახსნისა, რომლებშიც ზაქარია უშუალოდ მონაწილეობდა, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი დიდად თანაუგრძნობდა 1756 წ. ტფილისში სემინარიის დაარსებას და სხვა კულტურულ წამოწყებებს. ზაქარიას ავტორიტეტი უზომოდ გაიზარდა. “კარის მოძღვარს” დიდ ანგარიშს უწევდნენ საერო ხელისუფალნი, მათ შორის არა მარტო თეიმურაზ II, არამედ თვით ერეკლეც, რომელიც ამავე დროს ანტონის დიდი მეგობარი და თანამზრახველიც იყო.ზაქარიას ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი დიდი მფარველი მეფე თეიმურაზი 1760 წ. მოსკოვს გაემგზავრა. მეფე-პოეტი რუსეთიდან აღარ დაბრუნებულა, იგი პეტერბურგში გარდაიცვალა 1762 წ. და გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ ერეკლე მეორე დაჯდა.ერეკლემ ერთ-ერთ პირველ ღონისძიებად ანტონის საქართველოში დაბრუნება დაისახა, რადგან იგი იმთავითვე ანტონის გაძევებაში არ თანაუგრძნობდა თავის მამას. “შენი ამ ქვეყნიდამ დაკარგვა — სწერდა ერეკლე ანტონს — ჩვენ უნდა დაგვემძიმოს, ვისაც ჭკუა აქვს. მე უშენოდ ვერ ვიქნებიო”. ზაქარიას მძლავრობის დღეები დათვლილი იყო. 1763 წ. ანტონი დაბრუნდა საქართველოში და 1764 წ. 5 მარტს მან დაიბრუნა საქართველოს ეკლესიის მესაჭის პატივი. კვლავ განახლდა ქიშპი და მეტოქეობა ზაქარიასა და ანტონს შორის. ზაქარია არა ცხრებოდა. არის ცნობა, რომ ზაქარია იმერეთში გადავიდა, რომ იქიდან ებრძოლა ანტონისა და ერეკლეს წინააღმდეგ

Page 7: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

მეფე და კათალიკოსი თითქოს ცდილობდნენ კიდეც ამ უცნაური მოძღვრის შემორიგებასა და დაზავებას, მაგრამ ზაქარია ურჩობდა. საეკლესიო კრებამ გამოიტანა განჩინება, რომლითაც საბოლოოდ განკვეთეს იგი მღვდელობიდან. ტანჯვა-ტყვეობის შემდეგ ზაქარიამ მოახერხა გაპარვა და 1768 წლისთვის უკვე მოსკოვსა და პეტერბურგს ჩააღწია. თვითონ ზაქარია დეტალურად გადმოგვცემს მის დამხობასა და ოჯახის აწიოკებას.მრავალტანჯული ზაქარია შეეფარა ვახტანგ VI-ის შთამომავლობას. თითქმის სამი წელი დაჰყო რუსეთში, იბრძოლა, იომა, მრავალგზის მოხსენებითი ბარათი წარუდგინა უმაღლეს სინოდს ანტონ კათალიკოსის კათოლიკობისადმი მიდრეკილების შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაოდ. ამ დროს რუსეთს თავისი ანგარიშები ჰქონდა ერეკლესთან. ამიტომ ყურადღება არ მიაქციეს ზაქარიას მიერ ატეხილ დოგმატურ დისკუსიას. სინოდმა იგი არ შეიწყნარა და 1770 წ. უბრძანა დანაშაული მოენანიებია ანტონის წინაშე. იმედგაცრუებული ზაქარია გამოემგზავრა იმერეთში, სადაც მას ერეკლესა და ანტონის მოწინააღმდეგე ბანაკი ეგულებოდა. იგი უკვე 1771 წლიდან ჩანს იმერეთში. ზაქარია აღარ დაბრუნებულა თბილისში. იგი დაახლოებით 1780 წელს გარდაცვლილა და გელათის მონასტერში დაუკრძალავთ

Page 8: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

პოეტის ბიოგრაფიული ცნობები მისი დღიურების მიხედვით დგინდება. იგი დაბადებულა 1750 წელს. ყრმა პოეტი მეფის კარზე იზრდებოდა, მიიღო შესანიშნავი განათლება, შეისწავლა ენები, მათ შორის სპარსულიც. მის მაღალ გაწვრთნილებაზე მეტყველებს, მაგალითად, იოანე ბატონიშვილის სიტყვები, რომ ბესიკს მთელი ლექსიკონი ზეპირად სცოდნიაო: “მოუთხრობენ ამისათვის, რომელ სცოდნოდეს ზეპირად მთლად ლექსიკონი ქართულიო” (“კალმასობა”).ზაქარიას ოჯახში შემოქმედებითი შრომა, მწიგნობრობის სიყვარული დიდი ყოფილა. ბესიკის უფროსი ძმა ოსე იყო მწიგნობარი და პოეზიის მოყვარული. სხვა თხზულებებთან ერთად მას ეკუთვნის შესხმა, რომელიც მიძღვნილია თეიმურაზის ქალის ელისაბედისადმი(11). ასევე მწიგნობრად ასახელებენ ბესიკის ძმას ნიკოლოზსაცუზრუნველი და ნებიერი ცხოვრება უნდა ჰქონოდა სიყმაწვილეში, მაგრამ მამის კონფლიქტმა ანტონ კათალიკოსთან დაანგრია გაბაშვილების ავტორიტეტი მეფის კარზე. 1764 წლიდან, როცა ზაქარიას ღირსებანი აჰხადეს, მისი შვილების, და მათ შორის ბესიკის, მდგომარეობა უიმედო უნდა გამხდარიყო.ირკვევა, რომ პირადად ბესიკის საქმე შემდგომში არც ისე ცუდად წასულა, იგი თანდათან დაახლოებია სამეფო კარს და მალე სასახლის შინაური კაციც გამხდარა

Page 9: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

“თუმცა არავითარი ოფიციალური ცნობა არ მოგვეპოვება ბესიკის შემდგომი მდგომარეობის შესახებ და ბესიკის ცხოვრების ეს ხანაც სიბნელით არის მოცული, მაგრამ ზოგი საბუთის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეჩვენებულ ნამოძღვრალის ოჯახიდან კერძოდ ბესიკს მფარველი გამოსჩენია. ცხადია, ასეთი გაბედულება მხოლოდ სასახლის დიდგავლენიანსა და დამოუკიდებელ პიროვნებას შეეძლო. ჩვენი დაკვირვება ამხელს, რომ ეს პიროვნება ყოფილა თეიმურაზ მეორის ქვრივი დედოფალი ანა-ხანუმ, რომელიც თავის დედოფლობით პირადად ზაქარიასგანაც იყო დავალებული”ანა-ხანუმმა მეფე ერეკლეს აღსაზრდელად გამოართვა ლეონ ბატონიშვილი. ეს მომენტი სხვაგვარად აყენებს ბესიკის მომავლის საკითხსაც. ახალგაზრდა ლეონის ამალაში ამის შემდეგ ხშირად მოჩანს, ალბათ, ბავშვობაში მასთან თანშეზრდილი, აგრეთვე ჯერეთ სრულიად ახალგაზრდა ბესარიონ გაბაშვილიც. ყოველივე ეს მოწმობს, რომ ანა-ხანუმი და მისი ნაშვილები ლევან ბატონიშვილი ნამდვილ მფარველად გამოსჩენიან განდევნილ ზაქარიას ოჯახის წევრებს.ბესიკის პატრონი და პირადი მფარველი სწორედ ლევან ბატონიშვილი ყოფილა. ლევანი დიდი სამეფო კაცის იმედებს იძლეოდა. როგორც ცნობილია, იგი ერეკლე მეფის უსაყვარლესი შვილი და საიმედო მემკვიდრე იყო. უნდა ვიფიქროთ, რომ ლევანის ამალაში ირიცხებოდა ბესარიონ გაბაშვილიც

Page 10: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

ამას შესანიშნავად ნათელყოფს ბესიკის ცნობილი ოდა “სამძიმარი”. აქ გადმოცემულია ლევანის გარდაცვალება და ის ღრმა მწუხარება, რომელსაც მოუცავს ლევანის ახლო მეგობარი ბესიკი. მაშინ ბესიკი ლევანისგან შორს იყო გადახვეწილი, მაგრამ იგი მოგონების სახით აღადგენს ლევანთან მეგობრულად გატარებულ დღეებს (პოეტი ახსენებს მათ ორთა “ერთსულობას”, “მეგობრობას”, მოიგონებს “სრა-სასახლეს”, “ძლიერ სახლს”, სადაც ერთად ცხოვრობდნენ, ერთგულ “პატრონყმობას”)

ბესიკი საბოლოოდ მაინც ვერ ასცდა მამის ხვედრს. როგორც ახლა გარკვეულია, დაახლოებით 1776 — 1777 წლისთვის ბესიკი ქართლიდან გაუძევებიათ. მსგავსად მამამისისა, ისიც იმერთა მეფის, სოლომონ I-ის კარს შეჰფარებია. ამის მიზეზად სამეცნიერო ლიტერატურაში ასახელებენ მის ტრფობას სამეფო კარის ქალბატონისადმი (თეიმურაზის ასულ ანა ბატონიშვილისადმი, რომელიც დიმიტრი ორბელიანზე იყო გათხოვილი (ს. გორგაძე), ან, მეორე მოსაზრებით, იმერეთის დედოფალ ანასადმი, რომელიც დავით მეორის მეუღლე იყო (ს. გორგაძე, კ. კეკელიძე), ან, მესამე მოსაზრებით, ანას დედა მაია, ერეკლე მეფის დისშვილის მამუკა ორბელიანის მეუღლე (გ. ლეონიძე); სხვა თვალსაზრისით, იმერეთში მისი გაძევების მიზეზი მისი ერეკლეს საწინააღმდეგო პოლიტიკურ დაჯგუფებაში მონაწილეობაა. კ. კეკელიძე ბატონიშვილების დავითისა და ბაგრატის “ისტორიაზე” დაყრდნობით ბესიკის “ექსორია ქმნილობა “ ანტონ I-ის მიზეზით მოხდა, რომელიც მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ბესიკის მამასთან.

Page 11: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

იმერეთის კარზე ბესიკს დიდი კარიერა მოელოდა. იგი ჯერ კიდევ სოლომონ I-მა დააწინაურა და სასახლის კარზე მაღალი თანამდებობები უბოძა, ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთ-უხუცესობა. მალე ბესიკს სოლომონის დავალებით სერიოზული დიპლომატიური მისიის შესრულება დაეკისრა. მას სპარსეთიდან საიდუმლოდ უნდა ჩამოეყვანა ვახტანგ VI ის შვილიშვილი ალექსანდრე ბაქარის-ძე, რომელიც იმერთა მეფეს სოლომონს ერეკლეს საწინააღმდეგო შეთქმულებისთვის სჭირდებოდა (ალექსანდრე ბაქარის-ძე ერეკლეს ქართლის ტახტს ეცილებოდა, რადგან ერეკლე მხოლოდ კახეთის კანონიერ მეფედ მიაჩნდა). ასე ჩაება პოეტი-კარისკაცი მისი ძველი საყვარელი მეფე-პატრონის საწინააღმდეგოდ მოქსოვილ ხლართებში.ბესიკი 1778 წლის აგვისტოში მოზდოკ-ასტრახნის გზით გაეშურა სპარსეთში და ნოემბრის ან დეკემბრის პირველი რიცხვებიდან იგი უკვე დანიშნულ ადგილზე (შირაზში) იმყოფება. ბესიკმა შეასრულა დავალება და 1779 წ. ზაფხულისთვის ის ალექსანდრესთან ერთად უკვე იმერეთში იმყოფება.1784 წლიდან იმერეთში ვითარება შეიცვალა. გარდაიცვალა სოლომონ I, რომელსაც არ დარჩენია პირდაპირი მემკვიდრე. დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა იმერეთის ტახტისთვის ორ მოქიშპეს დავით გიორგის ძესა და დავით არჩილის ძეს შორის. პირველად გაიმარჯვა ანა დედოფლის მეუღლემ დავით გიორგის ძემ და იმავე წელს ავიდა იმერეთის ტახტზე. დავითის კარზე ბესარიონს კიდევ უფრო დიდი გავლენა მოუპოვებია1787 დავით მეფემ ბესიკს დააკისრა საგანგებო მისია: რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783, და იმერეთში დამხმარე ლაშქარი შემოყვანა. ამ მიზნით ბესიკი ჩავიდა ქ. კრემენჩუგს, სადაც იმყოფებოდა სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი ფელდმარშალი გ. პოტიომკინი. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ კიშინიოვში, ხოლო შემდეგ იასაში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა 1791 წლის 24 იანვარს, 41 წლისა.

Page 12: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

შეუდარებელ სატრფიალო ლირიკულ ლექსებთან ერთად მან შესანიშნავი პატრიოტული თხზულებებიც შექმნა, რომლებიც უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებს მიუძღვნა. მაგ; ასპინძასთან ქართველთა გამარჯვების შესახებ მან შექმნა პოემა,,ასპინძისათვის”, ასევე პოემა უძღვნა სოლომონ პირველის გამარჯვებას ,,რუხის ბრძოლა”.

Page 13: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

ასპინძის ბრძოლა მოხდა 1770 წ. 20 აპრილს ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II–ის (170–1798) რუსეთ–ოსმალეთის ომის (1768–74) დროს. 1770 წ. მარტში სურამში რუსებისა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ. რუსთა სამხედრო რაზმს (1200 კაციანი კორპუსით და მცირე არტილერიით) გენერალი ტოტლებენი მეთაურობდა, ქართულ ლაშქარს (7000 კაცითა და 3 ქვემეხით) ერეკლე მეორე. 24 მარტს შეერთებული მხედრობა ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ დაიძრა და 14 აპრილს აიღო სადგერის ციხე. 17 აპრილს კი ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. აქ ერეკლე II–მ ახალციხეზე გალაშქრება მოითხოვა. 19 აპრილს ტოტლებენი თავისი რაზმით მოულოდნელად უკან გაბრუნდა. მტერმა დრო იხელთა და თავს დაესხა ქართველებს. ერეკლემ სწრაფი კონტრშეტევით უკუაგდო მტერი და ასპინძისკენ დაიძრა. 20 აპრილს ქართველები მტრის პირისპირ საბრძოლო წყობით განლაგდნენ: მარჯვენა ფლანგს დავით ორბელიანი სარდლობდა, მარცხენას – გიორგი ბატონიშვილი, ცენტრს კი – ერეკლე მეფე. ბრძოლა ქართველთა იერიშით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო ქართველ მხედართა შეტევას და იწყო უკან დახევა. ბრძოლის მონაწილეთა მოწმობით, ერეკლეს თავისი ხელით მოუკლავს ლეკთა სახელგანთქმული მეთაური კოხტა–ბელადი (მალა ჩალა).

რუხის ბრძოლა – იმერეთ–გურია–ოდიშის ლაშქრის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ ქუჩუკ-კაინარჯის 1774 ზავით თურქეთმა იმერეთის საქმეებში ჩარევის უფლება დაკარგა. 1779 ოსმალეთი შეეცადა იმერეთისათვის ჩამოეშორებინა მისი მოკავშირე ოდიშის სამთავრო და აფხაზეთის ტერიტორიიდან ოდიშზე გაილაშქრა, ოსმალთა მოკავშირეებად გამოვიდნენ აფხაზები, ჯიქები, ალანები, ჩერქეზები, ბალყარელები და ყირიმელი თათრები. ოდიშის მთავარი ამ დროს იყო კაცია II დადიანი. მას სოლომონ I–თან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ოსმალეთთან მიმართებაში მათი ინტერესები დაემთხვა, ამიტომ იძულებულნი იყვნენ შეენელებინათ ერთმანეთში მტრული განწყობილება და ეზრუნათ თავიანთი სამშობლოს შენარჩუნებისათვის. კაცია II დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. 1780 წ. ზურაბ შერვაშიძე 11.000 კაცით მოადგა მდ. ენგურს. კაციას დასახმარებლად დიდი ჯარით წამოვიდა მეფე სოლომონი. ბრძოლა გაიმართა რუხის ციხესთან, სადაც გაიმარჯვეს მოკავშირეებმა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მ. შ. მტრის არტილერია. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან.

Page 14: ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება

მაისის ვარდო, ნამით ცურეულოშაშპრავ. ზამბახო, სოსან რეულო,ზილფო კავებო, გარდათხეულო,მწვანის კორდითა შენართეულო,მშვილდო, ქამანდო მოზიდებულო,ისარო, გულსა გახიდებულო,შენის მშვენების ვინ თქვას ქებანი

ბესიკის პოეზიის შედარება მეფე–პოეტ გრიგოლ I ბაგრატიონის (1789–1830) პოეზიასთან

ბულბულო, ტკბილო, შაშპრა,სოსანოკავ, ზილფო, ნაზო ნარგიზოსანო,ლოყაზედ ხალო ალერსოსანო,ბანოვანთ შორის უტურფესანო”.

ძირითად იდეურ-

თემატიკურ რკალს ქმნის

დაუცხრომელი და ვნებიანი სიყვარულის გრძნობა.