ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის...

16
ფფფფფფფ ‘’ფფფფფფფფფფ’’ 1921 ფფფფ ფფფფფფ ფფფფფფფფფ ფფფფფფფფფფ 1921 წწწწ, წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწ, წწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწწ წწწწწ წწწწწ წწწწწწ წწ წწწწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწ. წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწ, წწწ წწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ.

Upload: eka-ushikishvili

Post on 31-Jul-2015

164 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

1921 , წელს საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის

, შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი თანამოაზრეებთან ერთად ტყეში

გაიჭრა და პარტიზანული . ბრძოლა წამოიწყო რაზმის

წევრებმა საზეიმოდ შეჰფიცეს, ერთმანეთს რომ მედგრად იბრძოლებდნენ საქართველოს

დამოუკიდებლობისდასაბრუნებლად.

Page 2: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

პროექტის მონაწილეები

პროექტი განხორციელდება თიანეთის #1საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ

1. ცხორაგაული ვასილი მე-8 კლასი2. გედეშური სოფიო მე-8 კლასი 3. ივანაური ანა მე-9 კლასი 4. ცალუღელაშვილი ლექსო მე-9 კლასი5. ბალღიაშვილი ზურაბი მე-9 კლასი

Page 3: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

ფშაველი ‘’შეფიცულები’’, რომელთა სახელიც ცოტამ თუ იცის.

Page 4: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

‘’სამშობლოსათვის საშველად სუსტი ძალ-ღონით მჩქეფავნო,

შეგასწროთ თავისუფლებას სულით და ხორცით ნეტარნო’’

‘’ხელაშვილი ვარ მიხაი, კომუინისტების მტერია,საცა კომუნისტს შავხვდები, უნდა გამოვჭრა ყელია.შავვარდი მაღაროსკართან, როგორც მშიერა მგელია,სამოცი დამხვდა ყაზახი, სამოცივ კავალერია.სამოცსავ თოფებ ავყარე, მაუკალ კამისერია,შევჯექ და გამოვაქციე მისრიაშვილის ცხენია. მხარიღლივ გადავიკიდე, კამისრის მაუზერია,მივყვები არაგვისპირსა, მხართა ვშლი-როგორც ძერია.’’ მიხა ხელაშვილი 1923

Page 5: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

მიხა ხელაშვილის საფლავი

ერთხელ მეც დავიკარგები, სახლში არ დავბრუნდებია, ბნელსა და ოხერ საფლავში ნელ-ნელა დავეშვებია, წახდება ხორციელობა, დარჩება ტიტველ ძვლებია, გულო, მაგ შენის ფიქრებით შენაც თან ჩამომყვებია. მიწისგანა ვარ შობილი, მიწას ვერ ავცილდებია, მიწა მზრდის, მიწა მახარებს, ბოლოს მეც დავმიწდებია.

Page 6: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

8

p90

Page 7: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

ჭიჭოშვილ გოგიაი ვარ, სოფელ ლიშოში მდგარია,ძმა-ბიჭის მოსიყვარულე, მეზობლის უწყინარია,

გვერდით მყავს ბარის ლომები, დისწული-დედიძმანია,მეოთხე გვტანავ თომაი, ქორ-შევარდენი ჩქარია,

მიზანში სწორად მსროლელი, ბიჭია ნაფრონტალია... 

ილტოვ, ცრემლებად ნადენო, სადრა-რა მიიჩქარია,თუ ბარი მოგწონ, ტიალო, მთებიც ხო შენი მხარია,წაიღე ჩვენი ამბავი, ალხაზოვს ჩაუტანია,აჰყაროს შავი რაზმები, ჭულახევს მეომარია,აქით არავინ წავიდეს, ამ ამბის ჩამამტანია...  

Page 8: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

მცირე ისტორიული ექსკურსი

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა განახორციელა საქართველოს ინტერვენცია, ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია.

1921 წლის ზაფხულიდან აჯანყებებმა იფეთქა საქართველოს ყველა კუთხეში. 1924 წლის აჯანყებას, რომელიც სისხლში ჩაახშეს ბოლშევიკებმა, მოჰყვა მასობრივი რეპრესიები, რომლის დროსაც აჯანყების ყველა მონაწილე თუ ეჭვმიტანილი ყოველგვარი გამოძიებისა და გასამართლების გარეშე დახვრიტეს.

საბჭოთა ოკუპაციამ შეიწირა უამრავი მამულიშვილი, ზოგიერთი მათგანის სახელიც კი არ არის შემორჩენილი.ზოგიერთის შესახებ კი ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

Page 9: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

პროექტის აქტუალურობა

ფშაველი შეფიცულები: მიხა ხელაშვილი , ლევან რაზიკაშვილი,ალექსანდრე ბადურაშვილი,გიგია ჭინჭარაული და სხვები. ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენი კუთხის საამაყო შვილები. მათ თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ.

ფშაველი შეფიცულების სახელები ასოცირდება სამშობლოს სიყვარულთან, თავდადებასთან.ჩვენ გვმართებს რომ მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ, გვახსოვდეს და ვიამაყოთ.

პროექტი უნდა განხორციელდეს, რათა მომავალ თაობებს ჰქონდეს ინფორმაცია იმ გმირების შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისთვის.

Page 10: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

პროექტ ‘’ფშაველი შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

წინააღმდეგ მიზანია: ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებში არსებული ინფორმაციის მოძიება და სისტემაში

მოყვანა. ხალხში გაბნეულია ლეგენდები და თქმულებები მიხა ხელაშვილის, გოგია ჭიჭოშვილის და

ლევან რაზიკაშილის შესახებ. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი თანატოლების დახმარებით შევაგროვოთ ეს ცნობები, მოვახდინოთ მათი სისტემატიზაცია და გავხადოთ ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.

შეგროვებული ცნობები გამოვცეთ ბროშურის სახით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის

მოსწავლეების ჩართვა მცირე სამეცნიერო მუშაობაში, რომელიც გულისხმობს მოპოვებული მასალებით მოხსენებების მომზადებას და მის წარდგენას სასკოლო კონფერენციაზე.

მასალების მოძიებაში და კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლისათვის ექსკურსიის მოწყობა ოკუპაციისა და ლიტერატურულ მუზეუმებში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

მასალების მოძიებაში და კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლისათვის ექსკურსიის მოწყობა ფშავში, მიხა ხელაშვილის საფლავის მოსანახულებლად და დასასუფთავებლად.

თიანეთის N1 საჯარო სკოლაში მიხა ხელაშვილის და გოგია ჭიჭოშვილის პოეზიის საღამოს მოწყობა, რომელზეც მოწვეული იქნებიან შუაფხოს სკოლის მოსწავლეები. ღონისძიება ასევე ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის

მოძიებული მასალების საფუძველზე კედლის გაზეთის გაკეთება რომელსაც გამოვაკრავთ სკოლის დერეფანში.ჩვენს თანატოლებს და მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და გამოიყენონ საგაკვეტილო პროცესში და კიდეც გაამდიდრონ.

Page 11: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

ჩვენ ველით:

ჩვენი თანატოლების აქტიურ ჩაბმას პროექტზე მუშაობის პროცესში.

ადგილობრივი მმართველობის დაინტერესებასა და ხელშეწყობას პროექტის განხორციელებაში.

საზოგადოების დაინტერესებას იმ პიროვნებებით, რომლებიც აღიზარდნენ ჩვენს კუთხეში, ჩვენი მამა-პაპების გვერდით და იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისთვის.

ჩვენს მიერ მოძიებული და შეკრებილი მასალებით მიხა ხელაშვილის, ლევან რაზიკაშვილისა , გოგია ჭიჭოშვილის და მათი თანამებრძოლების სახელების უკვდავყოფას, მათი ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის პოპულარიზაციას.

Page 12: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

პროექტის განხორციელება

პროექტი განხორციელდება თიანეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ.

მოვიძიებთ მასალებს რაიონული ბიბლიოთეკის, მუზეუმების და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით.მასალებს მოვიძიებთ ასევე ინტერნეტის საძიებო სისტემების გამოყენებით.

მიგვაჩნია, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მასში ჩართული მოსწავლეებისთვის, არამედ მთელი რაიონისთვის, რადგანაც ამ პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს შევაგროვოთ ხალხში გაბნეული ცნობები თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირების შესახებ.

Page 13: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

პროექტის განხორციელება

პროექტს განვახორციელებთ ორ ეტაპად. პირველი მოიცავს მიხა ხელაშვილისა და გოგია ჭიჭოშვილის ცხოვრების და შემოქმედების გაცნობას, რომელიც სხვა და სხვა მიზეზების გამო უცნობია დღევანდელი საზოგადოებისათვის, ხოლო მეორე– მოიცავს ამ ადამიანების როლს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაში.

გუნდის წევრებს შორის სამუშაო გადანაწილდება შემდეგნაირად:

ორი მოსწავლე იმუშავებს მიხა ხელაშვილისა და გოგია ჭიჭოშვილის შემოქმედების მოძიებაზე , ხოლო სამი მოსწავლე მოიძიებს მასალებს მათი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.

Page 14: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

მატერიალურ-ტექნიკური რესურსი

Page 15: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი განხორციელდება ორი კვირის ვადაში.

პირველი კვირა დაეთმობა მასალების მოძიებას, სისტემატიზებას, ხოლო მეორე კვირას მოხდება დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება. ოკუპაციის კვირეულში უშუალოდ ჩატარდება ღონისძიებები.

Page 16: ფშაველი ‘’შეფიცულები’’ 1921 წლის რუსული ოკუპაციის

...

პროექტის განაცხადი შემუშავდა დაბა თიანეთის N1საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკურსისათვის‘’საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე.”

პროექტის ფასილიტატორი-უშიკიშვილი ეკატერინე.

თიანეთის #1 საჯარო სკოლა