ჟან შარდენის თვალით დანახული...

10
ჟჟჟ ჟჟჟჟჟჟჟჟ ჟჟჟჟჟჟ ჟჟჟჟჟჟჟჟ ჟჟჟჟჟჟჟჟჟჟ ჟჟჟჟჟჟჟჟჟ სსსსსსს სსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსს

Upload: -

Post on 19-Jun-2015

961 views

Category:

Education


4 download

TRANSCRIPT

Page 1: ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო

ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო

სამეგრელო

სხალთის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლეილა მუშამბაძე

Page 2: ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო

ფიზიკურ-გეოგრაფიული გარემო

ჟან შარდენი სამეგრელოს შესახებ

კოლხიდა მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე.

აღმოსავლეთით მას საზღვრავს პატარა სამეფო, რომელიც შეადგენს საქართველოს ნაწილს და რომელსაც ადგილობრივი, მცხოვრებნი იმერეთს უწოდებენ.

სამხრეთით მას საზღვრავს შავი ზღვა, დასავლეთით აფხაზეთი, ჩრდილოეთით კავკასიის მთები.

მის საზღვრებს შეადგენენ კორაქსი და ფაზისი - ძველი ისტორიკოსების სახელოვანი მდინარეები, რომელნიც ახლა კოდორად და რიონად იწოდებიან. პირველი ჰყოფს კოლხიდას და აფხაზეთსა, მეორე კოლხიდას და იმერეთსა.

ქვეყანა მთლიანად ხშირი და მაღალი ტყეებით არის დაფარული.

ჰაერი ძალზე ნოტიოა, წვიმს თითქმის გადაუღებლად.

კოლხიდა მდიდარია წყლებით. მთავარი მდინარეებია კოდორი, ენგური, ხობი, ჭანისწყალი, ტეხური, ცხენისწყალი.

Page 3: ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო

ძირითადი სამეურნეო საქმიანობა

ჟან შარდენი სამეგრელოს შესახებ

კოლხიდაში ნიადაგი ცუდია მოჰყავთ ზოგიერთი ჯიშის

მარცვლეული და ბოსტნეული. თესვის დროს სამეგრელოში

ნიადაგი ისეთი სველია, რომ ხორბლისა და ქერის თესვისას მიწას სრულიად არ ამუშავებენ.

ხილის თითქმის ყველა ის ჯიშია რაც საფრანგეთში.

ყურძენი კარგი მოჰყავთ და იგი ყველგან დიდი რაოდენობითაა. ხის ძირში დარგული ვაზი შემოეხვევა ხეს და ხის კენწეროს აღწევს.

Page 4: ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო

ვაჭრობაჟან შარდენი სამეგრელოს შესახებ

ისგაური არის სამეგრელოს ნავთ-საყუდელი და საკმაოდ კარგია ზაფხულობით. იქ დგებიან ხომალდები, რომელნიც კოლხიდაში მოდიან სავაჭროდ.

ისგაურის მიდამო მთლად ტყით არის შემოსილი. ნაპირიდან ას ნაბიჯზე გამართულია მოედანი, რომელსაც უჭირავს სიგრძით 250 ნაბიჯი და სიგანით 5- ნაბიჯი: ეს არის სამეგრელოს დიდი ბაზარი.

გარდა ამისა აქ არის ქუჩა, რომლის ორივე მხარეზე გამწკრივებულია ასიოდე წნული ქოხი. თითო ვაჭარი იჭერს თითო ქოხს, ბინავდება შიგ და იქვე მართავს დუქანს, სადაც აწყობს მხოლოდ იმდენ საქონელს, რამდენის გაყიდვაც შეიძლება ორ-სამ დღეში.

იქვე ნაყიდ საქონელს და ისეთ სავაჭროს, რომელიც მალე ვერ გაიყიდება, ხომალდში ინახავენ.

ბაზარში ვნახე გასაყიდად შებორკილი მონები.

Page 5: ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები

ჟან შარდენი სამეგრელოს შესახებ

მეგრელების საკვებ ჩვეულებრივ მარცვლეულს წარმოადგენს ღომი. ღომის მარცვალს ოქტომბერში მოიწევენ და მაშინვე კიდებენ მაღალ და მზიან ადგილზე დასობილ მესერზე გასაშრობად.

სამეგრელოში მოჰყავთ დიდი რაოდენობით ფეტვი, უფრო ნაკლებად ბრინჯი,ხორბალს მხოლოდ შეძლბულები ჭამენ.

ჩვეულებრივი ხორცეული ამ ქვეყანაში არის ძროხისა და ღორის ხორცი, აგრეთვე თხის ხორცი. შინაური ფრინველი ძალიან კარგია. თევზი მხოლოდ დამარილებული იშოვება.

Page 6: ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო

ძირითადი საკვებიჟან შარდენი სამეგრელის შესახებ

მეგრელების საკვებ ჩვეულებრივ მარცვლეულს წარმოადგენს ღომი.

ხარშავენ მაშინ როდესაც ჭამის დრო დადგება. ეს ფაფა ძალიან თეთრია. სუფრაზე შემოაქვთ საგანგებოდ გაკეთებული ხის პატარა ნიჩბებით . მას ადვილად იღებენ თითებით.არც ცივიდა არც გაცხელებული საჭმელად არ ვარგა.

ეს არის მათი პური. მათ სხვა არა გააჩნიათ რა, ისე არიან შეჩვეული ღომს, რომ ხორბლის პურსაც კი ურჩევნიათ.

Page 7: ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო

საცხოვრებელი სახლებიჟან შარდენი სამეგრელოს შესახებ

სამეგრელოში ზღვის პირას არ არის არც ქალაქები არც დაბები.

სახლები მიმოფანტულია აქა იქ მთელ მხარეში.

ყველა სახლი ხისაა, რადგან ტყე ყველგან ძალიან ახლოსაა და მშენებლობა იაფი ჯდება.

ღარიბების სახლები ერთსართულიანია, დიდებულებისა კი ორსართულიანი.

ძირს ყოველთვის ფიცარნაგია გაკეთებული დასაწოლად და დასაჯდომად მიწის სინოტივის გამო.

დიდებულები ნოხებზე სხდებიან, სხვები კი ჯორკოზე.

სახლები მეტად მოუწყობელია, ცეცხლი შუაგულში ანთია.

Page 8: ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო

გარეგნობა და თვისებებიჟან შარდენი სამეგრელოს შესახებ

მეგრელები ძალია კარგი ჯიშის ხალხია. კაცები კარგი აღნაგობისა არიან, ქალები კი ძალიან

ლამაზები. მაღალი წრის ქალებს რაღაც თავისებური ნაკვთები და

სინაზე აქვთ, რაც გხიბლავს. მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი

გამოხედვა, რომ მაყურებლისაგან თითქოს ტრფიალს ითხოვენ.

ნაკლებად ლამაზები და ხანდაზმულები გადაჭარბებით ხმარობენ ფერუმარილს, იღებავენ მთელს სახეს, წარბებს, ლოყებს, შუბლს, ცხვორს და ნიკაპს. ზოგიერთი მარტო წარბების შეღებვით კმაყოფილდება.

ირთვებიან რამდენადაც შეუძლიათ.თმის დავარჩხნა და დახვევა ევროპელი ქალების მსგავსად იციან. ატარებენ ხილაბანდს.

აქვთ ჭეშმარიტად გამჭრიახი და მახვილი გონება. არიან თავაზიანები, ზრდილნი, დარბაისელნი და

გულთბილნი, მაგრამ ამავე დროს არიან ამაყნი, ქედმაღალნი, ბოროტნი, დაუნდობელნი, ულმობელნი და უტიფარნი.

Page 9: ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო

სოციალური ურთიერთობები

ჟან შარდენი სამეგრელოს შესახებ

ბატონებს აქ თავის ქვეშევრდომების სიცოცლესა და ქონებაზე განუზომელი უფლებები აქვთ - როგორც უნდათ, ისე ექცევიან მათ.

თითოეული გლეხი აძლევს თავის ბატონს მარცვლეულს, საქონელს, ღვინოს და სხვა სურსათ-სანოვაგეს თავისი შეძლების მიხედვით. ამგვარად, მათი სიმდიდრე დამოკიდებულია გლეხების რაოდენობაზე.

Page 10: ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო

დასასრული

გმადლობთ ყურადღებისათვის