ახალი თაობა 53

14
მოგესალმებათ 53-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ახალი თაობა 53 ჩვენი კლუბი დაარსდა 2012 წლის 23 იანვარს კლუბში გაწევრიანებულია 20 წევრი, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები. კლუბის მიზნებია: გავაუმჯობესოთ სამოქალაქო განათლების ხარისხი და დავეხმაროთ მოსწავლეებს ცოდნის ამაღლებაში; გავააქტიუროთ მოსწავლეთა მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში; დავნერგოთ თანამშრომლობის წესები. ჩვენ შევქმენით ბლოგი www.ng53.wordpress.com კლუბის წევრებს რადიკალურად განსხვავებული გემოვნება, თუ ინტერესები გვაქვს. შესაბამისად, ბლოგიც მრავალფეროვანია. ჩვენი ჟურნალისტები ცდილობენ როგორც თავისი პიროვნული, ასევე საერთო ინტერესების რეალიზაციასა და ასახვას. ბლოგის მიზანია არა მარტო კლუბის საქმიანობის პოპულარიზაცია, არამედ საინტერესო ინფორმაციის მოძიება და გავრცელება. ჩვენი სამოქალაქო კლუბის შექმნის დღიდან განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობები.... რვა მარტის აქცია 9 მარტს 53-საჯარო სკოლაში გაიმართა ქალთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება. პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებმა სკოლაში მყოფ ყველა ქალბატონ პედაგოგს ყოჩივარდები მიართვეს. პროექტის თანამონაწილე გახლდათ საჯარო სკოლებში ფუნქციონირებადი სწრაფი კვების ობიექტების ქსელი – „გოგლი-მოგლი“. გოგლი-მოგლიქალბატონებს გაუმასპინძლდა ყავითა და ჩაით. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის კომპანია გოგლი-მოგლისდა მის კოლექტივს თანადგომისა და პროექტში მონაწილეობისათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ მცირედი საჩუქრითა და შეძლებისდაგვარი ყურადღებით შევძელით შეგვეხსენებინა პედაგოგებისათვის, თუ როგორი ძვირფასები არიან ისინი ჩვენთვის. სარვამარტო ინიციატივამ წარმატებით ჩაიარა.

Upload: elene-shengelia

Post on 20-Mar-2016

236 views

Category:

Documents


3 download

DESCRIPTION

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "ახალი თაობა 53"

TRANSCRIPT

Page 1: ახალი თაობა 53

მოგესალმებათ 53-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ახალი თაობა 53

ჩვენი კლუბი დაარსდა 2012 წლის 23 იანვარს

კლუბში გაწევრიანებულია 20 წევრი, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები.

კლუბის მიზნებია:

• გავაუმჯობესოთ სამოქალაქო განათლების ხარისხი და დავეხმაროთ

მოსწავლეებს ცოდნის ამაღლებაში;

• გავააქტიუროთ მოსწავლეთა მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების

მშენებლობის პროცესში;

• დავნერგოთ თანამშრომლობის წესები.

ჩვენ შევქმენით ბლოგი www.ng53.wordpress.com

კლუბის წევრებს რადიკალურად განსხვავებული გემოვნება, თუ ინტერესები გვაქვს. შესაბამისად, ბლოგიც მრავალფეროვანია. ჩვენი ჟურნალისტები ცდილობენ როგორც თავისი პიროვნული, ასევე საერთო ინტერესების რეალიზაციასა და ასახვას.

ბლოგის მიზანია არა მარტო კლუბის საქმიანობის პოპულარიზაცია, არამედ საინტერესო ინფორმაციის მოძიება და გავრცელება.

ჩვენი სამოქალაქო კლუბის შექმნის დღიდან განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობები....

„ რვა მარტის აქცია“

9 მარტს 53-ე საჯარო სკოლაში გაიმართა ქალთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება. პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებმა სკოლაში მყოფ ყველა ქალბატონ პედაგოგს ყოჩივარდები მიართვეს. პროექტის თანამონაწილე გახლდათ საჯარო სკოლებში ფუნქციონირებადი სწრაფი კვების ობიექტების ქსელი – „გოგლი-მოგლი“. „გოგლი-მოგლი“

ქალბატონებს გაუმასპინძლდა ყავითა და ჩაით. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის კომპანია „გოგლი-მოგლის“ და მის კოლექტივს თანადგომისა და პროექტში მონაწილეობისათვის.

იმედს ვიტოვებთ, რომ მცირედი საჩუქრითა და შეძლებისდაგვარი ყურადღებით შევძელით შეგვეხსენებინა პედაგოგებისათვის, თუ როგორი ძვირფასები არიან ისინი ჩვენთვის. სარვამარტო ინიციატივამ წარმატებით ჩაიარა.

Page 2: ახალი თაობა 53

„ჩვენი პატარა გამოფენა“

22 აპრილს კლუბმა მოაწყო მცირე ფორმატის გამოფენა დედამიწის დღესთან დაკავშირებით. ჩვენი სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა თავიანთი თემატური ნამუშევრებით დაამშვენეს კედლები. დიდ მადლობას ვუხდით ყველა მოხალისეს ასეთი ლამაზი ნახატებისთვის.

Page 3: ახალი თაობა 53

სოციალური მედიის ტრენინგი 53-ე საჯარო სკოლაში

25 აპრილს “ახალი თაობა 53”-ის წევრებს ჩაუტარდათ ტრეინინგი თემაზე „სოციალური მედია“. ტრენინგს ხელმძღვანელობდა კლუბის ლიდერი ელენე შენგელია.

კლუბის წევრებმა შეისწავლეს ბლოგის მართვა, გაეცნენ ინტერნეტ სივრცის სიახლეებს.

ტრეინინგი მონაწილეთა ძალიან დიდი აქტივობით გამოირჩეოდა და კლუბის წევრების დიდი ინტერესი გამოიქვია. შეხვედრა ჩატარდა სკოლის დირექციის თანადგომითა და ხელშეწყობით.დიდ მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას თანამშრომლობისთვის….

Page 4: ახალი თაობა 53

სკოლის პირველი დღე 53-ე სკოლაში

პირველი სასწავლო დღე პირველკლასელებისათვის სწორედ რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა... სკოლის პირველი დღისთვის მომზადება იმაზე ფიქრით დავიწყეთ, თუ როგორ გაგვეოცებინა პატარები. სკოლის დირექციამ საჰაერო ბუშტებით მოგვამარაგა, ჩვენც კი შეძლებისდაგვარად გავალამაზეთ სკოლის შენობა.

პატარები სკოლის სააქტო დარბაზში მივიღეთ. აქვე გადავეცით განათლების სამინისტროს საჩუქარი – ბუქები.

Page 5: ახალი თაობა 53

სტუმრად ზარიძეების ოჯახში.. .

25 სექტემბერს ჩვენი კლუბის წევრები ესტუმრნენ სოფელ არმაზში მცხოვრებ ზარიძეების ოჯახს. მოვინახულეთ პატარა მარიამი და გიგა. მათ უმძიმესი დიაგნოზი დაუდგინეს –

”ვერდნიგ ჰოფმანის სპინალური ამიოტროფია” (ე.წ.”სლავიანკა”). ეს დაავადება იწვევს სხეულის ყველა კუნთის მოდუნებასა და განლევას.

ჩვენი სკოლისა და კლუბის წევრების ვიზიტის მიზანი იყო დახმარების გაწევა იმ ოჯახისათვის,

რომელსაც არა მატერიალური და სამედიცინო, არამედ ძალიან დიდი მორალური თანადგომა ესაჭიროება. ოჯახის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ჩავიტანეთ საკვები პროდუქტები, პირადი მოხმარების ნივთები. განათლების პროფესიულმა სინდიკატმა გადმოგვცა ინგლისურენოვანი, დასურათებული წიგნები, რამაც პატარა მარიამი და გიგა განსაკუთრებით დააინტერესა.

ეს დღე უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კლუბისთვის. გასაჭირში მყოფი ბავშვების თანადგომა ძალიან კარგი გაკვეთილია მოზადებისათვის. იმედი გვაქვს, შემდგომშიც მოგვეცემა

შესაძლებლობა ასეთი კარგი ინიციატივის განხორციელებისათვის.

Page 6: ახალი თაობა 53

წინ უკეთესი მომავლისკენ!

2012 წელს მცირე გრანტების კონკურსისი ფარგლებში განვახორციელეთ პროექტი „წინ უკეთესი მომავლისკენ“.

პროექტი დაყოფილი იყო ორ ძირითად ნაწილად:

პირველი ეტაპის ფარგლებში:1 მაისს პროექტის ფარგლებში კლუბის წევრები ესტუმრნენ წეროვანის მესამე საჯარო სკოლას. წეროვანის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის სახელია „მომავლის თაობა“. თანატოლებთან შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ორი სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი გავიცანით, დავმეგობრდით. ერთმანეთი გაიცნეს ადმინისტრაციის წამომადგენელებმა და მასწავლებლებმაც.

სამოქმედო პროექტის ფარგლებში ჩვენმა კლუბმა „მომავლის თაობის“ წევრებს გადასცა „სურვილების ყუთი“, „ეკო ყუთი“, ასევე კომპანია „გურიელის“ მიერ მოწოდებული პროდუქცია - ჩაი, რომელიც წეროვანის სკოლის კლუბის წევრებს დაურიგდათ საჩუქრად.

„ახალი თაობა 53“-ის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია განვლილი ღონისძიებების შესახებ.

კლუბის წევრებმა გაცვალეს საინტერესო ინფორმაციები. პრეზენტაციის შემდეგ კი გაიმართა არაოფიციალური შეხვედრა სკოლის სპორტულ დარბაზში.

53-ე საჯარო სკოლის კლუბის წევრები დიდ მადლობას ვუხდით კომპანია „გურიელს“

თანამშრომლობისთვის, ასევე წეროვანისა და 53-ე საჯარო სკოლების ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.

Page 7: ახალი თაობა 53

მეორე ეტაპის ფარგლებში:

21 მაისს წეროვანის მესამე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ კლუბის წევრები, IV და VI კლასის მოსწავლეებმა ქართული სიმღერები იმღერეს, ჩვენი კლუბის წევრებმა შეასრულეს ცეკვა „ლაზური“. წარმოდგენას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები როგორც წეროვანის მესამე საჯარო სკოლიდან, ასევე 53-ე სკოლის დირექცია და მასწავლებლები.

ამ შეხვედრისას გარკვეული დრო დაეთმო კლუბის დაარსების,ღონისძიებებისა და განხორციელებული აქტივობები მიმოხილვას. სწორედ ამ ღონისძიებისას იქნა ნაჩვენები საპატრიარქოს არხის მიერ მოწოდებული ფილმი „ნათელი ბნელში“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.

ჩვენი კლუბი აქტიურად მუშაობს პროექტებზე და ყოველთვის მზადაა შეძლებისდაგვარად გაუხალისოს ცხოვრება ბავშვებს, მოზარდებს, მასწავლებლებს და სხვა ყველა ადამიანს.

Page 8: ახალი თაობა 53

ანო ჩანტლაძე

შემაჯამებელი ღონისძიება დიდუბე პლაზაში 1 ივნისს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში (ACETT) “ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის” ორგანიზებით გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო განათლების 30 კლუბი. მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს კლუბების მუშაობის ამსახველი გამოფენა.

ხალხური ცეკვის ანსამბლმა წარმოადგინა ცეკვა “მთიულური”.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა ქალბატონმა მარინა უშვერიძემ სტუმრებსა და კლუბებს სიტყვით მიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა 53-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი “ახალი თაობა 53 . ″ კლუბის ლიდერმა – ელენე შენგელიამ წარმოადგინა მოკლე პრეზენტაცია კლუბის მიღწევების შესახებ.

საღამომ წარმატებით ჩაიარა…

Page 9: ახალი თაობა 53

„დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკი“ და „სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგ-ბანაკი“

პროგრამაში ჩართვის შემდეგ კლუბი აქტიურად იღებს მონაწილეობას არა მარტო ჩვენს მიერ დაგეგმილ, არამედ სხვა სასკოლო კლუბების მიერ განხორციელებულ აქტივობებში.

აღსანიშნავია ბანაკის ტიპის ორი შეხედრა, რომლებშიც პირადად მე, კლუბის ლიდერი ელენე შენგელია ვიღებდი მონაწილეობას. მინდა, ეს გამოცდილება გაგიზიაროთ...

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ამერიკული ორგანიზაცია “PH International”–ის (პროექტი ჰარმონია) ინიციატივითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს ბავშვთა ფედერაციამ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა“ გამართა ხუთდღიანი „დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკი“ (23-28 მაისი 2012 წელი).

ბანაკის მონაწილეები გახლდათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული 75

მოსწავლე და 12 მასწავლებელი. თბილისის მაშტაბით 10 მოსწავლე.

ბანაკის ტიპის შეხვედრა შედგა ბაკურიანში, სადაც მე გავატარე დაუვიწყარი ხუთი დღე, შევიძინე სრულიად ახალი ინფორმაცია და ცოდნიდან, გავიცანი არაჩვეულებრივი თანატოლები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ჩვენი ტრენერები გახლდნენ ქალბატონი თინათინ ცერცვაძე და ბატონი კახა მაღრაძე. მათ შეგვასწავლეს დებატების ფორმები და მისი პრაქტიკული გამოყენება.

სწავლების დასასრულს დაგვირიგდა სერტიფიკატები და მოგვენიჭა თანატოლ-

განმანათლებლის წოდება... ბანაკური ტიპის მეორე შეხვედრა, რომელშიც მე ვიღებდი მონაწილეობას ჩატარდა 2012 წლის 24-28 აგვისტოს დაბა ბაკურიანში. ეს იყო სოციალური

Page 10: ახალი თაობა 53

მედიის მეორე დონის ტრენინგ-ბანაკი, რომელიც განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო – USAID-ს, ამერიკული ორგანიზაცია PH International (პროექტი “ჰარმონია”) და ფონდ “საქართველოს ბავშვთა ფედერაციის” ხელშეწყობით.

ტრენინგ-ბანაკის მონაწილეები შერჩეულნი იყვნენ წინასწარი კონკურსით საქართველოს თერთმეტივე რეგიონიდან, სულ 33 უფროსკლასელი, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი ბლოგები და გავლილი ჰქონდათ სოციალური მედიის პირველი დონის სწავლება.

ეს შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და ინფორმატიული იყო. ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ ბატონი სანდრო ასათიანი, მანო კუჭუხიძე, თაკო სვანიძე. გავეცანით ჟურნალისტიკის ელემენტებს, ონლაინ რადიოსა და ტელევიზიის მართვას, გადავიღეთ „კინოები“….

როგორც ტრენინგ-ბანაკის მონაწილე უბედნიერესი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ასეთ აქტივობაში მიმეღო მონაწილეობა. ყოველ საღამოს ბანაკში იმართებოდა გასართობი ღონისძიებები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზაცია PH International – ს, ფონდ “საქართველოს ბავშვთა ფედერაციას”, განსაკუთრებული მადლობა - ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერებს...

ელე

ნე შენგელია

ჩვენი სკოლაინტერვიუ ჩვენი სკოლის დირექტორთან, ქალბატონ მარიამ რამინაშვილთან

1. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო განათლებას?

Page 11: ახალი თაობა 53

სამოქალაქო განათლება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოზარდებს ჩამოუყალიბდეთ სამოქალაქო ცნობიერება. სამოქალაქო ცნობიერება კი გულისხმობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

2. რა პროფესიის არჩევა გინდოდათ ბავშვობაში ?

დედაჩემს მიაჩნია, რომ ბავშვობისდროინდელი ყველა ოცნება ამიხდა. ბავშვობაში ჩემი მთავარი თამაში „მასწავლებლობანა“ იყო - თავისი ჟურნალებით, ოცი ბავშვით, საკონტროლოს წერის რვეულებით. თავად ვწერდი საკონტროლოებს - ზოგს „სწორად“ და ზოგსაც „არასწორად“, შემდეგ კი ვასწორებდი. ეზოში თამაშს ჩემი „სამასწავლებლო“ მერჩია. მიყვარდა „საბუთებთან“ ურთიერთობა და მათი მოწესრიგება. ოჯახის წევრების დაჟინებული სურვილი იყო სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე და მეორე კურსიდან ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გადავედი. დღესაც ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით, იმით, რომ ფილოსოფოსი ვარ. პროფესიის სწორად არჩევა მეტად მნიშველოვანია, რადგან ის საქმე, რომელიც არ გღლის, რომელშიც სრულად ხარ რეალიზებული, დიდ ბედნიერებას განიჭებს. ერთი კვირა მიმუშავია ორსაათიანი ძილის რეჟიმით. ყოველდღე მადლობას ვუხდი უფალს იმისთვის, რომ სწორ გზაზე დავდექი და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს.

3. ხომ ვერ გაიხსენებთ თქვენს პირველ სიყვარულს?

პირველი სიყვარული ძალიან საინტერესო და სასაცილო იყო. ამ დროს ტყიბულში ვცხოვრობდი.

იქ ძალიან ცივი ზამთარი იცის. ზამთარი და გუნდაობა არასოდეს არ მიყვარდა. დღემდე არ მსიამოვნებს ის მომენტი, როდესაც გუნდა მხვდება.ზუსტად ვიცოდი შეყვარებული თუ მეყოლებოდა, გუნდას ვერავინ ვერ მესროდა (იცინის). იყო გულწრფელი?! ალბათ კი. მე დღესაც შეყვარებული ვარ.

4. თქვენი აზრით აუცილებელია თუ არა სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბების არსებობა?

აუცილებელი არა, თუმცა ძალიან საჭიროა. მე იმის მომხრეც ვარ, რომ სკოლაში ერთმა არა, რამოდენიმე, სხვადასხვა ტიპის კლუბმა იარსებოს. კარგი იქნებოდა ეს კლუბები დაყოფილი იყოს ბავშვების სურვილების მიხედვით, მაგალითად: თეატრალური, სპორტული, მუსიკალური კლუბები. მინდა,რომ სკოლა არ იყოს ის ადგილი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ განათლების ატესტატია გასაცემი. ბავშვს სკოლაში მოსვლა უნდა უხაროდეს, სავალდებულო გაკვეთილების გარდა გასართობი და შემეცნებითი დატვირთვა უნდა ჰქონდეს. ამგვარი, „კლასგარეშე“ ურთიერთობები უკეთ გააცნობს ერთმანეთს მოზარდებს, გაუჩენთ იმის განცდას, რომ ეს „მათი სკოლაა“. მე ყველანაირად შევუწყობ ხელს ახალი კლუბების შექმნას.

ანი ხვედელიძე, ანო ჩანტლაძე, თეო გეგეშიძე

Page 12: ახალი თაობა 53

ეს საინტერესოა!

• დალმატინის ჯიშის ძაღლი კოპლების გარეშე იბადება.

• ღამურები ყოველთვის მარცხნივ უხვევენ, როდესაც გამოქვაბულიდან ფრინდებიან.

• თითო დაცემინების დროს ტვინის უჯრედების გარკვეული რაოდენობა კვდება.

• ეიფელის კოშკის პირველიდან ბოლომდე 1,792 საფეხურია.

• ადამიანის თმები და ფრჩხილები სიკვდილის შემდგომაც განაგრძობს ზრდას.

• სანამ თქვენ ამ ფაქტს კითხულობდით ჩვენს მოსახლეობას დაახლოებით 95

ახალშობილი შეემატა.

• ამერიკელები თავიანთი ცხოვრების დაახლოებით ნახევარ წელიწადს შუქნიშანთან მწვანე შუქის მოლოდინში ატარებენ.

• კავკასიელი ახალშობილების უმეტესობა ლურჯი თვალებით იბადება, მაგრამ დროთა განმავლობაში უმუქდებათ.

• ჰარვარდის უნივერსტეტის კვლევებმა აჩვენეს, რომ შოკოლადის მოყვარულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ უარს ამბობს მასზე.

• თაფლი ერთადერთი საკვები პროდუქტია, რომელიც არასოდეს ფუჭდება.

• ქართული ვიკიპედიის პირველი სტატია იყო „ედუარდ შევარდნაძე“, რომელიც 2004 წელს დაწერა ჰონგ-კონგელმა მომხმარებელმა.

• პინგვინებს დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლეზე შეუძლიათ ახტომა.

• ისლანდიური ეროვნული კერძი გრელანდიური ზვიგენის გამომშრალი ხორცია.

• შუა საუკუნეებში ქალის იდეალური წონა 55 კილოგრამი იყო.

• საკვების დეფიციტის გამო მაროკოში თხების ხეებზე სიარული ჩვეულებრივი მოვლენაა.

Page 13: ახალი თაობა 53

მარიამ ჭანიშვილი

ექიმი გვირჩევს .. .

მე ვარ ქეთევან ცანავა, ამ ჟურნალის მოწვეული სტუმარი, დედა და, პარალელურად, ექიმი, მედიცინის დოქტორი. მაქვს გარკვეული ინფორმაცია როგორც დედას, როგორც ექიმს და მინდა მოგიწოდოთ ერთად გადავხედოთ ჩვენს ჩვევებს - ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება...

ნუ დავიწყებთ: „ჩვენ დროს ასე იყო, ახლა ასეა, დაგვანებეთ თავი, ნუ ჩარჩი წარსულში, თავზე ნუ დამტრიალებ...“ ნამდვილად არ დავიწყებ ფუჭ რიტორიკას და თქვენთვის მისაღები საინფორმაციო წყაროდან, ინტერნეტიდან (შეგიძლიათ გადაამოწმოთ) მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რაც დედებს ანერვიულებთ.

სტრეიჯები - ვიმსჯელოთ ერთად

ბოლო ხანს ვიწრო შარვალი, უმეტესად კი ჯინსი, თინეიჯერების გარდერობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამერიკელი მკვლევარების აზრით ეს მოდური სამოსი დიდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ბალტიმორის სამედიცინო ცენტრის ექიმი კარენ ბოილის მონაცემებით შემოტმასნულ-შემოტკეცილი შარვლების მოყვარულებს ხშირად უვითარდებათ როტა-ბერნეგარდის დაავადება, სხვაგვარად - როტას პარესთეზიული მიალგია.

ამ დაავადების სიმპტომებია: კანის დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ჩხვეტითი და სიცივის შეგრძნებები ფეხებში და თეძოებში, კანის კვების დარღვევები. ზოგ შემთვევაში აღინიშნება კიდურის მწველი, ძლიერი ტკივილიც კი. დაავადების უფრო მოგვიანებულ სტადიებში ყალიბდება კანისა და კუნთების ნერვული უზრუნველყოფის დარღვევა და ტკივილის შეგრძნების გაქრობა კიდურებში, გარდამავალი კოჭლობა. დაავადების განვითარების

Page 14: ახალი თაობა 53

ალბათობა მატულობს და უფრო სწრაფად პროგრესირებს ჭარბი წონისა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის პირობებში.

როტას პარესთეზიული მიალგიის დროს ზიანდება არა მარტო ნერვული დაბოლოებები, არამედ ფერხდება სისხლის გადადინება ქვემო კიდურებიდან მენჯისაკენ, ანუ ირღვევა სისხლის მიმოქცევის ჩვეული რიტმი, იოლად ყალიბდება ვენების გაგანიერება.

მოდით, ერთად ვიმსჯელოთ - თუ გიღირთ ეს სილამაზე მსხვერპლად? იქნებ შევცალოთ ჩვენი დამოკიდებულება მოდისადმი და უფრო მოსახერხებელი სამოსი ვარჩიოთ? ან იქნებ სჯობს ჩვენ თავად გავხდეთ ჯანმრთელობისათვის სასარგებლო მოდური სამოსის კანონმდებლები?

დასკვნები თავად გამოიტანეთ...