მსოფლიოს შვიდი საოცრება
TRANSCRIPT
პრეზენტაციის ავტორი: ქ.თბილისის №76-ე საჯარო სკოლის პედაგოგი
ხათუნა ყარყარაშვილი
მსოფლიოს შვიდი საოცრება
შვიდი საოცრება
მსოფლიოს შვიდი საოცრება (მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ): ხეოფსის პირამიდა, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ეფესოს ტაძარი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, როდოსის კოლოსი და ალექსანდრიის შუქურა.
ძვ. წ. 120 წელს ბერძენმა პოეტმა ანტიპატრე სიდონელმა აღწერა იმდროინდელი მსოფლიოს შვიდი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა.ეს ნაგებობები ძირითადად თავმოყრილი იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სიამ ჩვენს დრომდე მოაღწია.
საოცრება თარიღი მშენებელი დაინგრა მიზეზი
ხეოფსის პირამიდა
ძვ. წ. 2550
ეგვიპტელები დღემდე დგას
დღემდე დგას
ბაბილონის დაკიდული ბაღები
ძვ. წ. 600 ბაბილონელები
ძვ. წ. 1 საუკუნე
მიწისძვრა
ეფესოს ტაძარი
ძვ. წ. 550 ლიდიელები, ბერძნები
ძვ. წ. 356 ხანძარი
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში
ძვ. წ. 435 ბერძნები მე-5-6 საუკუნეები
ხანძარი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი
ძვ. წ. 351 ქარიელები, ბერძნები
1494 მიწისძვრა
როდოსის კოლოსი
ძვ. წ. 292-280
ელენისტური საბერძნეთი
ძვ. წ. 224 მიწისძვრა
ალექსანდრიის შუქურა
ძვ. წ. IIIსაუკუნე
ელენისტური ეგვიპტე
1303-1480
მიწისძვრა
ანტიპატეს ვერსია:
7საოცრება ძველ რუკაზე
ხეოფსის პირამიდა
შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ყველაზე დიდი პირამიდა. ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტორული ცოდნა გამოიყენეს ,მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2 300 000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა.
ალექსანდრიის შუქურა
ეს იყო მსოფლიოში პირველი შუქურა. პირამიდების შემდეგ, ძველ საოცრებათა შორის ალექსანდრიის შუქურამ ყველაზე მეტად გაუძლო დროს. ის თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ფაროსის უბისკენ მიმავალ ხომალდებს.
როდოსის კოლოსი კუნძული როდოსი ეგეოსის
ზღვაში მდებარეობს. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.
ჰალიკარნასის მავზოლეუმი
ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ.IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში
ძვ.წ.Vს-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის - ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ 435 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან.
არტემიდას ტაძარი ეფესოში ქალაქი ეფესო მცირე
აზიაში, დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის კრესეს დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები-დიანას.
ბაბილონის დაკიდული ბაღები ვ.წ. 604-562 წლებში
ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ II. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა. ეს ბაღები ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი ცოლისთვის. ამიტისი მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან იყო, ბაბილონის გაშლილ ვაკეზე აგებული დაკიდული ბაღები კი მას თავის სამშობლოს აგონებდა.
1. ხეოფსის პირამიდა 2. ალექსანდრიის შუქურა3. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში 4. როდოსის კოლოსი5. ჰალიკარნასის მავზოლეუმი6. ეფესოს ტაძარი 7. ბაბილონის დაკიდული ბაღები
დიდი მადლობა