ბიძინა ივანიშვილის მიმართვა...

26
1 მოგესალმებით ყველას! მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქ შეკრებისთვის. მივესალმები ნინოწმინდას, ახალქალაქს, ასპინძას, ბორჯომს, ადიგენს, ახალციხეს! მივესალმები მთელ საქართველოს! მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს, საქართველოს ამ მიწაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ისტორიულად ხომ სამცხეჯავახეთი საქართველოს ის ნაწილია, სადაც ქართველებთან ერთად მრავალი სხვა ეროვნების კაცი საუკუნეების განმავლობაში უშიშრად სწევდა ცხოვრების მძიმე ჭაპანს. დღეს აქ, საქართველოს ამ ძველთაძველ მხარეში, სამცხეში, ახალციხეში შევიკრიბეთ, რათა დღეიდან ქართველებმა, სომხებმა, ებრაელებმა, აზერბაიჯანელებმა, რუსებმა, ბერძნებმა და სხვებმა, ერთად, ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, რომელიც სამშობლო იქნება ყველასთვის! დღეს იმისათვის შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ერთმანეთს, რადგან ჩვენს სამშობლოს ახლა გადარჩენა სჭირდება! და მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გადაარჩენს მას, ამიტომ, ჩემო ხალხო, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ამ ქალაქს, რომელშიც ახლა ვდგავართ, თავდაპირველად ამაყი სახელი ლომისა რქმევია, მოგვიანებით კი, ის ჩვენმა წინაპრებმა ახალციხედ მონათლეს. მაშინდელ სამყაროში ყოველი ქვეყნის შუაგულს, ცენტრს, აუცილებლად ქმნიდა ციხექალაქი. სწორედ ციხექალაქების გარშემო ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ხოლმე ქვეყანა.

Upload: bidzina-ivanishvili

Post on 31-Jul-2015

1.820 views

Category:

Documents


7 download

DESCRIPTION

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

TRANSCRIPT

Page 1: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

1    

მოგესალმებით  ყველას!  

მინდა  დიდი  მადლობა  გადაგიხადოთ  აქ  შეკრებისთვის.  

მივესალმები   ნინოწმინდას,   ახალქალაქს,   ასპინძას,  ბორჯომს,  ადიგენს,    ახალციხეს!  

მივესალმები  მთელ  საქართველოს!  

 

მოგესალმებით   თითოეულ   თქვენგანს,   საქართველოს   ამ  მიწაზე   მცხოვრებ   ჩვენს   მოქალაქეებს.   ისტორიულად   ხომ  სამცხე-­‐ჯავახეთი   საქართველოს   ის   ნაწილია,   სადაც  ქართველებთან   ერთად   მრავალი   სხვა   ეროვნების   კაცი  საუკუნეების   განმავლობაში   უშიშრად   სწევდა   ცხოვრების  მძიმე  ჭაპანს.    

დღეს  აქ,  საქართველოს  ამ  ძველთაძველ  მხარეში,  სამცხეში,    ახალციხეში   შევიკრიბეთ,   რათა   დღეიდან   ქართველებმა,  სომხებმა,   ებრაელებმა,     აზერბაიჯანელებმა,   რუსებმა,    ბერძნებმა   და   სხვებმა,   ერთად,   ისეთი   ქვეყანა   ავაშენოთ,  რომელიც  სამშობლო  იქნება  ყველასთვის!    

დღეს   იმისათვის   შევიკრიბეთ,   რომ   კიდევ   ერთხელ  გამოვუცხადოთ   მხარდაჭერა   ერთმანეთს,   რადგან   ჩვენს  სამშობლოს   ახლა   გადარჩენა   სჭირდება!   და   მხოლოდ   ჩვენი  გამარჯვება   გადაარჩენს   მას,   ამიტომ,   ჩემო   ხალხო,   ჩვენ  აუცილებლად  გავიმარჯვებთ!      

 ამ   ქალაქს,   რომელშიც   ახლა   ვდგავართ,   თავდაპირველად  ამაყი   სახელი   -­‐   ლომისა   -­‐   რქმევია,   მოგვიანებით   კი,   ის  ჩვენმა   წინაპრებმა   ახალციხედ   მონათლეს.   მაშინდელ  სამყაროში  ყოველი    ქვეყნის  შუაგულს,  ცენტრს,  აუცილებლად  ქმნიდა   ციხე-­‐ქალაქი.   სწორედ   ციხე-­‐ქალაქების   გარშემო  ყალიბდებოდა  და  ვითარდებოდა  ხოლმე  ქვეყანა.    

Page 2: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

2    

აქვე  მდებარეობს  ჩვენი  კულტურის  ერთ-­‐ერთი  უძვირფასესი  სამკაული  -­‐  ვარძია  -­‐  კლდეში  ნაკვეთი  ქალაქი,  რომელიც  მეფე  თამარის   სახელს   უკავშირდება   და   გამორჩეულ   როლს  თამაშობდა   იმდროინდელი   საქართველოს   პოლიტიკურ   და  კულტურულ   ცხოვრებაში,   ხოლო   დღეს   მთელი   საქართველოს    სიამაყეა.    

ჩვენი   წარსულისა   და   კულტურის   განუყოფელი   და   სასახელო  ნაწილია   საფარა,   ზარზმა,   ხერთვისი,     კუმურდო,   თმოგვი,  ფოკა.  ამათ  გარეშე  წარმოუდგენლია  საქართველოს  ისტორია,    წარმოუდგენელია  ქართველების  ისტორიული  ცნობიერება  და  ეროვნული  იდენტობა.    

იმასაც   ამბობენ,   რომ   გენიალური   რუსთველი   ამ   კუთხის  შვილი   იყო,   და   რომ   აქ   დაწერა   მან   მსოფლიო   შედევრი,  რომელიც  ქართველებისთვის  ბიბლიის  ტოლფასია.          

 

მოგვიანებით,   მე-­‐16-­‐მე-­‐17   საუკუნეებში   საქართველოს   ამ  მხარეში,  სამცხე-­‐ჯავახეთში,  აღმოცენდა  და  ფეხი  მოიკიდა  საგანმანათლებლო   და   კულტურულმა   ცხოვრებამ,   ევროპელ  მისიონერებთან   ურთიერთობამ   რომ   მოიტანა,   რაც  დეტალურადაა   აღწერილი   მესხეთის   მკვიდრის,   გამოჩენილი  მეცნიერის    მიხეილ  თამარაშვილის  ჩანაწერებში.  

ქვეყანა   თითქოს   თავიდან   იბადებოდა.   მაგრამ   განათლება  და   კულტურა   ხომ   დამოუკიდებლობას   წარმოშობს,  დამოუკიდებლობა   კი   ყოველთვის   აშინებს   შინა   თუ   გარე  მტერს.  

კულტურასა   და   განათლებას   ხომ   დამოუკიდებლობა   და  თავისუფლება   მოაქვს.   სწორედ   თავისუფლებაა   ის,   რასაც  გამალებით  ებრძვის  ეს  ხელისუფლება.    

Page 3: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

3    

ჩვენ   არ   გვინდა,   ხალხო,   კომპიუტერით   შეიარაღებულ   და  შენიღბულ   ბატონ-­‐ყმობაში   დაბრუნება,   ჩვენ   განათლებულ,  დამოუკიდებელ,   პროგრესულ   ქვეყანაში   ცხოვრება   გვინდა.  სწორედ   ამიტომ   ემტერება   „ქართულ   ოცნებას“   ასე   ეს  ხელისუფლება.    

თავისუფლებისკენ   სწრაფვა,   ანუ   განათლების,  განვითარებისა   და   დამოუკიდებლობისკენ   სწრაფვა  ყოველთვის   იყო   ჩვენი   ტრადიცია,   და   ჩვენ   ამ   ტრადიციის  ერთგული  ვრჩებით.  

ჩემო   კარგებო,   მე   სიამაყე   თამამად   ვახსენე   თქვენთან,  რადგან  ვიცი,  რომ  მართლაც  ამაყობთ  არა  ერთი  გამოჩენილი  ადამიანით.   მაგრამ   მე   უფრო   მეტი   მინდა   თქვენთვის,   მე  მინდა,   რომ   ყოველი   თქვენგანი,   პირველ   რიგში,   თავისი  ცხოვრებით   იყოს   ამაყი,   თავისი   ოჯახის   წინსვლით   იყოს  ამაყი.  

ასეთი   შესაძლებლობის   ხელიდან   გაშვება   დანაშაული  იქნება,   რომელსაც   ვერც   თავს   ვაპატიებთ   და   არც   შვილები  გვაპატიებენ.    

ამიტომ   უნდა   მივიდეთ   1-­‐ელ   ოქტომბერს   არჩევნებზე   და  ერთად  შემოვხაზოთ  41.  მე  გაძლევთ  სიტყვას  და  მოგიწოდებთ  არჩევნებისკენ  -­‐  ჩვენ  გავიმარჯვებთ!    

 

ჩემო   ახალციხელებო,   ახალქალაქელებო,   ბორჯომელებო,  ვალელებო!  მხოლოდ  ერთ  რამეს  გთხოვთ  -­‐  მომეცით  საშუალება,  რომ  მე  თქვენ  უკეთესად  ცხოვრების  შესაძლებლობა  მოგცეთ!  

 

მოგმართავთ   ქართულ   ენაზე,   ძველთაძველ     ენაზე,   რომელიც  ცივილიზაციის  მონაპოვარია,  ჩვენი  სიამაყეა  და  ვიცი,  რომ  

Page 4: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

4    

ამ   ენას     განსაკუთრებული   ყურადღება   სჭირდება   ამ  მხარეში.    

 

დღეს   ჩვენს   შორისაც   არიან   ადამიანები,   რომლებმაც,  სავარაუდოდ,   კარგად   არ   იციან   ქართული   ენა     -­‐  სახელმწიფოსთან   ურთიერთობის   ენა,   და   ძნელი  წარმოსადგენი   არ   უნდა   იყოს,   ამის   გამო   რამდენად   აქვთ  გართულებული  ცხოვრება.    

 

არ  შეიძლება  კაცს  ეს  არ  აწუხებდეს,  რადგან  ამის  გარეშე  ძნელია   შენი   ქვეყნის   სრულფასოვან   მოქალაქედ   იგრძნო  თავი.  

 

არავინ  იფიქროს,  რომ  მე  ამ  ადამიანებს  განვიკითხავ  ამის  გამო.   ეს   სახელმწიფოს   გადასაწყვეტი   პრობლემაა,  სახელმწიფომ   უნდა   იზრუნოს   ყველა   თავის   მოქალაქეზე,  ბოლოს  და  ბოლოს,  ეს  მისი  მოვალეობაა.    

 

სახელმწიფომ   ხელი   უნდა   შეუწყოს   საზოგადოებაში   მისი  ყოველი  მოქალაქის  სრულფასოვან  ინტეგრაციას.  

რამდენიმე   ათეული   წლის   განმავლობაში   მრავალი   პროექტი  დაიგეგმა   და   თითქოს   განხორციელდა   კიდეც   სახელმწიფო  ენის   შესასწავლად,   მაგრამ   პირი   არ   უჩანს   ამ   საკითხის  მოგვარებას.   ბევრი   ჩვენი   მოქალაქისათვის   კვლავ  პრობლემად  რჩება  სახელმწიფო  ენის  არცოდნა.  

„ქართული   ოცნება“   გპირდებათ,     -­‐     ყველაფერს   გავაკეთებთ  იმისათვის,   რომ   ჩვენმა   მოქალაქეებმა   შეძლონ   ქართულად  ლაპარაკი,   შეძლონ   ამ   ქვეყნის   განვითარებაში  

Page 5: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

5    

სრულფასოვნად   მონაწილეობა,   და   ამასთან   ერთად,   რაც  ძალიან   მნიშვნელოვანია,   ჩვენ   ხელს   შევუწყობთ   მათი  მშობლიური   ენის   განვითარებას   და   ყოველმხრივ   დავიცავთ  მას.    

საქართველოში  სახელმწიფო  ენის  სათანადოდ  სწავლება  ერთ-­‐ერთი   მთავარი   მიმართულება   იქნება.   ამაღლდება  არაქართულენოვან   სკოლებში   ქართული   ენის   სწავლების  დონე,   შეიქმნება   ქართული   ენის   შემსწავლელი   კურსები  უფროსი   თაობის   ადამიანებისთვის,   საჭიროების  შემთხვევაში,   ამუშავდება   თარჯიმანთა   და   მთარგმნელთა  სპეციალური  ქსელი.        

და,   რაც   მთავარია,   ყოველივე   ამასთან   ერთად,     ჩვენი  სახელმწიფო   იმასაც   მიხედავს,   რომ   არაქართველმა  ბავშვებმა  საფუძვლიანად  შეისწავლონ  თავისი  მშობლიური  ენა   და   ლიტერატურა.   ჩვენი   სახელმწიფო   არც   მათ   ენებს  მოაკლებს  ყურადღებას,  გპირდებით!  

ჩემი   და   „ქართული   ოცნების“   უმთავრესი   მიზანი   ისაა,   რომ  ჩვენს   სახელმწიფოში     ადამიანი   ბედნიერი   იყოს,   ის   კი,  რომელ  ენაზე  გამოთქვამს  უკეთ  თავის  სიხარულს,  ეს  მხოლოდ  მისი  საქმეა.    

ნამდვილ   სიხარულს   თუ   მწუხარებას   ადამიანი   მხოლოდ  მშობლიურ  ენაზე  გამოხატავს.  

ჩვენ,   „ქართულ   ოცნებას“,   ისეთი   სახელმწიფოს   აშენება  გვინდა,   რომელშიც   ყველაზე   თანაბრად   იზრუნებს  სახელმწიფო,  ეროვნებისა  და  აღმსარებლობის  მიუხედავად.    

დიახ,   ასე   იქნება,   რადგან   ჩვენ   პატივს   ვცემთ   ადამიანს,  ყოველ   ცალკეულ   ადამიანს.   და   ეს   პატივისცემა   იქნება  საძირკველი,   რომელზეც   თავისუფალი   საქართველოს  სამართლიანი  სახელმწიფო  აიგება.  გპირდებით!  

Page 6: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

6    

ოც  წელზე  მეტია,  რაც  საქართველომ  საბჭოთა  იმპერიალიზმს  დააღწია   თავი   და     ვერა   და   ვერ   ეღირსა   ნამდვილი  თავისუფლების  მოპოვებას.    

ამას   თავისი   მიზეზები   აქვს   -­‐   შინაც   და   გარეთაც.   თუ  გვინდა,  რომ  ბოლოს  და  ბოლოს  თავი  დავაღწიოთ  ამ   20-­‐წლიან  წარუმატებლობას,   პირველ   რიგში,   შინ   არსებულ   მიზეზებს  უნდა  გავუსწოროთ  თვალი.    

ამდენ   ხანს,   ჩვენ   ხან   დრომოჭმული   ნაციონალისტური  მითებით  გვაბრუებდნენ,  ხან  მექრთამეობასა  და  დატაცებას  ლამის  ცხოვრების  წესად  გვიდგენდნენ.    

ახლა   კი,     იმას   ცდილობენ,   როგორმე   უსამართლობის,  ტყუილისა   და   ელიტარული   კორუფციის   მორევში   ჩათრეული  ჩვენი  სამშობლო  ბრჭყვიალა  ბუტაფორიად    გადაგვიქციონ.      

 

მითხარით   ერთი,   ეს   იყო   ქართველების   ოცნება?!   ამას  მოელოდა   საქართველო   დამოუკიდებლობისა   და  თავისუფლებისგან?!   ამას   იმსახურებდით   თქვენ?!   რა   თქმა  უნდა   -­‐   არა!   და   რომ   არა,   სწორედ   ამიტომ   მოვიდა   „ქართული  ოცნება“,  მოვიდა,  რათა  თქვენ,  ათასჭირგამოვლილ  ხალხს,  ის  ოცნება   აგიხდინოთ,     ამდენი   ხნის   განმავლობაში     გულით      რომ  დაატარებთ.    

ამ  რვა  წლის  წინ,  თითქოს  გაჩნდა  იმედი.  მეც,  ისევე  როგორც  ბევრ   თქვენგანს,   მოლოდინი   გამიჩნდა,   რომ   ქვეყანა   უარს  იტყოდა   ბევრ   უკეთურობაზე   და   ახალი   ქვეყნის   აშენება  რეალობად  იქცეოდა.    

პირველ   წლებში   ამის   ნიშნები   შეიმჩნეოდა   კიდეც,   და   მეც,  რაც   შემეძლო,   გვერდში   ვედექი   ჩემს   სამშობლოს,  სახელმწიფოს  ვეხმარებოდი.    

Page 7: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

7    

არასოდეს   დამითვლია,   რამდენს   ვიხდიდი   ჩემი   ქვეყნის  დასახმარებალად.   მაგრამ   ახლა,   როცა   დამანგრევლობას  მწამებენ,   გეტყვით,   რომ   სხვადასხვა   საქველმოქმედო  მიზნით   ჩემ   მიერ   გაღებული   თანხით   ხელისუფლების   მაღალ-­‐მაღალი  ხელფასებიც  რიგდებოდა,  შენობებიც  შენდებოდა  და  რემონტდებოდა,   პოლიციასა   და   ჯარსაც   ვეხმარებოდი,  გაჭირვებულებს   ხელს   ვუმართავდი.   მაგრამ,   საბოლოოდ,  ქვეყანასა  და  ხალხს  მაინც  ბევრი  ვერაფერი  ვუშველე.    

 

სააკაშვილმა   ისე   დააძაბუნა   ქვეყანა,   რომ   გაჭირვებულ  ადამიანს   საბჭოეთი   მოანატრა.   ამაზე   უარესი   რა   უნდა  დამართო  თავისუფლებისმოყვარე  და  ღირსების  მქონე  ჩვენს  ხალხს.   აი,   სწორედ   ამიტომ   არის   სააკაშვილი    თავისუფლებისა  და  ღირსების  მოძულე.    

ამ   უღირსობას   პასუხი   უნდა   გაეცეს,   ამაში   დავრწმუნდი.  დავრწმუნდი   იმაშიც,   რომ     ჩემი   დახმარება   სათავისოდ  გამოიყენეს  და  იმაშიც  დავრწმუნდი,  ერთხელ  და  საბოლოოდ,  რომ,   თუ   გინდა   დახმარებამ   ნაყოფი   გამოიღოს,   ადამიანს  ფულით   კი   არ   უნდა   დაეხმარო,   არამედ   ფულის   შოვნის  კანონიერი  გზა  და  საშუალება  უნდა  მისცე.    

მხოლოდ   ეს   არის   ნამდვილი   დახმარება.   აი,   ხალხო,   ამის  გასაკეთებლად   მოვედი   პოლიტიკაში,   და   ამისთვის   მოდის  ხელისუფლებაში  „ქართული  ოცნება“!    

ჩვენ   საკმარისი   ცოდნაც   გვაქვს,   გამოცდილებაც,  საერთაშორისო     მხარდაჭერაც   და,   რაც   მთავარია,   ჩვენ  გვაქვს  მტკიცე  და  ურყევი  ნება,  რომ  ხალხსა  და  ქვეყანას  ეშველოს,  რომ  საქართველოს  ეშველოს!    

 

ჩემო  მეგობრებო!  

Page 8: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

8    

მსოფლიოში   ცოტაა   ისეთი   ადგილები,   სადაც   ასეთი   წყალი,    ასეთი  ბალახი  და  ასეთი  ტყეა.    

თქვენ,   მესხეთ-­‐ჯავახეთში   მცხოვრებ   ხალხს,   ნადვილ  დემოკრატიას  თავად  თქვენი  ზღაპრული  ბუნება  გასწავლით.  ნახეთ,  რა  საოცრადაა  ერთმანეთს  შეხამებული    შემოდგომის  ჟღალი  მესხეთი  და  ადიგენის  წიწვოვანი  ტყეები,  გოდერძის  უღელტეხილზე   ზურმუხტისფერი   ალპური   ზონა   და   გასაოცარი  სილამაზის   ზეკარის   უღელტეხილი,   საიდანაც   კავკასიონიც  მოჩანს  და  შავი  ზღვაც.      

განსხვავებულთა  შორის  ასეთ  უნაკლო  შერწყმას  ადამიანი,  ალბათ,   ვერც   ვერასოდეს   მიაღწევს,   მაგრამ   ნიმუშად   კი  ექნება.   მე   მჯერა,   რომ   ადამიანში   აზროვნებასა   და  კეთილშობილებას   სწორედ   სილამაზე   და   მშვენიერება  ბადებს,   ამგვარ   მრავალფეროვან   ბუნებას   კი   მესხეთ-­‐ჯავახეთის  გარდა,  სად  ნახავს  კაცი?!  

ამ   მხარეში   ყველა   კუთხე,   ყველა   რაიონი   თავისებური   და  განსაკუთრებული   სიმდიდრით   გამოირჩევა.   ბორჯომი,  ბაკურიანი,  აბასთუმანი  -­‐  მთელი  საქართველოს  სიმდიდრეა.  

მარტო   აბასთუმანი   რად   ღირს,   თავისი   ბუნებით,  გამჭვირვალე   ჰაერით.   აბასთუმანი   ეკოლოგიურად   სუფთა  ადგილის   ეტალონად   ითვლება   და   ამიტომაც   აქვს   მას  განსაკუთრებული   სამკურნალო   დანიშნულება.   სწორედ  უნიკალური   ატმოსფერული   კლიმატის   გამო   შეირჩა   თავის  დროზე   აბასთუმანი     და   იქ   მსოფლიო   მნიშვნელობის  ობსერვატორია  დაარსდა.  

უნიკალური   წიწვოვანი   ტყე   აკრავს   ამ   კუთხეს   გარშემო.    სწორედ   ამ   ტყეშია   აბასთუმნის   ჰაერის   გამჭვირვალობის  საიდუმლო.  და  აი,  ახლა,  ეს  ტყე  იჭრება,  იჭრება  უმოწყალოდ,  და  თუ  დროზე  არ  შევაჩერებთ  ამას,  თუ  სწრაფად  არ  მივიღებთ  გადამჭრელ  ზომებს,  მთლიანად  შეიცვლება  მიკროკლიმატი  და    

Page 9: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

9    

კურორტის   არსებობა   ეჭვის   ქვეშ   დადგება.   აღარც  ობსერვატორია   იარსებებს,   რომელიც   დღემდე   ევროპისა   და  აზიის   მასშტაბით   ერთ-­‐ერთ   საუკეთესოდ   ითვლება   და   ჩვენი  ეროვნული  სიმდიდრეა.      

მე   გპირდებით,   რომ   სახელმწიფო   განსაკუთრებულად  იზრუნებს   აბასთუმანზე   და   ყველაფერს   იღონებს,   რათა   მან  თავისი   განსაკუთრებული   როლი   და   ადგილი   დაიბრუნოს,  იზრუნებს   ინფრასტრუქტურის   მოწყობაზე.   ეს   ტურისტების  დაინტერესებასა  და  მოზიდვასაც  შეუწყობს  ხელს  და  ჩვენი  ხალხის  დასაქმებასაც.  

რაც   შეეხება   ბორჯომს,   მის   უნიკალურობასა   და  მნიშვნელობაზე  მთელი  მსოფლიო  შეთანხმებულია.  ბორჯომის  წყალს   100   წელზე   მეტია   საერთაშორისო   აღიარება   აქვს  მოპოვებული.    

უფროს   თაობას   კარგად   ახსოვს,   როცა   ჩვენი   ქვეყანა   ჯერ  კიდევ   საბჭოთა   იმპერიის   ნაწილი   იყო,   საქართველოს  დამოუკიდებლობის   საკითხზე   მსჯელობისას   ბორჯომს  ქვეყნის  ეკონომიკის  გადამრჩენად  ასახელებდნენ.    

რა   თქმა   უნდა,   ასეთი   შეფასება   რომანტიკული   და  გულუბრყვილო   იყო,   მაგრამ   იმას   ვერავინ   წარმოიდგენდა,  რომ   იმდენად   მაინც   ვერ   მოვუვლიდით   და   გამოვიყენებდით  ამ   ბუნებრივ   სიმდიდრეს,     რომ   ადგილობრივი   მოსახლეობა  უკიდურეს  გაჭირვებაში  არ  ჩავარდნილიყო.    

21-­‐ე   საუკუნეში   ჩვენ   ვეღარ   ვუვლით   ჩვენს   სიმდიდრეს.  ინფრასტრუქტურის   მნიშვნელოვანი   ნაწილი   მთლიანად  გაპარტახებულია  და  მოშლილია,  ხოლო  ნაწილი  სააკაშვილმა  და  მისმა  ხელისუფლებამ  მიითვისა.  

რომანოვების   უნიკალური   სასახლე   სააკაშვილის   ოჯახის  პირად   დასასვენებელ   სახლადაა   ქცეული   და   მას   სულაც   არ  

Page 10: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

10    

ადარდებს,   რომ   ეს   სასახლე   კულტურული   და   ისტორიული  მნიშვნელობის   ძეგლია.   აი,   ასე   აქვს   მითვისებული   მთელი  საქართველო   და   ამიტომაა,   ასე   რომ   ებღაუჭება  ძალაუფლებას.  ჩვენ  ამას  დავამთავრებთ!  

ჩვენ  ყველგან  აღვადგენთ  სამართლიანობას!  ეს  არის  ჩვენი  მთავარი   დანაპირები!   მე   ვპირდები   ბორჯომელებს,   რომ   ამ  უნიკალური  სიმდიდრით  თქვენც  ისარგებლებთ,  ადგილობრივი  მოსახლეობა.    

დღეს   რომ   მხოლოდ   ერთ   კომპანიას   აქვს   მონოპოლიზებული  მთლიანად   მინერალური   წყლის   რესურსი,   სრულიად  იგნორირებულია   ადგილობრივი   მოსახლეობის   ინტერესები,  ის,   რომ   ტაბაწყურის   ულამაზეს   ტბას   მაღალჩინოსნები  დაეპატრონნენ  გართობისა  და  დროსტარებისთვის,  და  ხალხს  ოჯახის   გამოსაკვებად   თევზაობის   საშუალებასაც   არ  აძლევენენ,   აი,   ეს   უსამართლობა     დამთავრდება   ამ  ქვეყანაში,  ერთხელ  და  სამუდამოდ!    

ტყე  ჩვენი  ქვეყნისა  და  განსაკუთრებით  სამცხე-­‐ჯავახეთის  მნიშვნელოვანი  სიმდიდრეა.  ახლა  გლეხს  ტყეც  წაართვეს  და  ერთი  მუჭა  მონოპოლისტების  ხელში  ჩააგდეს.  

გლეხმა  ძალიან  კარგად  იცის,  რომელი  ხე  უნდა  მოჭრას,   -­‐  ეს  ცოდნა   თაობიდან   თაობას   გადაეცემა   და   ამიტომაცაა   ტყე  შემონახული.     მაგრამ   ახლა   ჩვენს   ხალხს   ტყეში   აღარ  უშვებენ.   სამაგიეროდ,   ხელისუფლებასთან   დაახლოებული  ერთი  ჯგუფი  უმოწყალოდ  ანადგურებს  მას.  

ხალხო,  ჩვენ  საკუთარი  ხელით  ვსპობთ  ჩვენს  ბუნებას!  აბა,  გადახედეთ,   სად   იჭრება   ასე   დაუნდობლად   ტყე,   როგორც  ჩვენში,  ნადგურდება  სრულიად  უნიკალური  ბუნება,  რომელიც  ბევრ  ქვეყანას  სანატრელი  აქვს.    

Page 11: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

11    

მაშინ,   როცა   ცივილიზებული   ქვეყნები   თავიანთ   ბუნებრივ  სიმდიდრეს   თვალისჩინივით   უფრთხილდებიან,   ჩვენ   ჩვენი  სიმდიდრე   საზღვარგარეთ   გაგვაქვს,   თანაც   იაფად,  კაპიკებად.   და   რა   შემოგვაქვს   სანაცვლოდ?   მოსთხოვა  ვინმემ  ხელისუფლებას    პასუხი?    

ამის  პასუხი  ის  იქნება,  რომ  არჩევნებზე  მივალთ  ყველა  და  41-­‐ს   შემოვხაზავთ,   „ქართულ   ოცნებას“   შემოვხაზავთ   და   მე  გპირდებით,   რომ   ნაბიჯ-­‐ნაბიჯ   ჩვენი   ქვეყნის   ყველა  სატკივარს  მივხედავთ,  ყველგან  დავამყარებთ  წესრიგს  და  აღვადგენთ  სამართლიანობას!      

დიახ,   ჩვენ   მოვალთ   და   დავამყარებთ   წესრიგს,   მაგრამ   ეს  იქნება   დემოკრატიაზე,   სამართლის   უზენაესობასა   და  ადამიანის   ღირსების   პატივისცემაზე   დამყარებული  წესრიგი!    

წესრიგის   დამყარება   გადავსებული   ციხეების   ხარჯზე   არ  უნდა  ხდებოდეს.  უდანაშაულო  ადამიანების  ციხეში  ჩაყრით  და  დაშინებით  დამყარებული  წესრიგი  მხოლოდ  დიქტატორული  რეჟიმებისთვის  არის  დამახასიათებელი.  

სინამდვილეში   ამ   ხელისუფლებამ     ნამდვილი   კრიმინალები  გარეთ   გამოუშვა   და   ზონდერბრიგადებში   გადაანაწილა,  არაერთი   უდანაშაულო   ადამიანი   კი   ციხეშია  გამომწყვდეული.  

ახლა   ხალხს   იმით   აშინებენ,   თითქოს   ჩვენ   ყველა  დამნაშავეს   გარეთ   გამოვუშვებთ.   ხალხო,   ჩვენ   კი   არ  გამოვუშვებთ   პატიმრებს   ციხეებიდან,   არამედ  მიუკერძოებელი   სასამართლო   განიხილავს   ყველა   უკანონო  პატიმრის   საქმეს   და   კანონის   ძალით   დავიხსნით   მათ  პატიმრობიდან.  

ყველა   პატიმარი   ჩვენი   მოქალაქეა   და   მათი   დროებითი  იზოლაცია  სულაც  არ  ნიშნავს  იმას,  რომ  სახელმწიფომ  უარი  

Page 12: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

12    

უნდა   თქვას   თავის   მოქალაქეზე   და   არაფრად   ჩააგდოს    პატიმრების  ბედი.    

ამ   ხელისუფლებამ   მრავალი   უდანაშაულო   ადამიანი  პრობაციონერად  აქცია.  გარდა  იმისა,  რომ  ეს  დღეს  ბიუჯეტის  შევსების   ერთ-­‐ერთი   მთავარი   წყარო   გახდა,   ხელისუფლება  მათ   და   მათი   ოჯახის   წევრებს   შანტაჟითა   და   დაშინებით  აიძულებს   „ნაციონალების“   სასარგებლოდ   მუშაობას   და  არჩევნებში  მათ  მხარდაჭერას.  

ჩვენ  არ  ვაპირებთ  პატიმრებთან  ანგარიშსწორებას,  ისინი  ჩვენი   მოქალაქეები   არიან.   ჩვენ   ვიზრუნებთ   იმისათვის,  რომ   ჩვენმა   მოქალაქეებმა   რაც   შეიძლება   სწრაფად  მოახერხონ   ადაპტაცია   და   სრულფასოვან   ადამიანებად  დაუბრუნდნენ   საზოგადოებას.   ჩვენ   არც   ერთი   ადამიანი   არ  გვყავს  დასაკარგი!  

ჩვენ  გპირდებით,  რომ  ადამიანი  ჩვენი  ხელისუფლებისთვის      მთავარი   ღირებულება   იქნება,   ჩვენ   ვიქნებით   ყველას  ქომაგი,  ყველა  ადამიანის,  ვისაც  სახელმწიფოს  დახმარება  დასჭირდება!    

სააკაშვილი   დაჟინებით   უმტკიცებს   სახელმწიფო  სტრუქტურებში   დასაქმებულ   ათასობით   ადამიანს,   რომ   თუ  „ქართული   ოცნება“   მოვიდა   ხელისუფლებაში,   ყველას  სამსახურიდან  გაყრის  და  ანგარიშს  გაუსწორებს.    

ყველას     გასაგონად   მინდა   განვაცხადო,   რომ   მსგავსი  არაფერი   მოხდება.   რევანშიზმი   და   პოლიტიკური  ანგარიშსწორება   დაუშვებელია!   ოღონდ     აუცილებელია  სამართლიანობის   აღდგენა.   ვისაც   მძიმე   დანაშაული   აქვს  ჩადენილი,   იქნება   ეს   მკვლელობა,   წამება,   საკუთრების  წართმევა   თუ   სხვა,   დამოუკიდებელი   სასამართლო   კანონის  ძალით  გაასამართლებს.    

Page 13: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

13    

და   აქვე   ვიტყვი:   ჩვენი   გამარჯვების   შემდეგ   ვინც   კი  გაბედავს   პოლიტიკურ   ანგარიშსწორებას,   იგივე  სასამართლო  გამოუტანს  განაჩენს  ყველას.  არავის  ეგონოს,  რომ     ბოროტმოქმედება   დაუსჯელი   დარჩება,   ვისი   მომხრეც  გინდა  იყოს  მისი  ჩამდენი!    

მინდა   დღეს,   ამ   ქალაქიდან,     მივმართო   ჩვენს   ძმებს   და  დებს,   ვისაც   ჯერ   კიდევ   სჯერა   იმ   საფრთხის,   რომ   თუ    ნაციონალური  მოძრაობა  არ  იქნება  ხელისუფლებაში,  აღარც  სახელმწიფო    იარსებებს.    

პირველ  რიგში,    ვიტყვი  იმას,  რომ    არც  ერთი  ცივილიზებული  ქვეყნისთვის  ხელისუფლების  ცვლილება    ტრაგედია  არ  არის.    

სწორედ   ცივილიზებული   სამყარო   შეთანხმდა   იმაზე,   რომ  ხელისუფლება   გარკვეული   ვადით   უნდა   აირჩიოს  მოსახლეობამ  და  ისევ  არჩევნების  გზით  შეცვალოს  იგი   -­‐  ეს  არის     დემოკრატიის,   ცივილიზაციის   მონაპოვარი,   და   ეს  მონაპოვარი  უნდა  დავიცვათ  1-­‐ელ  ოქტომბერს  არჩევნებში!    

ამაში  ჩვენ  საერთაშორისო  საზოგადოება  და  დემოკრატიული  სამყარო  დაგვიდგება  გვერდში,  ჩვენ  სამართლიან  ბრძოლაში  მარტონი  არ  ვიქნებით,  ჩვენ  ამის  გვჯერა!    

ეს   უცხოელები   იმდენჯერ   გააწბილა   სააკაშვილმა,   რომ  აღარავინ   დახუჭავს   თვალს   მის   მორიგ   უკანონობაზე.  მთელმა  მსოფლიომ  დაინახა,  ისევე  როგორც  ჩვენმა  ხალხმა,  რომ   სააკაშვილისა   და   მისი   ხელქვეითების   წყალობით  ცოცხალი,   დემოკრატიული   ქვეყნის   მაგივრად   საქართველო  დემოკრატიის  ფიტულად  გადაიქცა.    

 

დღეს   ხელისუფლება   პანიკაშია.   პანიკა,   აბა   სხვა   რა   უნდა  უწოდო   კაცმა   იმას,   რომ   უცხოეთში   მცხოვრები   მილიონ-­‐ნახევარი   ქართველი,   ანუ   ამომრჩეველთა   ერთი   მეოთხედი,  

Page 14: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

14    

ოღონდ   საარჩევნო   ყუთთან   არ   მიუშვას,   და   არჩევნები  ორშაბათ  დღეს  დანიშნა!    

კიდევ  უფრო  მზაკვრული    და  შორსმიმავალი  გეგმა  ჰქონდა  ამ  ხელისუფლებას   ჩაფიქრებული:   სრულიად   უსაფუძვლოდ   და  უკანონოდ,   ჩემთვის   დაკისრებულ   მილიონობით   ჯარიმებს  „ქართულ  ოცნებას“    საარჩევნო  კამპანიისთვის  დახარჯულად  უთვლიდა.    

თურმე   ნუ   იტყვით,   მილიონებს   ერთმანეთს   იმიტომ  უმატებდნენ,   რომ   არჩევნების   შემდეგ   აღმოჩენილიყო,   რომ  ჩვენმა   კოალიციამ     უფრო   მეტი   დახარჯა,   ვიდრე   ამის  უფლებას   კანონი   აძლევს,   და   ამ   საბაბით   წაერთმიათ  გამარჯვება  და  პარლამენტში  შესვლის  უფლება.        

აი,   ეს   უნდოდა   სააკაშვილს   და   მის   ხელისუფლებას.   მაგრამ  არ  შეგეშინდეთ,  ხალხო,  ეს  გეგმა  მათ  წყალში  ჩაუვარდათ!    

ჩვენ   უკვე   დავიჭირეთ   თადარიგი   და   მივმართეთ   მთელ  საერთაშორისო  საზოგადოებას,  უცხოელებს.    

ამ  მიმართვებმა  და  შეხვედრებმა  შედეგი  გამოიღო   -­‐  ყველა  ერთხმად  აცხადებს,  რომ  არ  აპირებენ  თვალის  დახუჭვას  არც  ერთ,  თუნდაც  უმნიშვნელო  დარღვევაზეც  კი.    

სულ   რამდენიმე   დღის   წინ   საქართველოს   ეწვია   ამერიკის  მაღალი  რანგის  დელეგაცია,  რომელსაც  სახელმწიფო  მდივნის  მოადგილე   თომას   მელია   ხელმძღვანელობდა.   აი,   რა  განაცხადა  მან,  სიტყვასიტყვით  გეტყვით:   „ამერიკა  მხარს  უჭერს   ქართველი   ხალხის   სწრაფვას   თავისუფალი,  სამართლიანი   და   დემოკრატიული   პროცესებისაკენ.   ჩვენ  მხარს   არ   ვუჭერთ   რომელიმე   პოლიტიკურ   პარტიას   ან  კანდიდატს  და  მოუთმენლად  ველით  მჭიდრო  თანამშრომლობის  გაგრძელებას   იმ   ლიდერებთან,   რომელთაც   ქართველი   ხალხი  აირჩევს“.  

Page 15: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

15    

 

არ   იფიქროთ,   ხალხო,   რომ   სააკაშვილისთვის   სულ   ერთი   იყოს  უცხოელების   მითითებები.   ამ   მითითებების   წყალობითაა  სააკაშვილი  და  მისი  ხელისუფლება  უკან  რომ  იხევს  და  უკან  იხევს  დიდი  ნაბიჯებით!    

როგორც  კი  მკაცრი  და  კონკრეტული  განცხადებები  გააკეთეს  ევროპის  საბჭოსა  და  ეუთოს  საპარლამენტო  დელეგაციებმა,  ხელისუფლებამ:    გადაავადა  პარტიების  ინკასო;    შეაჩერა  ჩემი  და  კახა  კალაძის  ჯარიმების  აღსრულება;      გაათავისუფლა   „ქართული   ოცნების“   ოფისი   უკანონოდ  შემოჭრილი   პირებისაგან   და   მოხსნა   თავისივე  შემოვლებული  სამარცხვინო  ღობე;    აღსრულების   სამსახურმა   შეაჩერა   ჩვენი  შემომწირველებისათვის   უსამართლოდ   დაკისრებული  ჯარიმების  გამო  მათი  ქონების  აუქციონზე  გაყიდვა;    ყადაღა   მოეხსნა   დამოუკიდებელი   ტელეკომპანიის   -­‐  „მაესტროს“   სატელიტურ   თეფშებს   და   ობიექტური  ინფორმაციის   -­‐   სიმართლის   გავრცელება   დაუშვეს,    სიმართლის  კი  ცეცხლივით  ეშინია  ამ  ხელისუფლებას.    

მართალია,  უტიფრად  არ  ტყდებიან,  მაგრამ  ხომ  მოუწიათ  უკან  დახევა?!  ასე  დავახევინებთ  უკან  არჩევნებზეც!  თვითონაც  კარგად  ხვდებიან  და  ხედავენ  ამას!  ხალხო,  ხომ  გამოჩნდა,  რა  მოხდა  მათ  შეკრებაზე,  ყრილობა  რომ  დაარქვეს?!    

Page 16: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

16    

მთელი  ძალები  მოიკრიბეს,  მთელი  სახელისუფლებო  რესურსი  ჩართეს   და   150   ათასი   კაცი   ძლივს   შეკრიბეს.   მაგალითად,  კახეთში,  იმ  ხალხის  დიდი  ნაწილი,  რომელსაც  სააკაშვილის  შეკრებაზე   აიძულეს   მისვლა,   მეორე   დღეს   ჩვენს   აქციას  ესწრებოდა.   სწორედ   იმათი   მონათხრობი   ვიცით,   როგორ  აშინებდნენ   და   აიძულებდნენ   ნაციონალების   შეკრებაზე  მისვლას.    

ხალხს   კი   აშინებენ,   მაგრამ   ხომ   ყველამ   ვნახეთ,   თვითონ  როგორი  შეშინებულები  არიან?!      

ამდენ  ხანს  ჩვენ  მარტო  სააკაშვილისგან  ვისმენდით  ათას  სისაძაგლეს,  რომელიც  დიდი  ხანია  უხამსობაში  გადაუვიდა.    

ახლა   ამაში   მისი   ერთგული   მერაბიშვილი   და   უგულავაც   არ  ჩამორჩნენ.   მერაბიშვილმა   იკადრა   და   ისიც   კი   თქვა,   რომ    „გაგვანადგურებს  და  გაგვაქრობს  როგორც  კლასს“.      ხომ  არ  გაგონებთ  ეს  მუქარა  ავადსახსენებელ  ბოლშევიზმს,  უფრო  სწორად,  ლენინიზმს,  როგორც  ევროპელებმა  უწოდეს.    

სწორედ   ლენინიზმში   დასდეს   მათ   ბრალი   სააკაშვილის  ხელისუფლებას  ამ  ორიოდე  კვირის  წინ.  მართლაც  რომ,  უკან,  ბოლშევიზმისკენ  მიგვაქანებს  ნაციონალური  მოძრაობა,  და  თან   სულ   თავის   პროგრესულობას   ჩასჩიჩინებს   ხალხს.  მაგრამ   აღარც   უცხოელებთან   გასდით   ნაციონალებს  ტყუილები.  წავიდა  ის  დრო!  

უგულავას  ისტერიკა,  ამ  რეგისტრში  ლაპარაკი,  იმის  ნიმუში  იყო,  თუ  როგორ  არ  შეიძლება  მოიქცეს    ადამიანი,  მით  უფრო   -­‐  კაცი!        გასაგებია,   რომ   ეშინიათ,   მაგრამ   კეთილი   ინებონ   და   თავი  ხელში   აიყვანონ!     ნურც   მოსახლეობას   მოახვევენ   თავს  

Page 17: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

17    

თავიანთ   უბადრუკ   შიშებს   და   ნურც   საქვეყნოდ   მოგვჭრიან  თავს  თავისი  სიმხდალით.        აი,  ასეთი  გამოსვლები,  ასეთი  რიტორიკა  ემუქრება  ქვეყნის  სტაბილურობას,   სახელმწიფოებრიობას   და   არყევს  ადამიანების  ფსიქიკას.    

მაგრამ,  ხალხო,  ეს  მათი  აგონიაა,  რადგან  მათ  მხარდამჭერი  აღარც   შინ   ეგულებათ   და   აღარც   ჩვენი   ქვეყნის   ფარგლებს  გარეთ.    

 

ჩვენ   კი   მოვიპოვებთ   დამსახურებულ   გამარჯვებას,  კანონიერად  დავიცავთ  მას,  კანონიერადაც  გავიფორმებთ  და  საერთაშორისო   საზოგადოების   ღირსეული   წევრიც  გავხდებით.    

ცუდი     სიზმარივით   გასრულდება   ამ   ხელისუფლების   ამბავი,  ჩვენ   კი   ჩვენი   ქვეყნის   მართვის   უდიდეს  პასუხისმგებლობას   ავიღებთ.   ჩვენ   სულს   ჩავბერავთ   და  კვლავ  გავაცოცხლებთ  საქართველოს!    

 

ჩემო  მეგობრებო!  

მე   დაპირებებს   ადვილად   არ   ვიძლევი,   ამიტომ,   არაფერს  დაგპირდებით   ისეთს,   რის   გაკეთებასაც   მე   და   ჩემი   გუნდი  ვერ  შევძლებთ.  

პირველ  რიგში,  რაც  ყველაზე  სასწრაფოდ  მისახედია,  როგორც  არაერთხელ   ვთქვით,   ეს   არის   ჯანდაცვა,   განათლება   და  სოფლის  მეურნეობა.    

Page 18: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

18    

ასეთი  არჩევანი  ჩვენ  შემთხვევით  არ  გაგვიკეთებია.  ეს    ის  სფეროებია,  რომელთა  განვითარების  გარეშეც  არ  არსებობს  ცივილიზებული  სახელმწიფო.        

სააკაშვილის   ერთპიროვნული   მმართველობის   შედეგია   ის  მდგომარეობა,  რომელშიც  ქართული  სოფელი  ჩავარდა.  სოფლის  დაკნინებასთან   ერთად,   მოსახლეობის   დიდი   ნაწილი  სიღატაკეში  აღმოჩნდა.    

ჩვენი  ქვეყნის  სირცხვილია  ის,  რომ  დღეს  ქართული  სოფელი  შიმშილობს.    

ჩვენ   ვაცხადებთ,   რომ   ძლიერი   სოფელი   ძლიერი   ქვეყნის  საწინდარია.   „ქართულ   ოცნებას“   დაგეგმილი   აქვს,  ააღორძინოს   ქართული   სოფელი    და   ამისათვის   შექმნას  ერთმილიარდიანი   ფონდი.   ამ   ფონდის   დახმარებით   სოფლის  მეურნეობაში   დასაქმებული   ადამიანები   ისარგებლებენ  გრძელვადიანი,  ხელმისაწვდომი  და  შეღავათიანი  სესხებით.    

დღეს   სოფლის   მეურნეობა   ის   ერთადერთი   დარგია,   რომელიც  სამცხე-­‐ჯავახეთს   ასაზრდოებს,   თუმცა   ამ   მხრივაც   დიდი  პრობლემებია.    

იყო   დრო,   როცა   ვაზი   სამცხე-­‐ჯავახეთში   ერთ-­‐ერთ   წამყვან  კულტურად   ითვლებოდა.     აქაური   ვაზი   განსაკუთრებული  გამძლეობითა   და   მაღალი   საგემოვნო   თვისებებით  გამოირჩეოდა.    

 

სამწუხაროდ,     არა   ერთი   უნიკალური   ჯიში   გადაშენების  პირას   არის   მისული   და   აქა-­‐იქღაა   შემორჩენილი.   ძნელია,  კაცმა  გულგრილად  უყურო  როგორაა  გაშიშვლებული  უძველესი,  იშვიათი  არქიტექტურის  მქონე  ისტორიული  ვაზის  ტერასები.    

 

Page 19: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

19    

სწორედ  ამიტომ,  ჯერ  კიდევ  2008  წლიდან  ჩვენ  სპეციალურად  შექმნილ   საცდელ-­‐სანერგე   მეურნეობებში   დავიწყეთ  ქართული   ვაზის   ჯიშების,   მათ   შორის,   სამცხე-­‐ჯავახეთის  ვაზის   ჯიშების   მოძიება   და   აღდგენა.   ამჟამად   ამ  მეურნეობებში   დაცულია   სამცხე-­‐ჯავახეთის   რეგიონის  ვაზის   21  ჯიში:  ახალციხური  თეთრი,  ბეჟანა,  თითა  მესხური,  მარიამობის  ვაზი,  მესხური  ჩიტისთვალა,  მესხური  მწვანე,  ცხენის   ძუძუ,   მესხური   მტევანდიდი,   მესხური   ყურძენი,  ცხენის   ძუა,   ხარისთვალა   მესხური,   თამარის   ვაზი,   თხელი  საფერავი,   კლერტმაგარა,   მცვივანი   მესხური,   მესხური  საფერე,   მესხური   შავი,   სქელი   საფერავი,   ცხენის   ძუძუ  მესხური,  წიქვაძისეული.    

ჩვენ  ხელს  შევუწყობთ  და  დავეხმარებით  ამ  რეგიონს  ვაზის  კულტურის  აღორძინებასა  და  განვითარებაში.  ამის  პირობას  მე  გაძლევთ!      

კარტოფილით   განთქმულ   რეგიონში,   განსაკუთრებით   კი  ახალქალაქსა  და  ახალციხეში,  დღეს  2004  წელთან  შედარებით  25%-­‐ით   შემცირებულია   მისი   წარმოება,   ასევე  შემცირებულია  მოსავლიანობაც.    

ჩვენ   ამასაც   მივხედავთ,   შემოვიტანთ   ახალ,  მაღალმოსავლიან   კარტოფილის   ჯიშებს   და   გლეხებსა   და  ფერმერებს  უზრუნველვყოფთ  ეკოლოგიურად  და  ბიოლოგიურად  სუფთა  სათესლე  მასალით.    

თუმცა,   სოფლის   მეურნეობის   აღორძინება   წარმოუდგენელია  გასაღების   ბაზრების   გარეშე.   ჩვენი   ხელისუფლების  უგუნურობამ   გლეხი   ტრადიციული   ბაზრის   -­‐   რუსული   ბაზრის  გარეშე   დატოვა,   რამაც   უკიდურესად   მძიმე   დღეში   ჩააგდო  სოფელი.   სამწუხაროდ,   ვერც   ახალი   ბაზრების   მოძიება  შევძელით.  

Page 20: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

20    

ამ   საკითხზე   ხელისუფლების   მხრიდან   დღემდე   არ   წყდება  ცილისწამებათა  კასკადი,  როგორც  პირადად  ჩემ,  ისე  ჩვენი  ბლოკის   წინააღმდეგ.   მაგრამ,   ვერც   თვითონ   უარყოფენ,   რომ  რუსეთთან   ურთიერთობის   მეტ-­‐ნაკლებად   დალაგებას   ჩვენი  ქვეყნისთვის   უდიდესი   მნიშვნელობა   აქვს   და   ახლა   სულ  უფრო  გაახშირეს  ამ  თემაზე  ლაპარაკი.    

თუმცა,   ამის   რესურსი   მათ   ნადვილად   ამოწურეს,   მათი  ხელისუფლების   პირობებში   ამ   პრობლემას   გადაწყვეტა   არ  უწერია.  

ამას   ჩვენ   მოვახერხებთ,   გპირდებით!     ჩვენ   შევძლებთ  ქართული  პროდუქციის  რუსულ  ბაზარზე  დაბრუნებას!  

ჩვენ   ავითვისებთ   ახალ   ბაზრებსაც   და   გპირდებით,   რომ  მოყვანილი   მოსავალი   გაუყიდავი   არ   დარჩება!  საქართველოში   მოყვანილი   ეკოლოგიურად   სუფთა   ხილი   და  ბოსტნეული   დიდ   შემოსავალს   მოუტანს   გლეხს,   ფერმერს   და  მთელ  ქვეყანას.  

მე   დარწმუნებული   ვარ,   რომ   სწორად   გათვლილი   და  გააზრებული   პოლიტიკით   ჩვენი   ქვეყანა   თავს   დააღწევს  გაჭირვებას   და   ვეღარავინ   შეძლებს,   უკან   დაგვწიოს   და  შეაჩეროს   საქართველოს   სვლა   თანამედროვე   სამყაროსკენ,  დემოკრატიისკენ!  

დემოკრატიის   ერთ-­‐ერთი   მთავარი   მონაპოვარი   კი,  თვითმმართველობაა.   ჩვენ   გპირდებით,   რომ   „ქართული  ოცნება“   დაამკვიდრებს   თვითმმართველობას   -­‐   ჩვენი  მოქალაქეები   თვითონ   მიიღებენ   გადაწყვეტილებებს  საკუთარ   ქალაქებში,   რაიონებსა   და   სოფლებში,   თავად  დაგეგმავენ  ბიუჯეტს  და  იქნებიან  მისი  განმკარგველები.  

Page 21: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

21    

ისინი   თავად   მიხედავენ   თავიანთ   მხარეს,   რადგან   არავინ  ისე  არ  იცის  თავისი  კუთხის  სატკივარი,  როგორც  ამ  კუთხის  შვილებმა.    

კანონით   იქნება   განსაზღვრული,   ცენტრიდან   რა   თანხა  გადაეცემა   ადგილობრივ   თვითმმართველობას.   აღარასოდეს  იქნება   დამოკიდებული   ამ   თანხის   ოდენობა   და   გადაცემა-­‐არგადაცემის   საკითხი   რომელიმე   ჩინოვნიკის   ნება-­‐სურვილზე.    

 

ჩვენ   ყველა   დანაპირებს   შევასრულებთ,   ამის   სიტყვას   მე  გაძლევთ!    

 

არავისთვისაა   უცხო,   რომ   დღეს   ჩვენი   მოსახლეობის  უდიდესი   ნაწილისთვის   ჯანმრთელობის   დაცვის  ელემენტარული  პირობებიც  კი  არ  არსებობს,  ისინი  სრულიად  მიტოვებული   არიან   სახელმწიფოსაგან.   დღეს   ჩვენ  ვცხოვრობთ  ქვეყანაში,  სადაც  ადამიანები  უექიმობისა  და  უწამლობის  გამო  იღუპებიან.  

ჩვენ   გპირდებით,   რომ   სახელმწიფო   აიღებს   ვალდებულებას  და   იზრუნებს   საქართველოს   თითოეული   მოქალაქის  ჯანმრთელობაზე!   ჩვენი   ქვეყნის   უკლებლივ   ყველა  მოქალაქეს  ექნება  სამედიცინო  დაზღვევის  პაკეტი.    

ჩვენ   გავაორმაგებთ   სოციალურ   დახმარებას   და   ამას  მიიღებს   ყველა,   ვისაც   ეს   ნამდვილად   სჭირება.   ჩვენ  პენსიებს  ისე  გავზრდით,  რომ  ამით  არსებობა  შეიძლებოდეს,  დავთვლით,   რეალურად   რამდენია   საარსებო   მინიმუმი   და   ამ  საარსებო    მინიმუმს  გავუტოლებთ  პენსიას.    

Page 22: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

22    

ჩვენ   ჩვენს   ხალხს   ადამიანურად   ცხოვრების   საშუალებას  მივცემთ,  არაფერს  დავაყვედრით,  იმიტომ  რომ  კარგად  ვიცით,  რომ  ეს  ხელისუფლების  ვალდებულებაა.    

სახელმწიფოს   განსაკუთრებული   ზრუნვის   საგანი   გახდება  განათლების   სფერო.   ყველა   სოფელში   აღდგება   უფასო   ბაგა-­‐ბაღები   და   სკოლები,   რადგან   მათზეა   დამოკიდებული   არა  მარტო   განათლების   საკითხი,   არამედ   მოსახლეობის  დამაგრება   და   ისტორიული   კუთხეების   დაცლისაგან  გადარჩენა.    

ჩვენ   ასევე   გადავდგამთ   ქმედით   ნაბიჯებს   იმისთვის,   რომ  გაიაფდეს   სასკოლო   სახელმძღვანელოები.   რაც   შეეხება  უმაღლეს   სასწავლებლებს,   ჩვენ   ისეთ   მექანიზმებს  შევქმნით,   როდესაც   ნიჭიერ   ახალგაზრდას   შეეძლება  ნებისმიერ   უმაღლეს   სასწავლებელში   ჩაბარება,  მიუხედავად   იმისა,   აქვს   თუ   არა   ფინანასური  შესაძლებლობები  მის  ოჯახს.  

ჩვენ   ხელს   შევუწყობთ   ახალციხის   უნივერსიტეტს,   რათა   ის  ჩვენი  ქვეყნის  განათლების  ერთ-­‐ერთ  მნიშვნელოვან  კერად  იქცეს.   ახალციხის   უნივერსიტეტმა   თავისი   სიტყვა   უნდა  თქვას   თანამედროვე   მაღალი   ტექნოლოგიების   სწავლების  საქმეში   და   ამ   უნივერსიტეტში   სწავლა   პრესტიჟული   უნდა  გახდეს  მთელი  ქვეყნის  ახალგაზრდებისათვის,  სწავლება  კი  -­‐  პროფესორ-­‐მასწავლებლებისთვის.    

მე   გპირდებით,   რომ   დადგება   დრო,   როცა   ახალციხის  უნივერსიტეტის   კურსდამთავრებულს   ღირსეული   სამუშაოს  შოვნის   რეალური   პერსპექტივა   ჩვენშიც   ექნება   და  უცხოეთშიც.  

მე   კარგად   მაქვს   გააზრებული,   რომ   განათლება   მთავარია  ჩვენი   ქვეყნისთვის,   რომ   საქართველოს   მომავალი  განათლებას  უკავშირდება.  

Page 23: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

23    

 

მეგობრებო!    

 

ახლა  მინდა  ისევ  არჩევნებს  შევეხო,  რადგან  სულ  ცოტა  დროა  დარჩენილი  1-­‐ელ  ოქტომბრამდე.  

როგორ   შეიძლება   არჩევნების   დღეს   განზე   გადგომა,   იმ  მოტივით,   რომ   არავის   არ   ემხრობი,   იმ     მოტივით,   რომ  არავინაა   შენი   მოსაწონი.   ამას   კონფორმისტობა     ჰქვია   -­‐  როცა  საკუთარ  მცირედ  კეთილდღეობას  უფრთხილდები,  თავად  კარგად  ხარ  მოწყობილი  და  სულაც  არ  გადარდებს  არც  სხვისი  და  არც  შენი  ქვეყნის  ბედი.    

მე   კი   ასე   ცხოვრება   არ   შემიძლია.   მე   არ   მასვენებს   ჩემი  ხალხის   გასაჭირი,   არ   შემიძლია   ამას   გულგრილად   ვუყურო.  ვისაც   არ   სურს,   რომ   რამე   ეშველოს   ამ   ქვეყანას,   კეკლუცი  მიუმხრობლობით   დაუდასტუროს   თავისი   ერთგულება   ამ  მოძალადე   ხელისუფლებას,   რადგან   დღეს   მიუმხრობლობა,  სინამდვილეში,   სააკაშვილის   მომხრეობაა,   დუმილი  თანხმობის  ნიშანიაო,  ნათქვამია.    

ყოველი   ადამიანის   გადაწყვეტილებას   უდიდესი  მნიშვნელობა   აქვს,   ხელისუფლებამ   კარგად   რომ   იცის   ეს,  ამიტომ   აქვს   გააფთრებული   ბრძოლა   გამოცხადებული  ჩვენთან.    

ეს   ხელისუფლება   ხალხის   გულის   მოსაგებად   ხან   რას  არიგებს  და  ხან  რას.    

მინდა   მივმართო   ყველას,   გამოართვით   ხელისუფლებას  ყველაფერი,   რასაც   დაგირიგებთ,   ეს   თქვენ   გეკუთვნით,   ეს  ხალხის  ფულია  და  ხელისუფლების  წყალობა  არ  გეგონოთ!      

Page 24: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

24    

გამოართვით   ყველაფერი,   რასაც   გაძლევენ   და   საარჩევნო  კაბინაში   შემოხაზეთ   41.   იმ   კაბინაში   თქვენ   მარტო  იქნებით,   თქვენს   სინდისთან   დარჩებით   მარტო   და  გააკეთებთ   არჩევანს   დღევანდელ   ტყუილსა   და   ხვალინდელ  სიმართლეს   შორის,   ამწუთიერ   სარგებელსა   და   ქვეყნის  მომავალს  შორის!    

ორიოდე   კვირა   და   ეს   ხვალინდელი   დღეც   გათენდება,  გუშინდელი   დღე   კი,   ერთხელ   და   საბოლოოდ   ჩაბარდება  წარსულს.   გახსოვდეთ,   ადამიანს   მხოლოდ   მომავლის   შეცვლა  შეუძლია,  მაგრამ    -­‐  არასოდეს  წარსულის!    

მიეცით  ხმა  თქვენს  მომავალს,  თქვენი  შვილების  მომავალს,  თქვენი  ქვეყნის  მომავალს  და  შემოხაზეთ  41  !  

 

ხალხო,   ადამიანი   ერთხელ   ცხოვრობს   ამ   ქვეყანაზე   და  ამიტომ,   მისი   ცხოვრება   რაც   შეიძლება   თავისუფალი,  ღირსეული  და  ბედნიერი  უნდა  იყოს!    

 

არჩევნების   დღე   ის   დღეა,   როდესაც   ხელისუფლება   ხალხის  ხელშია,   ეს   გადამწყვეტი   დღეა   და   ეს   დღე   უნდა  გამოვიყენოთ.   არ   გავუშვათ   ხელიდან   ჩვენი   ქვეყნის  გადარჩენის  შანსი,  შემოხაზეთ  41  !    

სამწუხაროდ,   ამ   ხელისუფლებამ   ჩამოაყალიბა   მანკიერი,  მაგრამ   კარგად   განვითარებული   სისტემა,   რომელიც  ტყუილისა  და  სიყალბის  იდეოლოგიას  ემსახურება.    

ამ   ტყუილსა   და   სიყალბეში   უამრავი   ჩვენი   თანამოქალაქე  ჩაითრია,   რომლებიც   ჩვენ,     ჩვენს   შვილებს   და   ჩვენს  სამშობლოს  მომავალს  ართმევენ!  

Page 25: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

25    

მაგრამ,   ახლა   ვაცხადებ   მთელი   ქვეყნის   გასაგონად:   აღარ  გამოუვათ  გაყალბება,  ჩვენ  ყველა  მათი  მაქინაცია  გვაქვს  შესწავლილი   და   ყველა   ამ   მაქინაციის   გამანეიტრალებელი  მექანიზმი  გვაქვს  შემუშავებული.    

ჩვენ  დავიცავთ  ყველა  ხმას,  გპირდებით!    

ჩვენ   მხარდამჭერებისა   და   აქტივისტების   მთელი   არმია  გვყავს,   რომლებიც   არ   დაუშვებენ   ნაცმოძრაობის  კოორდინატორთა   და   ზონდერბრიგადების   პარპაშს   უბნებზე,  ყველა   უბანს   უცხოელი   დამკვირვებლები   გააკონტროლებენ,  ყველა   გამყალბებელი   იქნება   ამოცნობილი   და   ამის  საშუალებას  თანამედროვე  ტექნოლოგიები  მოგვცემს!  

 მივმართავ   ყველას,   ვისაც   ეს   ეხება:   ნუღარ   შეეცდებით,  ბატონებო,   სიყალბის   ჩადენას,   თქვენ   ეს   არ   გამოგივათ,  გპირდებით!    

თქვენ   კი,   ჩემო   საყვარელო   ხალხო,   თქვენ   მოგმართავთ.  თქვენ   1-­‐ელ   ოქტომბერს   სამშობლოს   ჯარისკაცებად   უნდა  იქცეთ,   თქვენ   სამშობლოს   1-­‐ელ   ოქტომბერს   საარჩევნო  უბანზე  სჭირდებით.  გამოდით  ყველა  და  შემოხაზეთ  41  !  

ქვეყნის  ბედს  თქვენ  წყვეტთ,  ქვეყნის  ბედს  1-­‐ელ  ოქტომბერს  თქვენ   და   თქვენი   ოჯახის   წევრები   გადაწყვეტთ!   ჩვენ  გავიმარჯვებთ!  

 

ჩემო  თანამებრძოლებო!  

 

ჩვენ   ისეთ   ქვეყანას   ავაშენებთ,   სადაც   ვეღარავინ  წაართმევს  ხალხს  თავის  არჩევანს!  

ჩვენ  ღირსებას  დავუბრუნებთ  ჩვენს  ქვეყანას!  

Page 26: ბიძინა ივანიშვილის მიმართვა სამცხე-ჯავახეთს

26    

ჩვენ   ღირსებას   დავუბრუნებთ   და   გავაერთიანებთ   ჩვენს  ხალხს!  

ჩვენი  ქვეყანა  თავს  დააღწევს  გაჭირვებას!  

ჩვენ   ისეთ   ქვეყანას   ავაშენებთ,   სადაც   აღარავის  დასჭირდება   ლუკმა-­‐პურის   საშოვნელად   სამშობლოდან  გადახვეწა.  

საქართველოში   დაცული   იქნება   ადამიანის   ყველა   უფლება,  აზრისა   და   სიტყვის   თავისუფლება;   სასამართლო   იქნება  სამართლიანი,   მედია   -­‐   დამოუკიდებელი,   ბიზნესი   -­‐  ხელშეუხებელი!  

ისეთ   ქვეყანას   ავაშენებთ,   სადაც   ჩვენს   საამაყო  ჯარისკაცებსა   და   პოლიციელებს   მიეცემათ   იმის    შესაძლებლობა,  რომ  ღირსეულად  ემსახურონ  სახელმწიფოს  და  არა  რომელიმე  ხელისუფალს!  

თავისუფალ   საქართველოში   თავისუფალი   ხალხი   იცხოვრებს,  რომელსაც  აღარ  ექნება  პოლიტიკური  დევნის  შიში!  მე  ამას  გპირდებით!  

საქართველო  გახდება  თავისუფალი,  დემოკრატიული  ქვეყანა,  ევროპული  თანამეგობრობის  ღირსეული  წევრი!  

ჩვენ   ერთმანეთს   ვჭირდებით!   მხოლოდ   ერთად   დგომით  მოვიგებთ  ამ  ბრძოლას!  

ჩვენ   გვწამს   და   მტკიცედ   გვჯერა,   რომ   გავიმარჯვებთ  არჩევნებში,   ქართველი   ხალხი   გაიმარჯვებს,   საქართველო  გაიმარჯვებს,   ჩვენ   ერთად   შევქმნით   უკეთეს   მომავალს   და  ერთად  ავისრულებთ  ქართულ  ოცნებას!