ჩვენი კბილები

26
ჩჩჩჩჩ ჩჩჩჩჩჩჩ

Upload: marina-gurabanidze

Post on 06-Aug-2015

78 views

Category:

Education


1 download

TRANSCRIPT

Page 1: ჩვენი კბილები

ჩვენი კბილები

Page 2: ჩვენი კბილები

კბილები – შენი ორგანიზმის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც თვით აღდგენის უნარი არ გააჩნია, ამიტომ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ.

Page 3: ჩვენი კბილები

ალბათ ზედმეტია საუბარი, რომ კბილები დღეში ორჯერ, დილით და საღამოს უნდა იხეხოთ, ხოლო სტომატოლოგს მინიმუმ წელიწადში ორჯერ მიაკითხოთ. თუმცა არსებობს კიდევ რამოდენიმე რჩევა, რაც დაგეხმარებათ ჯანმრთელი კბილების კიდევ უფრო დიდი ხნით შენარჩუნებაში.

Page 4: ჩვენი კბილები

კბილები უნდა გავიხეხოთ ზემოდან ქვევით ზედა ყბის შემთხვევაში და ქვევიდან ზევით – ქვედა ყბის. საღეჭი ზედაპირები უნდა გავიწმინდოთ უფრო გულდასმით. არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდა.

Page 5: ჩვენი კბილები
Page 6: ჩვენი კბილები

კბილების გამოხეხვის შემდგომ, განსაკუთრებით საღამოს ძილის წინ, აუცილებელია კბილთაშუა სივრცეების გაწმენდა ფლოსის დახმარებით. კბილის ძაფები ანუ ფლოსები წარმოადგენენ კბილთაშუა სივრცეების გასაწმენდ, სხვადასხვა სტრუქტურის ძაფებს. ძაფები შეუცვლელია ძნელად მისადგომი, ვიწრო კბილთაშუა სივრცეების და მჭიდრო დგომის შემთხვევაში. თუ როგორ ისარგებლოთ ფლოსით, ჰკითხეთ თქვენს სტომატოლოგს, ვინაიდან მისი არასწორი მოხმარების შემთხვევაში, შესაძლოა ღრძილის დვრილის ტრავმირება.

 

Page 7: ჩვენი კბილები
Page 8: ჩვენი კბილები

თუკი ხელთ არ აღმოგაჩნდათ კბილის ჯაგრისი, დაგეხმარებათ მაგარი ხილი და ბოსტნეული: ვაშლი, სტაფილო. კბილებს ისინიც კარგად წმენდენ.

Page 9: ჩვენი კბილები
Page 10: ჩვენი კბილები

ყოველი ჭამის შემდგომ გამოივლეთ. აღნიშნული პროცესის შედეგად ხდება კბილების და კბილთაშუა სივრცეების მექანიკური გასუფთავება საკვების ნარჩენებისგან. სავლებად შესაძლოა გამოიყენოთ მცენარეების ნაყენი (გვირილა, კალენდულა). უნდა გახსოვდეთ, რომ აფთიაქებში არსებული სამკურნალო სავლებები, ხასიათდებიან ანტიბაქტერიული მოქმედებით და მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემდეგაა შესაძლებელი.

Page 11: ჩვენი კბილები
Page 12: ჩვენი კბილები
Page 13: ჩვენი კბილები

გახსოვდეს შაქარი კბილების პირველი მტერია. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ გადამწყვეტია არა მიღების რაოდენობა, არამედ სიხშირე. დღის განმავლობაში, რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ტკბილებულს (შოკოლადის კანფეტები, შაქარ-ყინულები, კრეკერები) მით უფრო მატულობს კარიესის საშიშროება. აღსანიშნავია, რომ ნერწყვის გამწმენდი თვისებები, ყველას ერთნაირად კარგად არა აქვს გამოხატული. ამიტომ აუცილებელია ყოველი საკვების შემდეგ გავიხეხოთ ან გამოვივლოთ მაინც. სასურველია დღეში ერთხელ მიირთვათ შოკოლადი ვიდრე ყოველ საათში თითო კანფეტი.

Page 14: ჩვენი კბილები
Page 15: ჩვენი კბილები

კბილების მტერი ნომერი ორი – ლიმონ მჟავაა. ტყუილად არ ხმარობენ მას ჩაიდანების ნალექისგან გასაწმენდად, ასევე მოქმედებს იგი კბილების ემალთან შეხებისას – არბილებს მას. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას, თუ რას სვამთ – ლიმონ მჟავა მრავალი სასმისის შემადგენლობაშია (ლიმონათი, კოლა და ა.შ.) და ძირითადად ეტიკეტზე შენიღბულია E-330 ის სახით. რათა თავიდან ავიცილოთ მათი მავნე ზემოქმედება, სასურველი აღნიშნული სასმელები მივიღოთ მილაკის (საწრუპუნოს) საშუალებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს კბილებთან მჟავას კონტაქტს (რა თქმა უნდა არ იცავს თქვენს კუჭს).

Page 16: ჩვენი კბილები
Page 17: ჩვენი კბილები

ბოროტად ნუ გამოიყენებთ საღეჭ რეზინს. დადებითი მხარეების (გამწმენდი თვისება, მადეზოდორირებელი მოქმედება) გათვალისწინებით არ უნდა დაგავიწყდეთ უარყოფითი მხარეც – კუჭის წვენის აქტიური გამოყოფა. გახანგრძლივებული ღეჭვა იწვევს სანერწყვე ჯირკვლების გაძლიერებულ სტიმულაციას, რამაც შესაძლოა მათი გამოფიტვა და პირის სიმშრალე გამოიწვიოს.

Page 18: ჩვენი კბილები
Page 19: ჩვენი კბილები

აუცილებლად ჩართეთ საკვებ რაციონში ხილი და ბოსტნეული, რაც უზრუნველყოფს ღრძილების გამაგრებას – ვაშლი, კომბოსტო, ბოლოკი და ა.შ.

Page 20: ჩვენი კბილები

ალბათ თქვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს კალცი, კბილების ჩამოყალიბებასა და განვითარების პროცესში. კალცის აღდგენაში დაგეხმარებათ რძე და რძის პროდუქტები. ყველი კბილებზე ქმნის დამცავ ფენას და ანეიტრალებს პირის ღრუს მჟავიანობას. რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ტკბილეულის და ლიმონ მჟავას შემცველი პროდუქტების მიღების შემდგომ.

Page 21: ჩვენი კბილები
Page 22: ჩვენი კბილები

ასევე აუცილებელია შენს რაციონში ხაჭოს არსებობა. ამასთან სასურველია ახალი, თბური დამუშავების გარეშე და ცხიმის თუნდაც მცირე შემცველობით, სხვა შემთხვევაში სასარგებლო კალცი არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ საჭირო რაოდენობით.

Page 23: ჩვენი კბილები

ხაჭოსა და ყველის გარდა, თქვენს საკვებ რაციონში სასურველია ზღვის პროდუქტების არსებობა. ეს პროდუქტები შეიცავენ თევზის ცხიმს, რაც ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალცის შეთვისებას.

Page 24: ჩვენი კბილები

პირის ღრუ – პირველი ბარიერია ყველაფრის რაც ხვდება ორგანიზმში. მის სისუფთავეს შეუძლია დაგვიცვას უამრავი უხილავი საფრთხისაგან.

თუკი გტკივათ კბილი – ეს არ ნიშნავს, რომ უნდა სვათ ტკივილ გამაყუჩებლები იმის იმედით, რომ ტკივილი გაგივლით. ეს ნიშანია იმისა, რომ დროულად უნდა მიხვიდეთ სტომატოლოგთან. ტკივილის ეს ორგანიზმის “ზარია სამაშველო სამსახურში”. ე.ი. ორგანიზმს სჭირდება გადაუდებელი დახმარება.

აუცილებელია სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტები, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები

Page 25: ჩვენი კბილები
Page 26: ჩვენი კბილები

გმადლობთ ყურადღებისათვის!