მათემატიკური ლექსები
TRANSCRIPT
აქ იპოვე სხვაობა აქ კი რიცხვთა ჯამი,მეტობას და ნაკლებობას ქვეშ გაუსვი ხაზი.
45-12=33
38+32=70
72<2765>45
სპილოს ოთხი ფეხი აქვს და ერთი მოკლე კუდი, ლამაზ თავზე გაზრდია ორად-ორი ყური. მას, ხორთუმიც ამშვენებს გრძელი, დიდზე დიდი. სპილოს რამდენი ნაწილი ჩამოვთვალეთ, ითვლი?
წინ წიწილა გულყვითელა იხვის 3 ჭუკს მიუძღვის.ინდაურის 2 ჭუკი, მისდევს ჭუკჭწუკ-ჭუკჭუკით.ნეტავ რამდენი ფრთოსანი მიუყვება გზას?საცურაოდ კი რამდენი მიაშურებს წყალს?
ზღაპრის გმირი, კარლსონი გაგიგიათ ალბათ, მოახერხა მაგიდას ერთი კუთხე მარდად. რამდენკუთხიანი გახლავთ ის მაგიდა ახლა?
მარცვლის გროვას მისჩვევია თაგუნია ნაცრისფერი, დღეში თითო კილო მიაქვს სოროს ავსებს კუდგრძელი. 6 დღე ისე იშრომა, რა მოიგო ამით? და რამდენ კილო მარცვალს მოუყარა თავი?
გთხოვ ჩაწერო რიცხვი ცხრაზე 1-ით მეტი და მიღებულს დაუმატო, კიდევ რიცხვი ერთი. რაც მიიღე ჩამოაკელ ახლა რიცხვი 8, რაღა დაგრჩა მიპასუხე აღარ გინდა თვლა.
+ _ =10 1 8 3
ვაშლის ძირას გაგორდა პაწაწინა ზღარბი. ზურგზე წამოეკიდა 6 ცალი ვაშლი. იქვე, გროვად ეყარა 7 ცალი მსხალი, გროვისაკენ გაექცა უმალ ხარბი თვალი. ყველა მსხალი რომ წაეღო დაუფიქრდი მაშინ რამდენ ცალ ხილს წაიღებდა ზღარბუნია სახლში?
პეტრეს ბოსტანს მიჰპარვია კურდღელთ ჯგუფი ხტუნია, სადილად კომბოსტო კვნიტეს განა დაუწუნიათ? თუ კომბოსტო 4 იყო, ჯგუფში 5 ყურგრძელი, უკომბოსტოდ დარჩებოდა თქვი, რამდენი კურდღელი?
ერთ პაწია ჭიანჭველას ზურგზე ტვირთი ეკიდა, თვითონ იყო ერთი ციცქა მისხალს ძლივს იწონიდა. 2-ჯერ მეტ ტვირთს მიათრევდა, ამაყობდა ამით, რამდენია ტვირთის წონა? მიმანიშნე რამით.
ხის წვეროდან გაფრენილა სამი ჩიტი ღაბუა, მის ერთ ტოტზე დარჩენილა ოთხი ჩიტი პაწია.ორი მეორე ტოტზე ზის, გვიცქერიან მაღლიდან. რამდენი ჩიტი ყოფილა გაფრენამდე თავიდან?
ეს ღრუბელი პრანჭია, როგორ ფარავს არეს!ზეცას მაღლით გაჰკვრია, ჩრდილავს არე-მარეს.სულ რამდენი არეა ცის ტატნობზე ახლა?ცის ფერს თუ კი გაჰკვრია თეთრი ფთილა მაღლა.