შინაური ფრინველები

13
დდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდ დდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ

Upload: irina-zaqareishvili

Post on 27-Jun-2015

7.251 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

დააკვირდით და დაასახელეთ ისინი

შინაური ფრინველები

ქ ა თ ა მ ი

მ ა მ ა ლ ი

წიწილა

ბრიტანელებმა მკაცრი მეცნიერული მეთოდებით დაადგინეს, რა გაჩნდა პირველად - კვერცხი, თუ ქათამი.

შეფილდისა და უორიკის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტების სამეცნიერო კოლექტივმა ძლიე5რი სუპერკომპიუტერის დახმარებით, ქათმის კვერცხის წარმოშობის პროცესის გენეტიკურ დონეზე მოდელირება შეძლო.

აღმოჩნდა, რომ ნაჭუჭის ფორმირებაში მთავარ როლს ОС-17 ასრულებს. ამ პროტეინის გარეშე, რომელიც ქათმის ორგანიზმშია, კვერცხის წარმოქმნა შეუძლებელია.

შედეგად მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პირველად ქათამი გაჩნდა, შემდეგ კი კვერცხი.

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რა გაჩნდა პირველად - კვერცხი, თუ ქათამი

ო ჯ ა ხ ი

სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა შორის შინაური ქათამი ყველაზე გავრცელებულია. მას ამრავლებენ ხორცისა და კვერცხისათვის, გარდა ამისა იყენებენ ბუმბულსა და გერმას

ნახატები

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა კრუხთან და სთხოვა:

- კრუხო მომე წიწილი,

იყო და არა იყო რა, იყო ორი კაცი. ერთი ქოთანი ლობიო ჰქონდათ, მარილი კი აღარ ჰქონდათ, რომ შეჭამანდისთვის დაეყარათ.

ერთმა უთხრა მეორეს: ხომ ხედავ, მარილი არა გვაქვს, წადი ქალაქში და იყიდე მუჭანახევარი მარილიო!

– დამავიწყდება, - უპასუხა მეორე კაცმა, - როგორ დავიხსომოო.

– წადი და გზაზე სულ ის იძახე: მუჭანახევარი, მუჭანახევარი-თქო!

წავიდა ეს კაცი მარილის საყიდლად ქალაქში. გზაზე ერთი კაცი დაინახა, მოუხნავს მამული, პურსა თესავს და თან იძახის: ერთი ათასად, ერთი ათასადო!

გაიარა კაცმა და თან ყვირის: მუჭანახევარი, მუჭანახევარიო!

მთესველს ბრაზი მოუვიდა: მე ერთი ათასად მომივიდეს, იმას ვითხოვ, შენ მუჭანახევარს ამბობო! დაიჭირა და მაგრად სცემა, გული რომ მოიჯერა, თავი დაანება.

კაცმა უთხრა:

მუჭანახევარა

– რადა მცემ, რა დაგიშავე, კინაღამ მომკალიო!

– იმიტომა გცემე, - უპასუხა მთეხველმა, - რომ მე ვიძახოდი – ერთი ათასად და შენ – მუჭანახევარიო!

– მაშ, როგორ უნდა მეთქვაო? - ჰკითხა კაცმა.

– ერთი ათასად, ერთი ათასად და ბევრსაც დაგიმადლებდიო! - უპასუხა მთესველმა.

წავიდა აქედან მარილის მყიდველი და ერთ სოფელში მივიდა.

კაცი ვინმე მომკვდარა დამარხავენ. გაუარა გვერდზე ამ კაცმა და დაუძახა: ერთი ათასად, ერთი ათასადო!

გამოუხტნენ ეს მკვდრის პატრონები, მიარტყეს და მიარტყეს, გული რომ მოიჯერეს, თავი დაანებეს,

– რაზე მაკლავთ თქვე ურჯულოებო, მაშ, როგორ უნდა მეთქვაო? - ჰკითხა მარილის მყიდველმა,

– როგორ და უნდა მოსულიყავ. ქუდი მოგეხადა და გეთქვა: ღმერთსა ვთხოვ, რომ ეგ ამბავი პირველი და უკანასკნელი იყოს თქვენს ოჯახში-თქო! პატივსაც ბევრსა გცემდით და გაგისტუმრებდითო!

წამოვიდა იქიდანაც მუჭანახევარა და ერთ ადგილას ნეფიონს შემოხვდა. მოიხადა ქუდი, დადგა და დაუძახა:

– ღმერთსა ვთხოვ, რომ თქვენს ოჯახში ეგ ამბავი პირველი და უკანასკნელი იყოსო!

გადმოუხტნენ მაყრები, მიარტყეს და მიარტყეს, რაც სიგრძე ჰქონდა, ის განი მისცეს.

მუჭანახევარამაც, როგორც იყო, მოიბრუნა სული და უთხრა მაყრებს:

– რაზე მკლავთ, რა დაგიშავეთ? მე ეგრე მასწავლეს, მაშ, როგორღა უნდა მეთქვაო?

მაყრებმა უთხრეს: ქუდი უნდა მოგეხადა, მოსულიყავი და სულ ,,ნეფეს გაუმარჯოს“ ,,ნეფეს გაუმარჯოს“ - გეყვირაო.

ამათ რომ გადაურჩა მუჭანახევარა, ისევ თავის გზას გაუდგა. ცემისაგან გვერდები სტკიოდა. იმასღა ფიქრობდა: როგორღა ვთქვა, ვინმე რომ შემომხვდესო.

გზაზე ერთი მონადირე დაინახა. შემოუყენებია ჩახმახი და მტრედებს ეპარება. მუჭანახევარამ მოიგლიჯა ქუდი და ,,ნეფეს გაუმარჯოს“ ძახილით გაიქცა მონადირისაკენ. მტრედები გაფრთხიალდნენ და გაფრინდნენ.

წამოხტა მონადირე და კბილების კრაჭუნით გაექანა მუჭანახევარასაკენ. მოსდო და მოსდო თოფის კონდახი ზურგში, იმდენი სცემა, კინაღამ სული ამოხადა. ბოლოს გული რომ იჯერა, დაანება თავი.

მუჭანახევარამ ჰკითხა:

– სამართალი აღარა გაქვს, კაცო, რომ მცემ, რადა მცემ, რა დაგიშავე? მაშ, როგოგორ უნდა მოვქცეულიყავი, ან რა მექნა, ან რა მექნაო?

მონადირემ უთხრა:

– ხმა არ უნდა ამოგეღო, უნდა დაკუზულიყავი და ისე გაგევლო; მტრედები ვეღარ დაგინახავდნენ და აღარც მოგხვდებოდაო.

მიდი მუჭანახევარა და ღობეს მიადგა. დაიკუზა და ისე მიიპარება ღობის ძირზე. ოთხ კაცს ფულიანი ქისა დაუკარგავთ და ეძებენ. მუჭანახევარა რომ დაინახეს, როგორ მიიპარება, გამოუდგნენ, სტაცეს ხელი ჩოხის ბოლოში და დაიჭირეს.

– სად მიიპარები, შე ყაჩაღო და არამზადავ, შენა, იპოვე და მალავო?! - ურტყეს და ურტყეს.

იმდენი სცემეს საწყალ კაცს, რომ შინამდის ფეხები ძლივს მითრია...

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

ქათამი, რომელსაც თავი პინგვინი ჰგონია.

ეს საინტერესოა