პროსტატიტი — მამაკაცების პრობლემა

1
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, კლინიკა გიდ-მედის უროლოგიური სამსახურის უფროსი – მედიცინის დოქტორი პროსტატიტი არის წინამდებარე ჯირკვლის ანთება. ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. არსებობს პროსტატიტის გამომწვევი უამრავი რისკ-ფაქტორი: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდია, ურეოპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგა- ლოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდიდას გვარის სოკო, ნაწლავის ჩხირი, რომელთაც შეუძლიათ ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილში გადასვლა; მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (შეგუბებითი მოვლენები ჯირკვლის ანთებას იწვევს), მჯდომარე ცხოვრების წესი (მანქანის მართვა, საოფისე სამსახური), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება; ხშირი გადაცივება (ექსტრემალური გართობის – დაივინგის, სერფინგის, ასევე – სამთო- სათხილამურო სპორტის მოყვარულებს შორის); შეკრულობა; სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის – ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკული); დათრგუნული იმუნური სისტემა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა და უხარისხო (არაბალანსირებული) კვება. პროსტატიტის დროს ხშირად ვითარდება ახლომდებარე ორგანოების ანთებაც, რის გამოც ადგილი აქვს კომბინირებულ ანთებით პროცესებს, მაგალითად პროსტატოვეზიკულიტი, პროსტატოურეთრიტი, პროსტატოეპიდიდიმიტი, პროსტატოცისტიტი. აქედან გამომდინარე, პროსტატიტის კლინიკური ნიშნები მრავალფეროვანია. არსებობს სიმპტომები, რომლის გამოც პაციენტები ყველაზე ხშირად აკითხავენ ექიმს. ისინი იყოფა რამდენიმე ჯგუფად: ტკივილი წინამდებარე ჯირკვლის ან მენჯის არეში; მოშარდვის აქტთან დაკავშირებული სიმპტომები: გახშირებული შარდვა; გაძნელებული შარდვა; მტკივნეული შარდვა; წვა მოშარდვისას; ქავილის შეგრძნება შარდსადენ მილში; მოშარდვის ცრუ სურვილი; დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ; ტკივილი ურეთრაში; გამონადენი ურეთრიდან – კუჭში გასვლის ან გაჭინთვისას ურეთრიდან ლორწოს სახით გამოდის პროსტატის წვენი. სქესობრივ დისკომფორტთან დაკავშირებული სიმპტომები: იმპოტენცია ანუ ნებისმიერი სახის სქესობრივი უძლურება; ლიბიდოს ანუ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება; უნაყოფობა; ნაადრევი ან გახანგრძლივებული ეაკულაციის ნიშნები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაავადება ხშირად იმდენად ფარულად და თანდათანობით მიმდინარეობს, რომ ავადმყოფი ვერაფერს ამჩნევს და ჩვეულ მდგომარეობად მიაჩნია. პროსტატიტი იყოფა სამ ფორმად: მწვავე, ქრონიკული და მცირე მენჯის ტკივილის სინდრომი (პროსტატოდინეა). ქრ. პროსტატიტი ხშირად რთულდება იმპოტენციით ან უნაყოფობით, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. პროსტატიტის პროვოცირებას ყოველთვის რამდენიმე ფაქტორი იწვევს, ამიტომაც მოქმედება საჭიროა რამდე- ნიმე მიმართულებით. მკურნალობის კომპლექსურ პროგრამაში შედის ანტიბიოტიკოთერაპია, მკურნალობა პრეპარატებით, რომლებიც აუმჯობესებს სისხლძარღვების ტონუსს, ფიზიოთერაპიული პროცედურები (მაგნიტო- ლაზერო-ინდუქტოთერაპია, ულტრაბგერა, რეფლექსო- თერაპია, ფიტოთერაპია), ასევე – ზოგად გამაჯანსაღებე- ლი საშუალებები. მწვავე და ქრონიკული პროსტატიტების კომპლექსური მკურნალობა ითვალისწინებს მცენარეული პრეპარატების გამოყენებას, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია – გერმანული კომპლექსური პრეპარატი პროსტამედი. პროსტამედი აიოლებს შარდვას, ამცირებს ცრუ მოთხოვნას, ნარჩენ შარდს და შარდვის სიხშირეს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტიანთებითი მოქმედება, ამავე დროს, პროსტამედი ახანგრძლივებს სექსუალურ აქტივობას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. პროსტამედი მიიღება 2 – 2 აბი დღეში 2 – 3 ჯერ. პროსტატიტი – მამაკაცების პრობლემა ხუსკივაძე ალექსანდრე "გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს" გამოცდილების 60 წელი გაიცემა რეცეპტის გარეშე მამაკაცებისთვის პროსტამედი პრობლემებისგან დაცვის საშუალება!

Upload: alpen-pharma-ag

Post on 25-Jul-2016

288 views

Category:

Documents


2 download

DESCRIPTION

პროსტამედი — კომპლექსური მცენარეული პრეპარატი პროსტატიტებისა და პროსტატის ადენომის სამკურნალოდ

TRANSCRIPT

Page 1: პროსტატიტი — მამაკაცების პრობლემა

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, კლინიკა გიდ-მედის უროლოგიური სამსახურის უფროსი – მედიცინის დოქტორი

პროსტატიტი არის წინამდებარე ჯირკვლის ანთება. ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის.

არსებობს პროსტატიტის გამომწვევი უამრავი რისკ-ფაქტორი:სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდია, ურეოპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგა-ლოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდიდას გვარის სოკო, ნაწლავის ჩხირი, რომელთაც შეუძლიათ ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილში გადასვლა; მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (შეგუბებითი მოვლენები ჯირკვლის ანთებას იწვევს), მჯდომარე ცხოვრების წესი (მანქანის მართვა, საოფისე სამსახური), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება; ხშირი გადაცივება (ექსტრემალური გართობის – დაივინგის, სერფინგის, ასევე – სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს შორის); შეკრულობა; სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის – ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკული); დათრგუნული იმუნური სისტემა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა და უხარისხო (არაბალანსირებული) კვება.

პროსტატიტის დროს ხშირად ვითარდება ახლომდებარე ორგანოების ანთებაც, რის გამოც ადგილი აქვს კომბინირებულ ანთებით პროცესებს, მაგალითად პროსტატოვეზიკულიტი, პროსტატოურეთრიტი, პროსტატოეპიდიდიმიტი, პროსტატოცისტიტი.

აქედან გამომდინარე, პროსტატიტის კლინიკური ნიშნები მრავალფეროვანია. არსებობს სიმპტომები, რომლის გამოც პაციენტები ყველაზე ხშირად აკითხავენ ექიმს. ისინი იყოფა რამდენიმე ჯგუფად:ტკივილი წინამდებარე ჯირკვლის ან მენჯის არეში;

მოშარდვის აქტთან დაკავშირებული სიმპტომები:გახშირებული შარდვა; გაძნელებული შარდვა; მტკივნეული შარდვა; წვა მოშარდვისას; ქავილის შეგრძნება შარდსადენ მილში; მოშარდვის ცრუ სურვილი; დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ; ტკივილი ურეთრაში;

გამონადენი ურეთრიდან – კუჭში გასვლის ან გაჭინთვისას ურეთრიდან ლორწოს სახით გამოდის პროსტატის წვენი.

სქესობრივ დისკომფორტთან დაკავშირებული სიმპტომები:იმპოტენცია ანუ ნებისმიერი სახის სქესობრივი უძლურება; ლიბიდოს ანუ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება; უნაყოფობა; ნაადრევი ან გახანგრძლივებული ეაკულაციის ნიშნები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაავადება ხშირად იმდენად ფარულად და თანდათანობით მიმდინარეობს, რომ ავადმყოფი ვერაფერს ამჩნევს და ჩვეულ მდგომარეობად მიაჩნია.

პროსტატიტი იყოფა სამ ფორმად:მწვავე, ქრონიკული და მცირე მენჯის ტკივილის სინდრომი (პროსტატოდინეა).

ქრ. პროსტატიტი ხშირად რთულდება იმპოტენციით ან უნაყოფობით, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

პროსტატიტის პროვოცირებას ყოველთვის რამდენიმე ფაქტორი იწვევს, ამიტომაც მოქმედება საჭიროა რამდე-ნიმე მიმართულებით. მკურნალობის კომპლექსურ პროგრამაში შედის ანტიბიოტიკოთერაპია, მკურნალობა პრეპარატებით, რომლებიც აუმჯობესებს სისხლძარღვების ტონუსს, ფიზიოთერაპიული პროცედურები (მაგნიტო-ლაზერო-ინდუქტოთერაპია, ულტრაბგერა, რეფლექსო-თერაპია, ფიტოთერაპია), ასევე – ზოგად გამაჯანსაღებე-ლი საშუალებები.

მწვავე და ქრონიკული პროსტატიტების კომპლექსური მკურნალობა ითვალისწინებს მცენარეული პრეპარატების გამოყენებას, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია – გერმანული კომპლექსური პრეპარატი პროსტამედი. პროსტამედი აიოლებს შარდვას, ამცირებს ცრუ მოთხოვნას, ნარჩენ შარდს და შარდვის სიხშირეს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტიანთებითი მოქმედება, ამავე დროს, პროსტამედი ახანგრძლივებს სექსუალურ აქტივობას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. პროსტამედი მიიღება 2 – 2 აბი დღეში 2 – 3 ჯერ.

პროსტატიტი – მამაკაცების პრობლემა

ხუსკივაძე ალექსანდრე

"გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების

შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს"

გამოცდილების 60 წელიგაიცემა რეცეპტის გარეშე

მამაკაცებისთვის

პროსტამედიპრობლემებისგან დაცვის საშუალება!