მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს -...

14
ვიმეგობროთ/vimegobrot დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი დღეები 17-29 მარტი megobrebi ar iTvlian qromosomebs

Upload: gocha-gabodze

Post on 25-May-2015

379 views

Category:

Marketing


4 download

DESCRIPTION

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი დღეები 17-29 მარტი "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს" სასპონსორო შეთავაზება

TRANSCRIPT

ვიმეგობროთ/vimegobrot

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა

მხარდამჭერი დღეები 17-29 მარტი

megobrebi ar iTvlian qromosomebs

21 მარტი - ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება.

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების ინფრომირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა.

სოციუმს მწირი და ხშირ შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია აქვს შეზღუდული შესაძლებლობის, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა შესახებ.

21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე (world down syndrome day)

ვიმეგობროთ/vimegobrot

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (Down Syndrome International) ინიციატივით დამკვიდრდა „უთვალავი წინდის“ ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის უცნაურ აქსესუარად გამოყენებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, რაც იძლევა კომუნიკაციის და ინფორმაციის გაცვლის საშუალებას დაუნის სინდრომის თემაზე. იდეას წელს საქართველოც შეუერთდა, სოციალური ქსელების მეშვეობით დაგეგმილ ვირუსულ კამპანიაში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა - „უთვალავი წინდით“ „უთვალავმა მოქალაქემ“ ხელი შეუწყო იმ სტერეოტიპების რღვევას, რომლებიც ერთი მხრივ არასწორ წარმოდგენას ამკვიდრებს საზოგადოებაში, ხოლო მეორე მხრივ თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრთა იზოლირებას იწვევს.

უთვალავი წინდა - უთვალავი სოლიდარული მოქალაქე

LOTS OF SOCKS

ვიმეგობროთ/vimegobrot

ვიმეგობროთ/vimegobrot

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 21 მარტი - საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი: „ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ამიტომ ვალდებული ვართ,

მეტი ვიცოდეთ დაუნის სინდრომის შესახებ“ ბმული

პატრიარქმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა ბმული

სახალხო დამცველის განცხადება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბმული

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია, რომელშიც საქართველო წარმოადგინა გიორგი ახმეტელმა, მან ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ უმძიმეს პრობლემებზე

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულფასოვანი სამედიცინო მეთვალყურეობა ბმული

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სპექტაკლ “სიყვარულის ნექტარის” მსვლელობისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას დაუნის სინდრომზე მიაწოდეს ინფორმაცია, დარიგდა ფლაერები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაიმართა აქცია მოთხოვნით, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძელბლობის სტატუსი მიენიჭოთ დაბადებიდან ბმული

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა დიზაინერების, ზალიკო ბერგერისა და ანა ჩანგიანის, საბავშვო კოლექციის ჩვენება, რომელიც ერთობლივად წარმოადგინეს „ხელოვნების სახლის„ მოსწავლეებმა და დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებმა ბმული

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი თეატრალიზებული მსვლელობა ბმული

წიგნის მაღაზია ლიგამუსში დაუნის სინდრომის მქონე წარმატებული ადამიანების ფოტოგამოფენა მოეწყო

ვიმეგობროთ/vimegobrot

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი თეატრალიზებული მსვლელობა „უთვალავმა“ სოლიდარულმა მოქალაქემ „უთვალავი წინდით“ შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან ილიას უნივერსიტეტამდე მხარდამჭერი მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობისას დარიგდა საინფორმაციო ფლაერები დაუნის სინდრომის თემაზე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა სოლიდარული თანაცხოვრებისათვის. „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ამიტომ ვალდებული ვართ, მეტი ვიცოდეთ დაუნის სინდრომის შესახებ“. პრეზიდენტის facebook გვერდის „ქავერად“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ლოგო იყო განთავსებული.

ვიმეგობროთ/vimegobrot

პატრიარქი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, საპატრიარქოში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი მშობლები დალოცა.

ვიმეგობროთ/vimegobrot

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც სახელმწიფოს მოუწოდებს განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს დაბადებისთანავე მიენიჭოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი. მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო „უთვალავი წინდის“ აქციაში და გადაიღო მხარდამჭერი ფოტო.

სახალხო დამცველის განცხადება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

ვიმეგობროთ/vimegobrot

სასპონსორო შეთავაზება

ვიმეგობროთ/vimegobrot

საინფორმაციო კამპანია დაუნის სინდრომის შესახებ

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სკოლებში, უმაღლესი სასწავლებლებში და სამოქალაქო კლუბებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები და დარიგდება ფლაერები

მხარდამჭერი კონცერტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი დღეების ფარგლებში დასკვნით ღონისძიებად დაგეგმილია კონცერტის ორგანიზება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული ქართველი შემსრულებლები

ინკლუზიური აქტივობები ზოოპარკი გასართობი ცენტრი ცირკი 50 მონაწილე

საინფორმაციო ფლაერი დაუნის სინდრომის შესახებ

ტირაჟი: 5000 ცალი

გავრცელება: სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, სამოქალაქო კლუბები, კონცერტზე დამსწრე საზოგადოება

მხარდამჭერი ორგანიზაციის ლოგო განთავსდება

პრეს ბანერი (1 ც.) შტენდერი (1 ც.) მაისური (10 ც.) მოსაწვევი/ბილეთი (400 ც.)

დამატებით

საინფორმაციო შეხვედრებისას და მედიასთან ურთიერთობისას მხარდამჭერ ორგანიზაციებს გადავუხდით მადლობას

კონცერტის მსვლელობისას მხარდამჭერ ორგანიზაციებს გადავუხდით მადლობას

კონცერტის მსვლელობისას მხარდამჭერ ორგანიზაციებს შეეძლებათ ბანერის განთავსება

მზად ვართ გავითვალისწინოთ მხარდამჭერი ორგანიზაციის სურვილები და მოთხოვნები

ვიმეგობროთ/vimegobrot

ვიმეგობროთ/vimegobrot

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა

მხარდამჭერი დღეები 17-29 მარტი

megobrebi ar iTvlian qromosomebs

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გოჩა გაბოძე 598 35 90 50

აიღე სოციალური პასუხისმგებლობა, გახდი სოლიდარული!